x
image
ვიზა კოხაძე
სკანდალური განცხადებების ავტორი სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანია

imageimageსაქართველოს პრეზიდენტის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი imageჯეფრი სილვერმანი ზურაბ ჟვანის მკვლელობის დეტალებზე ხმამაღლა საუბრობს და ამტკიცებს, რომ -" ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებები გაანადგურეს".ის ასახელებს იმ პირსაც, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა.როგორც სილვერმენი განმარტავს, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ საქართველოში აშშ-ის ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ჩამოვიდნენ საქმის გამოსაძიებლად.გარკვეული დროის შემდეგ ის ესაუბრა ამერიკაში ფედერალების ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც უთხრა, რომ ჟვანიას მკვლელობის საქმის მტკიცებულებები განადგურებულია, კერძოდ აგენტი ბრაიან imageკარმენის მიერ და ამტკიცებს.რომ თუ კი მკვლელობის რეალური მიზეზი გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიაყენებდა.

სილვერმანის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება მართლაც რომ სკანდალურია.იგი იხსენებს აჭარის image2004 წლის მოვლენებს, სადაც ახსენებს ვინმე ლევან ჟღენტს, რომელიც აბაშიძის დროინდელ აჭარაში იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესს ხელმძღვანელობდა, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ლობირებდა.მისივე განმარტებით, მერაბიშვილის მხილება გახდა საფუძველი მასა და სააკაშვილს შორის ურთიერთობის გაფუჭებისა.მისივე თქმით, იმ დროს საქართველოში რომ ყოფილიყო, ახლა ალბათ მკვდარი იქნებოდა, რადგან მისი გატაცება ორჯერ მოაწყო ყოფილმა ხელისუფლებამ.პირველად 2004 წელს, შემდეგ კი 2010 წელს და კონკრეტულად კონტრდაზვერვის თანამშრომლებს დებს ბრალს გატაცებასა და სასტიკ წამებაში.

სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი საუბრობს პრეზიდენტის კავშირებზე კრიმინალურ სამყაროსთან, კერძოდ ტარიელ ონიანთან, რომელიც თითქოსდა პრეზიდენტის თვითმფრინავითაც კი სარგებლობდა და სწორედ ამას შეეწირა ზურაბ ჟვანია, რომელიც მწვავედ აპროტესტებდა აღნიშნულ კავშირებს კრიმინალურ ავტორიტეტთან.

2
277
26-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
277
  
2013, 18 აპრილი, 17:44
აღარ ვიცი უკვე რა დავიჯერო და რა არა.
2013, 18 აპრილი, 0:26
არაა გამორიცხული ეს რომ ასე იყოს... აწი და აწი კიდევ და კიდევ ამოტივტივდება რაღაც რაღაცეები
0 1 2