x
image
ვიზა კოხაძე
იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტის დაპატიმრებას და ჰააგის სასამართლოზე გადაცემას თხოვენ
imageრამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს წერილით მიმართა სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ბიძინა სავანელმა, რომელიც თავის მიმართვაში ბრალს დებს საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ღალატში, რაც რუსეთთან, თურქეთთან და სომხეთთან ფარულ შეთანხმებებში გამოიხატება.

როგორც სავანელი წერილში აღნიშნავს, რუსეთთან ფარული შეთანხმებით ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები პრეზიდენტმა რუსულ კერძო კომპანიებს მიჰყიდა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი აღადგინა, მას კი ახალგორი მიუერთა, იგივე ქმედება ჩაიდინა როცა კოდორის ხეობაში სვანები განაიარაღა და კოდორი აფხაზეთს შეუერთა.მისივე
image განმარტებით, სააკაშვილმა თურქეთთან ფარული შეთანხმებით აჭარაში 30 ათასი თურქი ჩაასახლა და მეჩეთი გაამრავლა, რაც თურქეთისგან აჭარის ისლამიზაციას და ეკონომიკურ, პოლიტიკურ ოკუპაციას გულისხმობს.

ხოლო რაც შეეხება სომხეთს, სავანელის თქმით, სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური კონფლიქტის წამოწყება სხვა არაფერია, თუ არა სომხეთის მხრიდან ახლად შეიარაღებული ჯარის შემოყვანა ჯავახეთში, შემდეგ 1919 წლის ანალოგიური მოძრაობის წამოწყება თბილისის მიმართულებით. ამ ფაქტს პარლამენტის ქუთაისში გადატანით ამყარებს წერილის ავტორი.

ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებებიდან პროფესორი სავანელი თავისი პროფესიული ლოგიკიდან გამომდინარე, თხოვნით მიმართავს იუსტიციის მინისტრს, -" აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ღალატისათვის, დაუყოვნებლივ აყვანილი იქნას პრეზიდენტი პატიმრობაში და საქმე პატიმართან ერთად გადაეცეს ჰააგის სასამართლოს განსახილველად".


image უცნაურად და არასერიოზულად მიმაჩნია სავანელის მიმართვა წულუკიანის მისამართით, რასაც მიმყარებს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები, როცა მან აქცენტები გააკეთა ყოფილ პრეზიდენტებზე და ჩემი აზრით, თუკი საზოგადოებას ასეთი დამოკიდებულება ექნება პოზიცია-ოპოზიციის მიმართ, თუკი წარსულის შეცდომებსა და დანაშაულზე დიდხანს გაგრძელდება პოლიტიკური შოუები და საქმე არ გაკეთდება, მაშინ არანაირ კოჰაბიტაციაზე არ უნდა ვიფიქროთ, რაც ისევ და ისევ ქართველ ხალხს და ქვეყანას დააზარალებს.

12
826
31-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
826
  
2013, 16 აპრილი, 23:57
არ გამიზიარებია. არადა ეხლა დავალაიქე.
2013, 16 აპრილი, 23:51
რა ქენი? ეს სტატია ვერ გააზიარე ფეისბუქზე?აქ ერთი შენგან დისლაიქია ხომ ასეა???
2013, 15 აპრილი, 14:21
იმის გამო რომ ციხეები არ უნდა აივსოს, დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს? აბა მე დავაშაო რამე, თუ იტყვის ვინმე ციხეებს ხო არ გავავსებთო... "რკინის ლოგიკაა" რა, ვერაფერს იტყვი
2013, 15 აპრილი, 11:57
ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო ?
2013, 15 აპრილი, 1:00
თქვენც შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოხატოთ.შეთანხმების წესებს ხომ კარგად გაეცანით?
2013, 15 აპრილი, 0:08
ვიზა კოხაძე სტატიას თუ წერ ხო შენ აზრს რაღატომ აწერ? რაში მაინტერესებს მე შენი აზრი ამას ეხლა მე ვერ გავაზიარებ ფეისბუქზე იმიტომ რომ ბოლოში შენი აზრი წერია რასაც არ ვეთანხმები. დაწერე რაც მოხდა რა და შენი აზრი სხვა პოსტში გამოხატე ცალკე დაწერე მაგისთვის პოსტი
2013, 11 აპრილი, 18:59
გეთანხმებით ყვალაფერში
2013, 11 აპრილი, 8:37
არ არის ურიგო მიმართვა:))
2013, 11 აპრილი, 4:59
რატომ მიბრაზდებით?მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემებურად ვაფასებ მოვლენებს.
2013, 11 აპრილი, 4:48
ძაან საინტერესო მოსაზრებაა. არიქა იმის შიშით, ციხე არ გაივსოსო, ხალხის მტრები არ უნდა დაიჭირონ და გაასამართლონ? სამწუხაროდ ბევრი სამხილის განადგურება უკვე მოასწრეს და დროში იწელება პროცესი.
ეს ხალხის დაკვეთაა. სწორედ მათ სურთ, რომ უპირველეს ყოვლისა წართმეული ღირსების და სამართლიანობის აღდგენის შეგრძნება გაუჩნდეთ და არა იმიტომ, რომ ვინმეს ვინმეს სისხლი წყურია. ეს კი სხვანაირად უბრალოდ ვერ მოხერხდება... დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10