სხვა "გაკვეთილზე გავიგეთ, რითი განსხვავდებიან ბიჭები გოგოებისგან!" - რა უთხრა პირველკლასელებს მასწავლებელმა 2018, 13 ივნისი, 10:40
ძალიან ხშირად მშობლებისთვის დიდ უხერხულობასთან არის დაკავშირებული შვილებთან, განსაკურებით მცირეწლოვან ბავშვებთან, ინტიმურ თემებზე საუბარი, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალსა და მამაკაცს შორის სქესობრივ განსხვავებაზე. მართალია, აღნიშნულ საკითხზე ადრე თუ გვიან საუბარი მშობელს აუცილებლად მოუწევს, მაგრამ ის, რაც ჩვენი ისტორიის გმირს შეემთხვა, განსაკუთრებულია და ვფიქრობ, ძალიან გაგახალისებთ. ეს ამბავი თავად მამამ გამოაქვეყნა საკუთარ ბლოგზე და თან ფოტოებიც დაურთო. ქვემოთ კი თარგმანს გთავაზობთ: "ჩემი 6 წლის გოგონა სკოლიდან გამოვიყვანე, მანქანაში ჩავსვი და სანამ სახლამდე მივიდოდით, ჩვეულებრივი საუბარი გავუბი. შევეკითხე, როგორ ჩაიარა დღემ და რა ისწავლეთ დღეს-მეთქი. მანაქაში მოკალათებული პატარა სიამოვნებით მიყვებოდა ყველაფერს, რაც იმ დღეს სკოლაში თავს გადახდა. ყურს სანახევროდ ვუგდებდი, მაგრამ მოულოდნელად ერთმა ფრაზამ მიიპყრო ჩემი ყურადღება: - გაკვეთილზე გავიგეთ, რითი განსხვავდებიან ბიჭები გოგოებისგან! - აღტაცებით მომახარა ჩემმა გოგომ. - მასწავლებელმა გვიამბო, რომ ბიჭებს ერთი ისეთი რამ აქვთ, რაც გოგოებს არ აქვთ. შეცბუნებულმა სარკეს გავხედე და უკანა სავარძელზე წამოსკუპებული ჩემი პატარა გოგონას მხოლოდ ქოჩორს მოვკარი თვალი. - დიახ, მართალია... - დავეთანხმე. საგონებელში ჩავარდნილი. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და მანქანაში ერთი წუთით სიჩუმე გამეფდა. შემდეგ ისევ განაგრძო ჩემმა ქალიშვილმა: - ამ ჩამოკიდებულ რაღაცას რომ დაინახავ, მაშინვე მიხვდები, რომ ეს ბიჭია. როცა ბიჭები გოგოებს ხედავენ, ეს რაღაც იბერება და გოგოებს ეს ძალიან მოსწონთ! - არ ჩერდებოდა ჩემი გოგონა. - იცი, რატომ მოსწონთ გოგოებს ეს რაღაც? - ჰმ...რა ვიცი... - სასოწარკვეთილი ვცდილობდი, პასუხად რამე მომეფიქრებინა, თან გონებაში სახლამდე დარჩენილ მანძილს და დროს ვითვლიდი, ერთი სული მქონდა, ამ ტანჯვა-წვალებისთვის თავი დამეღწია. - საქმე ის არის, რომ როცა ბიჭი გოგოს ხედავს და ის რაღაც ებერება, გოგო ხვდება, რომ ბიჭს მოსწონს! ალბათ საჭირო არ არის იმის თქმა, როგორ უხერხულად და საშინლად დაბნეულად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ქალიშვილმა არ დამინდო და გადაწყვიტა საბოლოოდ გავეწირე: - მასწავლებელმა გვთხოვა, ბიჭი დაგვეხატა. აი, ნახე, მე როგორ დავხატე! ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად იმ ნახატის ნახვა მინდოდა, ამიტომ შიშით, ცალი თვალით დავხედე ფურცელს, რომელსაც ჩემი ქალიშვილი მიწვდიდა. როცა დავინახე, სინამდვილეში რა იყო მასზე დახატული, თავი ვეღარ შევიკავე და ისტერიული ხარხარი ამიტყდა! სახატავი რვეულიდან პატარას ხელით დახატული და ფერადი ფანქრებით აჭრელებული ინდაური მიყურებდა და თავს გაფხორილი ბუმბულითა და ნისკარტზე დაკიდებული სწორედ იმ "რაღაცით" იწონებდა!" ასევე დაგაინტერესებთ: 1. საოცრად სახალისო პასუხი, რომელიც გოგონამ ტექნიკური სააგენტოსგან მიიღო - სიცილი გარანტირებულია! 2. პირველკლასელის დაუჯერებელი პასუხი მასწავლებლის შეკითხვებზე - ანეკდოტი, რომელმაც ბევრი გაახალისა 3. მდიდარი სასიძო და შეცდენილი ქალიშვილი - ამბავი, რომელმაც ბევრი გაახალისა! 4. როგორ უნდა ველაპარაკოთ ექიმს - მოკლე ამბავი, რომელიც ძალიან გაგამხიარულებთ! 5. რა გააკეთა ახალგაზრდა ექიმთან ნაცხის ანალიზზე მისულმა გოგომ - ამბავი, რომელმაც ინტერნეტი გაახალისა! 6. ფოტო, რომელიც ახალ თავსატეხად იქცა - დააკვირდით გოგონების ფეხებს! 7. როგორ მოიქცა მოხერხებული ქმარი, რომელსაც ცოლი ძმაკაცებთან არ უშვებდა - იხალისეთ! 901 7-ს მოსწონს 1-ს არა
|