x
image
ვიზა კოხაძე
" ამ წუთიდან გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი" - გაათავისუფლებენ თუ არა გიგი უგულავას და ელოდებოდა თუ არა ქალაქის ყოფილი მერის გათავისუფლებას ლელა კილაძე?

image" ამ წუთიდან გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი, მისი პატიმრობის ყოველი წუთი, ყოველი წამი არის არის უკანონო და ახლა სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მე - 9 დაწესებულება, სადაც მოთავსებულია გიორგი უგულავა, ვალდებული არიან ამ წუთიდანვე გაათავისუფლონ და აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება" - ეს განცხადება გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გააკეთა.

გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე საათიანი სკანდალის შემდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ბრალდებული უგულავას წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტ ხანს დატოვება.ქალაქის ყოფილი მერის კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავდა და გარდა 9 თვიანი ვადისა, უგულავას სარჩელი სხვადასხვა პრობლემურ საკითხებსაც შეეხებოდა.ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას და მისივე განმარტებით ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული, თუმცა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მისი გამამტყუნებელი განაჩენი კვლავ დადგა და სავარაუდოდ უგულავას პატიმრობას მიუსჯიან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი აზრს დაკარგავს.imageimageimageმატროსოვის ციხესთან კი დილიდან იყო უგულავას მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილი შეკრებილი და მათ შორის ლელა კილაძეც, რომელზეც არა ერთი ბინძური ჭორი დაიწერა. ყვითელი პრესა უგულავას ცოლზე იმასაც წერდა, რომ ლელა კილაძე გათხოვდა, მაგრამ როგორც იტყვიან " ენას ძვალი არა აქვსო" და ლელა კილაძე მეუღლის გათავისუფლების მოლოდინშია, თუმცა რამდენად აუსრულდებათ როგორც ლელას კილაძეს, ასევე მის მეგობრებს 9 თვიანი მოლოდინი, ამას საქალაქო სასამართლო გადაწყვეტს.imageimage

0
103
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0