ელისო კილაძე ფრთხილად იყვნენ-ციხეში არ ამოყონ თავი
ექსპრემიერს მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავდა და მომხრეც, მაგრამ ბოლო დროს მის მიერ გატარებულმა ანაკლიის პორტის პროექტმა განსხვავებული მოსარებები გააჩინა გიორგი კვირიკაშვილის გარშემო. ამის შესახებ გაზეთ "ასავალ–დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა აქვეყნებს ფეისბუქსტატუსს. აი, რას წერს ჟურნალისტი ყოფილ პრეიერზე: - "
"კვირიკაშვილი გადაჰყვა ყაჩაღ-ბანკირ ხაზარაძესთან ძმაკაცობას და ანაკლიის პორტის აფერას, რის შესახებაც არაერთხელ დავწერეთ “ასავალ-დასავალში.'' მადლობა თქვას, რომ მხოლოდ თანამდებობიდან გაშვებას დააჯერეს, რაც შეეხება მის ძმაკაც ხაზარაძეს, შესაძლოა, მალე პროკურატურის კითხვებზე მოუწიოს პასუხების გაცემამ და ვინძლო, ვირის აბანოშიც გამოუწერონ საგზური. სწორედ ამ საფრთხის გამო, კვირიკაშვილი-ხაზარაძის დაჯგუფება უახლოეს მომავალში პოლიტიკური ოპოზიციის სახით მოგვევლინება და ღიად დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, რათა შემდეგ სამართლებრივი პროცესი, რაც შეიძლება მათ მიმართ წარიმართოს, “პოლიტიკურ დევნად" გამოაცხადონ. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ორშაბათს “ასავალ-დასავალის“ ახალ ნომერში მოგიყვებით."