26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახლახანს შექმნილი საორგანიზაციო კომისია უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებულებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისია შეიქმნა, რის შესახებაც საზოგადოებას მთავრობის ოფიციალური ვებგვერდიდან ეცნობა.კომისიას დაევალა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა

მოსაზრებებისა და წინადადებების წარდგენა საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის.
კომისიის თავმჯდომარედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილია დანიშნული. რაც შეეხება სხვა წევრებს, საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, აგრეთვე კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა

ბერიკაშვილ და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუკაშვილი.კომისიის მდივნი კი პრემიერის თანაშემწე ირაკლი მელაშვილი იქნება.
გარდა ამისა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

მოადგილეებს ქალბატონ მანანა კობახიძეს და ბატონ ზვიად ძიძიგურს.დამოუკიდებლობის დღისადმი სამზადისში ჩართულები იქნებიან როგორც საერო, ასევე სასულიერო პირები.დახმარება ეთხოვათ აგრეთვე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრია გვაზავას და საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლები.ეს არის სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ახალ ქართულ პოლიტიკას ქმნიან და სამოქალაქო საზოგადოებას 26 მაისისთვის ახალ სცენარს სთავაზობენ, რომელიც, როგორც უმრავლესობის წევრები საუბრობენ, ძალიან საინტერესო და

დასამახსოვრებელი იქნება
ქართველი ხალხისათვის.
