x
image
მოზამბიკელი
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გორში აქციები გრძელდება
ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი ახალგაზრდას საქმეზე გუშინ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. შედეგით უკმაყოფილო დავით სარალიძის მამამ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით საქმეში მონაწილე პირებიდან უმეტესობა გარეთაა და მათ მაღალი თანამდებობის პირები ხელს აფარებენ. ზაზა სარალიძე პროკურატრისგან და ხელიფულებისგან დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს. სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე სამართლიანობის მისაღწევად გუშინდელი დღიდან დგას.

შვილმკდარ მამას სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის გორშიც.

imageimage
image
თეატრის სკვერში გუშინ გორის მოსახლეობის მცირე ნაწილმა მხარდასაჭერი აქცია გამართა. ანალოგიური აქცია გაიმართა დღესაც, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მსვლებით გორის ციხეზე გადაინაცვლა, ახალგზარდებმა შეძახილებით: "ძირს უსამართლობა!" ქალაქის ცენტრალური ქუჩები ჩაიარა. მათ პროტესტს თანდათან უერთდებოდნენ სხვა მოქალაქეებიც. image

გორში საღამოს 6 საათზე. თეატრის სკვერში სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქციის გაგრძელება იგეგმება, სტუდენტები ამჯერად მათ შეურთდებიან.



0
18
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0