x
image
natia.a
საოცრად სახალისო პასუხი, რომელიც გოგონამ ტექნიკური სააგენტოსგან მიიღო - სიცილი გარანტირებულია!

image

ერთხელ, ერთმა გოგომ, რომელსაც, როგორც ჩანს გარკვეული ოჯახური პრობლემები ჰქონდა და არ იცოდა ვისთვის ეკითხა რჩევა, წერილი გაგზავნა, არც მეტი არც ნაკლები, ტექნიკური დახმარების სააგენტოში. შესაძლოა გოგონამ ამით გაიხუმრა კიდეც და ტექმომსახურების თანამშრომლების მხრიდან არც ელოდა სერიოზულ გამოხმაურებას, მაგრამ პასუხი მოვიდა... საოცარი და გენიალური პასუხი...


აი, რა ეწერა ჯერ გოგონას მიერ გაგზავნილ შეკითხვაში, შემდეგ კი საპასუხო შეტყობინებაში:




"ძვირფასო ტექმომსახურეობავ,


ამ წლის დასაწყისში ბოიფრენდი 5.0 განვაახლე ქმარი 1.0-ით და აღმოვაჩინე, რომ სისტემის მუშაობა შესამჩნევად შენელდა. ეს განსაკუთრებით ეხება აპლიკაციებს ყვავილები 3.5 და ძვირფასეულობა 2.0, რომლებიც ბოიფრენდ 5.0-ზე იდეალურად მუშაობდა.


ამას გარდა, ქმარი 1.0.-ში არ აღმოჩნდა ისეთი სასარგებლო პროგრამები, როგორიცაა რომანტიკა 9.5და პირადი ყურადღება 6.5, სამაგიეროდ დაყენდა უამრავი უსარგებლო პროგრამა, როგორიცაა, მაგალითად პრემიერ-ლიგა 5.0, NHL 3.0 და ბილიარდი 4.1.


ურთიერთობა 8.0-მა შეწყვიტა მუშაობა, ხოლო სახლის დალაგება 2.6 გაშვებისას მთელ სისტემას აზიანებს. მათ ასამუშავებლად შევეცადე გამომეყენებინა ბუზღუნი 5.3, მაგრამ არ იმუშავა.


რა ვქნა?


სასოწარკვეთილი."

image


"ძვირფასო სასოწარკვეთილო,


"ჩვენს ლიცენზიაში ნათქვამია, რომ ბოიფრენდი 5.0 — გასართობი პაკეტია, ხოლო ქმარი 1.0 — ოპერატიული სისტემა. სცადეთ გაუშვათ დამხმარე პროგრამა მეგონა გიყვარდი.exe, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ცრემლები 6.2 და არ დაგავიწყდეთ განაახლოთ სისტემა დანაშაულის გრძნობა 3.0. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, სისტემა ქმარი 1.0 ავტომატურად გაუშვებს აპლიკაციებს ძვირფასეულობა 2.0 და ყვავილები 3.5.


თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ ძალიან ხშირად გამოიყენებთ ამ პროგრამებს, სისტემა გაუშვებს აპლიკაციებს ულმობელი დუმილი 2.5, მეგობრები 7.0 ან ლუდი 6.1. რაც შეეხება ლუდი 6.1-ს ეს საშიში პროგრამა-ვირუსია, რომელიც თქვენგან მალულად ჩამოტვირთავს აპლიკაციებს ჰაერის გაფუჭება და ხვრინვა ბეტა.


მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ დააყენოთ პროგრამა სიდედრი 1.0 (იგი გაუშვებს ვირუსს, რომელიც მთელ სისტემაზე დაგაკარგვინებთ კონტროლს). ამას გარდა, ნუ შეეცდებით ხელახლა დააყენოთ ბოიფრენდი 5.0, რადგან იგი შეუთავსებელია ქმარი 1.0-თან და ეს მთელი სისტემის მოშლას გამოიწვევს.


დაბოლოს: ქმარი 1.0 - შესანიშნავი პროგრამაა, მაგრამ მას მეხსიერების შეზღუდული რესურსები აქვს და ძალიან ნელა უშვებს ნებისმიერ ახალ აპლიკაციას. მეხსიერებისა გასაზრდელად და სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად გთავაზობთ შეიძინოთ რამდენიმე ახალი პროგრამა, როგორიცაა:საჭმლის მომზადება 3.0 და ლამაზი საცვლები 7.7.


გისურვებთ წარმატებებს!"


ასევე დაგაინტერესებთ:


1. პირველკლასელის დაუჯერებელი პასუხი მასწავლებლის შეკითხვებზე - ანეკდოტი, რომელმაც ბევრი გაახალისაimage


2. რატომ ჩაიშალა საკავშირო ყრილობა სომხეთის რადიოს წარმომადგენლის გამოჩენაზე - იხალისეთ!image


3. ვინ არიან სინამდვილეში ექიმები - ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!image


4. შეხედეთ ამ ფოტოებს ორჯერ და მიხვდებით, რომ...image


5. ანეკდოტი, რომელსაც ქალები ვერ იტანენ... ანუ რატომ მისცა ღმერთმა კაცს ჭკუაimage


6. ერთსიტყვიანი წერილი, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა - რა უთხრეს ქალიშვილებმა დედასimage


7. ის, რასაც დედა არასოდეს მოგიყვებათ... - დაიმახსოვრეთ!image



1
2159
9-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2159
  
2019, 28 იანვარი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1