x
image
ვიზა კოხაძე
მიხეილ სააკაშვილი: - "თვითონ უკეთესი წარმოდგენის იყო იმ გაფუჭებულ ხალხზე, ვიდრე მე"

imageტელეკომპანია " რუსთავი 2 - ის" ყოველკვირეულ გადაცემა "P.S" - ში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა. როგორც ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა განაცხადა, მისი აზრით ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია უნდა შეიწყალოს.

მან ვრცელი ინტერვიუ მიუძღვნა თანაგუნდელებზე საუბარს და სათითაოდ დაახასიათა " ნაციონალური მოძრაობის" " შესანიშნავი სამეული".მისი თქმით ბაჩო ახალაიამ ქართული შეიარაღება შექმნა, ვანო მერაბიშვილმა პოლიცია, ხოლო გიგი უგულავამ ყველა სხვა დანარჩენ მერზე მეტი ააშენა თბილისში.

როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, სააკაშვილს ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა 24 საათით გათავისუფლებულ გიგი უგულავასთან: - "დიდხანს ველაპარაკე სკაიპით, მინდოდა დამენახა. ძალიან კარგი ადამიანია. რაღაცნაირად დაბრძენებული და დაღვინებული მომეჩვენა. მე იქვე ვუთხარი, რომ ხვალვე ჩაგსვამენ - თქო. თვითონ მაინც არ ეგონა. თვითონ უკეთესი წარმოდგენის იყო იმ გაფუჭებულ ხალხზე, ვიდრე მე.მე უფრო რეალისტურად ვუყურებ ყველაფერს...".

რაც შეეხება მის განცხადებას გიორგი მარგველაშვილის ადგილზე ქართულ პოლიტიკასა და ისტორიაში, მან თქვა: - " პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკასა და ისტორიაში, ერთადერთი გაიზოკება იმით, შეიწყალებს თუ არა ის იმ სამ პიროვნებას, ვინც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, ადამიანმა, რომელმაც პირველი ქართული სამხედრო წარმოება შექმნა, ადამიანმა, რომელმაც შექმნა მსოფლიო დონის პოლიცია, რომელმაც ააშენა რაბათი, ადამიანმა, რომელმაც ააშენა თბილისში უფრო მეტი, ვიფრე ნებისმიერ მერს აუშენებია. ესენი არიან გიგი, ვანო და ბაჩო. გიორგი მარგველაშვილის ქმედების კრიტერიუმი და წესიერების განმსაზღვრელი იქნება ის, თუ პრეზიდენტი ამ შეწყალების აქტს ხელს მოაწერს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

0
288
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0