x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
10 გასაოცარი და თქვენთვის უცნობი ფაქტი ალბერტ აინშტაინის შესახებ
ალბერტ აინშტაინი იყო ფიზიკოსი და თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. თქვენ რათქმაუნდა გსმენიათ მისი გენიალურობის შესახებ, თუმცა ის ფაქტები, რომლებიც ამ სტატიაშია წარმოდგენილი ნამდვილად გაგაოცებთ.

image

ფაქტი # 1: აინშტაინი უცნაური თავით დაიბადა
როდესაც აინშტაინი დაიბადა (14 მარტი, 1879 წ) უკანა თავის არე იმდენად დიდი ჰქონდა, რომ მისი ოჯახის წევრები წუხდნენ ამ უცნაურობის გამო. მაგრამ პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ, თავის ფორმა უფრო ნორმალური გახდა.


ფაქტი # 2: აინშტაინმა საუბარი გვიან დაიწყო
ამბობენ, რომ მან ვერ დაიწყო საუბარი 10 წლის ასაკამდე. ამის გამო სტენფორდის ეკონომისტმა დოქტორმა თომას სოველმა შემოიღო საკამათო ტერმინი "აინშტაინის სინდრომი". ეს სინდრომი ძირითადად გენიოს ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც საუბარი გვიან დაიწყეს.



ფაქტი # 3: აინშტაინი სულაც არ იყო ცუდი მოსწავლე
მასზე დიდი ხანი ამბობდნენ, რომ ის იყო ცუდი სტუდენტი. თუმცა ეს ტყუილია. ფაქტობრივად, აინშტაინი არ იყო სუსტი სტუდენტი. ის იყო ბრწყინვალე მევიოლინე, იღებდა მაღალ ნიშნებს ლათინურ და ბერძნულ ენებში. ადრეულ, 15 წლის ასაკში მან უკვე კარგად აითვისა აღრიცხვა.
imageფაქტი # 4: აინშტაინს ჰყავდა უკანონო შვილი
სანამ აინშტაინი და მისი პირველი მეუღლე მილევა მერისი იქორწინებდბენ, მას ფარულად შეეძინა ქალიშვილი მისი მშობლების სახლში, სერბეთში. მაგრამ ბავშვის ბედი, რომელსაც ლიესერლი დაარქვეს, გაურკვეველია. ის დაბადებისთანავე ფაქტობრივად გაქრა ისტორიული ჩანაწერებიდან. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ აინშტაინს ოდესმე ნანახი ჰყავდა მისი ქალიშვილი.


ფაქტი # 5: აინშტაინი მის მეუღლეს უცნაურ წესებს უდგენდა
აინშტაინი ბევრს მოითხოვდა მილევასგან. მან დაუდგინა ცოლს კომპლექტი წესებისა. სიის მიხედვით მას უნდა ჰქონოდა დღეში სამჯერადი კვება, შეეწყვიტა ლაპარაკი, თუ ქმარი სთხოვდა და სავარაუდოდ არ უნდა ჰქონოდა ინტიმური ურთიერთობა მასთან.

აინშტაინი თავის პირველ ცოლ მილევა მერისთან ერთადფაქტი # 6: აინშტაინის მეორე ცოლი მისი ბიძაშვილი იყო
აინშტაინმა მიიღო მისი ბიძაშვილი ძალიან თბილად და კარგად. ისე კარგად, რომ ელზა აინშტაინი 1919 წელს მისი მეუღლე გახდა.

აინშტაინი მეორე ცოლ ელზა აინშტაინთან ერთადფაქტი # 7: აინშტაინი იყო პოპულარული ქალბატონებში
წერილებში, რომლებიც მან ელზას მიწერა, აინშტაინი ადვილად აღიარებდა ბევრ ქორწინებაგარეშე ურთიერთობებს.

ფაქტი # 8: აინშტაინი არასოდეს იცვამდა წინდებს
მსოფლიოში ცნობილი გენია არასოდეს იცვამდა წინდებს. საერთოდ ის ძალიან მოუწესრიგებელი ადამიანი იყო. თუმცა საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილა მის თმებზე, რომელიც მუდამ აჩეჩილი და მოუწესრიგებელი იყო.


ფაქტი # 9: აინშტაინი იყო NAACP-ის (ფერადკანიანი ადამიანების დაცვის ორგანიზაცია) წევრი
ის გაწევრიანებული იყო ამ ორგანიზაციაში და სასტიკად გმობდა რასიზმს. 1946 წელს პენსილვანიაში, ლინკოლნის უნივერსიტეტში გამოსვლისას აინშტაინმა რასიზმს "დაავადება" უწოდა.

imageფაქტი # 10: შესაძლოა აინშტაინმა დააჩქარა საკუთარი სიკვდილი
აინშტაინი გარდაიცვალა 1955 წლის 18 აპრილს. სისხლძარღვების გახეთქვის გამო. ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა შესთავაზეს ოპერაცია, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა და თქვა: "ეს არის ცხოვრები უგემოვნო გახანგრძლივება ხელოვნურად".

0
4557
6-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
4557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0