x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
უცნობი ფაქტები ალბერტ აინშტაინზე
ფიზიკის ყველაზე ცნობილი მეცნიერი საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო. რა იყო მისი მთავარი გატაცება; რა ხდებოდა მის პირად ცხოვრებაში; რატომ არ გახდა ის პრეზიდენტი; სად არის მისი თვალები და ტვინი; რით ჰგავს ის ლეონარდო დი კაპრიოს?

imageაინშტაინი 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მას აქვს დაწერილი 150 წიგნი და სტატია, ითვლება 20-მდე წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. ფიზიკოს-თეორეტიკოსი ალბერტ აინშტაინი თანამედროვე თეორეტიკული ფიზიკის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

წინადადება ისრაელის პრეზიდენტობაზე

1952 წელს ალბერტ აინშტაინს შესთავაზეს ისრაელის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა მან უარი თქვა. თავისი გადაწყვეტილება ახსნა სათანადო გამოცდილებისა და ადამიანებთან მუშაობის უნარების უქონლობით. ალბერტი მუდამ გულშემატკივრობდა ისრაელს, ის გამოდიოდა ყველა დაჩაგრული ერის უფლებების დასაცავად.


ალბერტ აინშტაინს უყვარდა ქალები

პირველი ცოლი იყო მილევა მარიჩი, რომელიც მუდამ ეჭვიანობდა სხვა ქალებზე. აინშტაინი პარალელურად ხვდებოდა თავის მომავალ მეორე ცოლს, ელზა ლოვენტალს. ის იყო ალბერტზე უფროსი და უკვე განათხოვარი. იმ დროს ალბერტი ცნობილი მეცნიერი იყო და სახლში ქალები მოჰყავდა ხოლმე დასარჩენად. თუმცა, ელზა ამას ჩვეულებრივად იღებდა და დილით ყავასაც უდუღებდა.

აინშტაინმა უარი თქვა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე

1955 წლის 17 აპრილს აინშტაინს დაუდგინდა მუცლის აორტის ანევრიზმა, რასაც შეეძლო შინაგანი სისხლდენა გამოეწვია. მას სთავაზობდნენ ოპერაციას, თუმცა აინშტაინმა უარი თქვა სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივებაზე. როცა ამის დრო მოვიდოდა, მას უნდოდა წასულიყო ბუნებვრივად. აინშტაინი მეორე დღესვე გარდაიცვალა.

ალბერტ აინშტაინის ტვინი და თვალები

სიკვდილიდან 7 საათის შემდეგ, კვეთის პროცედურისას ექიმმა ტომას შტოლც ჰავრიმ ალბერტის ტვინი ამოიღო და, ახლობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაიტოვა. ამის შემდეგ მან დაკარგა სამსახური. ტვინის ნაწილებს ექიმი მეცნიერებს უგზავნიდა გამოსაკვლევად. მიუხედავად შემოთავაზებებისა, ის არ ყიდდა ტვინს. ასევე, აინშტაინის ოფთალმოლოგმა, ჰენრი აბრამსმა ჩუმად ამოჭრა ალბერტის თვალები. ეს მხოლოდ 1993 წელს გახდა ცნობილი. თვალები დღეს ნიუ-იორკში, სეიფში ინახება.

ალბერტ აინშტაინი ნობელის პრემიით და ლეონარდო დი კაპრიო ოსკარით

აინშტაინის ფართობითობის თეორიამ მას ნობელის პრემია ვერ მოუტანა. ეს ისტორია ლეონარდო დი კაპრიოს “ოსკარის” ისტორიას მოგაგონებთ. ალბერტი ფაქტობრივად ყოველ წელს იყო ნომინირებული, თუმცა მისი იდეები იმდენად რევოლუციური იყო, რომ ვერ თანხმდებოდნენ, იმსახურებდა ის პრემიას თუ არა. მოიძებნა დიპლომატიური გზა. 1921 წელს მას მიენიჭა პრემია ფოტოეფექტის თეორიასა და სხვა თეორეტიული ფიზიკის ნამუშევრებზე. მთლიანი თანხა მოხმარდა მის პირველ ცოლს და შვილებს, როგორც თავად აინშტაინი იყო შეპირებული.

image

ალბერტ აინშტაინის მთავარი გატაცება მეცნიერება არ ყოფილა

სინამდვილეში, ის, რის გარეშეც აინშტაინს ცხოვრება არ შეეძლო, იყო მუსიკა. ის იღებდა უდიდეს სიამოვნებას ვიოლინოსგან, რომელთან ერთადაც მუდამ მოგზაურობდა. ეს იყო ალბერტის მთავარი გატაცება და ბედნიერება.

0
189
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0