სხვა სიკვდილის წერტილები დედამიწაზე - ადგილები, სადაც ადამიანის ცხოვრება შეუძლებელია 2018, 29 მაისი, 10:11 ხშირად წუწუნებთ ხოლმე, რომ ძალიან ცივა ან პირიქით-ცხელა? მაშინ იცოდეთ, რომ დედამიწაზე არსებობს ადგილები, სადაც ადამიანებს გაუსაძლისი სიცივის ან სიცხის პირობებში უხდებათ ცხოვრება. უფრო მეტიც - ჩვენ პლანეტაზე არის ისეთი "სიკვდილის წერტილებიც", სადაც უბრალოდ შეუძლებელია ცხოვრება ექსტრემალური კლიმატური პირობების გამო.
ჟურნალმა "ამინდი" (Weatherwise) გააანალიზა დედამიწის რამდენიმე რეგიონი, სადაც ექსტრემალური კლიმატური პირობებია და შეადგინა ასეთი ადგილების ათეული, რომლებსაც სჯობს ადამიანებმა გვერდი აუარონ. ამინდი ამ წერტილებში იმდენად საშინელია, რომ ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
მაშ ასე, გაეცანით ადამიანის სიცოხლისათვის საშიში ადგილების ათეულს დედამიწაზე. 10. ოიმიაკონი. რესპუბლიკა სახა, რუსეთიპატარა სოფელი ოიმიაკონი წარმოადგენს ყველაზე ცივ ადგილს დედამიწაზე. მონაცემების მიხედვით, 500 ადამიანს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, უხდებათ საშუალოდ -45 გრადუსი სიცივის ატანა ზამთარში, თუმცა სამაგიეროდ ზაფხულობით ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევს. ზამთარში მიწა ისე გაყინულია, როგორც რკინა და საფლავის გაჭრას ადგილობრივი მცხოვრებელები 3 დღეს ანდომებენ. ერთადერთი სკოლა ამ სოფელში მხოლოდ მაშინ იხურება, როცა ტემპერატურა -52 გრადუსზე დაბლა ეცემა. 9. კუნძული ბუვე (Bouvet), ნორვეგიაბუვე ყველაზე განცალკევებული კუნძულია დედამიწაზე, მისი უახლოესი მეზობელი ანტარქტიდაა და დაშორებულია მისგან 1500 კმ-ის მანძილზე. კუნძულის 90% მუდმივი ყინულითაა დაფარული. აქ სწორი ადგილიც კი არ მოიძებნება, რომ ვერტმფრენი დაჯდეს. ბუვე დაუსახლებელი კუნძულია, რადგან ადამიანს არ ძალუძს ამ პირობებში ცხოვრება. აქ მხოლოდ პინგვინები ცხოვრობენ კლდეებს შორის. 8. ცენტრალური საჰარამსოფლიოს ამ უდიდესი უდაბნოს განაპირა მხარეებში მოიძებნება ადგილები, სადაც წყალია და სიცოცხლე არსებობს, მაგრამ საჰარის ცენტრი-ეს სულ სხვა საქმეა. აქ ფაქტიურად არ არსებობს არანაირი მცენარე, ხოლო ქვიშის და მტვრის ქარიშხალი მუდმივადაა.ზაფხულობით ტემპერატურა 50 გრადუსამდე ადის დღისით, ხოლო ღამით შეიძლება ნულს ქვემოთ ჩამოვიდეს. 7. სამხრეთი პატაგონია, ანდებისურათზე თქვენ ხედავთ მთას სერო ტორე (Cerro Torre). ესაა ზონა გრიგალების და მუდმივი გამყინვარების, შტორმებისა და გაუთავებელი თოვლისა. 6. განდომ-ე ბერიანი (Gandom-е Beryan), ირანიეს ადგილი ითვლება ყველაზე ცხელ წერტილად დედამიწაზე. მისი სახელი სპარსულიდან ნიშნავს "უდაბნოების უდაბნოს" და ზაფხულობით აქ ტემპერატურა 70 გრადუსს აღწევს. 5. ბანაკი "სამიტი" (Summit), გრენლანდიასადგურ სამიტის ყინულის სახლი აშშ-ის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს წარმოადგენს. აქ გამეფებულია მუდმივი ყინვები და ტემპერატურა ნულ გრადუსს ზემოთ არასოდეს ადის. მუდმივი ქარბუქების სამფლობელოში ძალზე იოლია გზა დაგებნეს და გაიყინო. 4. რაიონი К2, ყარაყორუმიპიკი К2 მდებარეობს ჰიმალაიში პაკისტან-ჩინეთის საზღვარზე 8614 მეტრის სიმაღლეზე. მძვინვარე ქარიშხლები მთამსვლელებს საშუალებას არ აძლევს ავიდნენ მთაზე ზამთრის პერიოდში. სულ 250-მა ალპინისტმა შეძლო ამ მწვერვალის დაპყრობა და უამრავი მათგანი დაიღუპა მთაზე ასვლის ან ჩამოსვლის დროს. 3. ანტარქტიდის სანაპირო ზოლიანტარქტიდის სანაპიროს ზოლის დიდი ნაწილი გამოირჩევა ტემპერატურით, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია. საშინელი გრიგალი დაქრის მთელ სანაპიროზე და მისი სიჩქარე 200 კილომეტრს აღწევს საათში. 2. იუკონის და ალიასკის მაღალი ყინულოვანი ქედებიკანადისა და აშშ-ის ჩრდილოეთით მდებარე მთების ჯაჭვს უწოდებენ ჩრდილო ამერიკის ჰიმალაის. ზოგიერთი ქედის სიმაღლე 6000 მეტრს აღწევს. ეს უდაბური ადგილი საშინელია იმის გამო, რომ აქ მუდმივი ყინულოვანი ქარბუქებია. კლიმატი ისე მკაცრია, რომ მეტეოროლოგიური სადგურებიც კი არ არსებობს. 1. სადგური "ვოსტოკი" (Восток), ანტარქტიდაეს სამეცნიერო-კვლევითი სადგური მდებარეობს ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის ჩრდილო-აღმოსავლეთით. დიდი ხნის განმავლობაში ის ითვლებოდა ყველაზე ცივ ადგილად დედამიწაზე, რადგან აქ დაფიქსირებული იყო -88 გრადუსი ყინვა, თუმცა რამდენიმე წლის წინ ანტარქტიდის აღმოსავლეთ პლატოზე დაფიქსირებული იქნა ექსტრემალური ტემპერატურა -93 გრადუსი. მუდმივი ქარები, რომელთა სიჩქარე 100 კილომეტრს აღწევს საათში, უტევს შენობას და მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ის დგას და აგრძელებს ფუნქციონირებას. 407 8-ს მოსწონს
|