x
image
მანჩო 777
მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ ეს სახე ყველაზე ლამაზია მსოფლიოში
იმის მაგივრად, რომ კიბოს წამალი ეძიონ, მეცნიერების გარკვეული ნაწილი უცნაური და სრულიად აბსურდული კვლევებითაა დაკავებული. ასე, მაგალითად, ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა ამ ცოტაოდენი ხნის წინათ აწარმოა გამოკვლევა იმის შესახებ, თუ ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სახის პატრონი და როგორია იდეალურად პროპორციული სახე.


image


არა, ბრიტანელებს არ უთქვამთ, რომ ეს ემბერ ჰერდია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ლამაზმანის სახე ყველაზე მიახლოებულია იდეალურთან, კერძოდ იმასთან, რასაც ბერძნები "ოქროს კვეთას'' უწოდებდნენ.


ძველი ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ არსებობს მათემატიკური ფორმულა ფიზიკური სრულყოფილების განსასაზღვრავად და მას ელინელებმა "ოქროს კვეთა" უწოდეს. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მათემატიკური გამოთვლა თვალების, ცხვირის, ნიკაპის, ტუჩების და ზოგადად, სახის მოყვანილობის იდეალური თანაფარდობის გამოსაყვანად.



მოდელი და მსახიობი ემბერ ჰერდი იდეალურთან ყველაზე მიახლოებული აღმოჩნდა-მისი სახე 91, 85%-ით აკმაყოფილებს "ოქროს კვეთას", რომლის განსაზღვრაც ამ ნახაზის მიხედვით შემდეგნაირად ხდება:


image


მაგრამ საკითხავია, თუ ემბერ ჰერდი არა, მაშინ ვის აქვს იდეალური სახე? -მეცნიერების პასუხმა ამაზეც არ დააყოვნა - დედამიწაზე აბსოლუტურად არავის, თუმცა აბა რისთვისაა საჭირო ფოტოშოფი?- იმისათვის, რომ არარსებული შექმნას.


მაშ ასე, მოცლილმა მკვლევარებმა აიღეს კიმ კარდაშიანი წარბები,


image


სკარლეტ იოჰანსონის თვალები,


image


ემბერ ჰერდის ცხვირი,


image


მოდელ ემილი რატაკოვსკის ტუჩები,


image


და ისევ ემბერ ჰერდის ნიკაპი,


image


მათ აგრეთვე აიღეს რიანას სახის მოყვანილობა და კეიტ მოსის შუბლი და...


image


აი, რა გამოვიდა აქედან! მაშ ასე, მინდა წარმოგიდგინოთ მეცნიერების მიერ შექმნილი ყველაზე ლამაზი და სექსუალური მუტანტი!


image


სახის სქემაზე ნაჩვენებია ნაწილები, რომლებიც ამა თუ მოდელის ან მსახიობისაგან "ინათხოვრეს" მეცნიერებმა და პროცენტული მაჩვენებელი, თუ რამდენად შეესაბამება სახის ესა თუ ის ნაწილი "ოქროს კვეთას". ძნელია იმის თქმა, რომ ეს ქალი ლამაზი და მიმზიდველი არაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მისი გარეგნობა თვალისმომჭრელი ნამდვილად არაა, შესაძლებელია იმის გამო, რომ ამ სახეს აკლია ის უნიკალური ხაზები, რომლებითაც არაიდეალურ ადამიანს იოლად გამოვარჩევთ სხვებისაგან და რომელიც განსაზღრავს თითოეული ინდივიდის განსაკუთრებულობასა და ხიბლს.

3
3341
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3341
  
2016, 17 ივლისი, 12:29
ვაუ, ძალიან მაგარია
2016, 17 ივლისი, 9:00
აბა რა გითხრა..ქალის სილამაზის ყველაზე საუკეთესო შემფასებელი ისევ ქალია :) მე ამ უსიცოცხლო სახეს პირველ ფოტოზე გამოსახული ემბერ ჰერდი მირჩევნია :)
2016, 17 ივლისი, 8:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3