x
image
მანჩო 777
ათი ყველაზე აბსურდული და უცნაური ზომის ერთეული მსოფლიოში
ადამიანებს უყვართ თვლა, აწონვა, გაზომვა... მათ ამისათვის ზომისა და წონის უამრავი ერთეული მოიგონეს: მეტრი, კილომეტრი, იარდი, ფუტი, კილოგრამი, გირვანქა, მილი... მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, მაგრამ არსებობს უცნაური და აბსურდული ზომის ერთეულები, რომლებზეც თქვენ აქამდე წარმოდგენაც კი არ გქონდათ. აი ზოგიერთი მათგანი:



ხელი


image


უფრო სწორად, ხელი კი არა, ჰენდი, მსგავსად ფუტისა (მოგეხსენებათ, ინგლისურ ენაზე ერთი ხელს ნიშნავს და მეორე-ფეხს) რეალური საზომი ერთეულია ინგლისურ ზომის ერთეულთა სისტემაში. ის ძირითადად გამოიყენებოდა ცხენის სიგრძის გასაზომად. ერთი ჰენდი უდრიდა ოთხ დუიმს ანუ 10, 16 სანტიმეტრს.




ბანანის ექვივალენტი


image

ყველა ნატურალური პროდუქტი მცირე დოზებით შეიცავს რადიაქტიულ ნივთიერებებს და მათ შორის არც ბანანია გამონაკლისი. ერთი 150 - გრამიანი ბანანი შეიცავს 0, 48 გრამ კალიუმს. შესაბამისად, ამ ზომის ბანანში ბანანურ რადიოიზოტოპებს გააჩნიათ 520 პიკოკიური აქტივობა, რაც წარმოადგენს სწორედ ბანანის ექვივალენტს. თუ დღეში ერთ ცალ ბანანს შეჭამთ, მაშინ წლის განმავლობაში თქვენ მიიღებთ რადიაქტიობის დოზას, რომელიც ტოლია 3, 6 მილიბერისა. სინამდვილეში ეს არაა საგანგაშო რაოდენობა, ასე რომ მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ ეს ტროპიკული ხილი.



"ძროხის ბალახი" და "დედა-ძროხის" ინდექსი


image

ძველ ირლანდიაში ფერმერებს იმდენად არ აღელვებდათ საძოვრების ფართობი, რამდენადაც მათი სარგებლიანობა, ამიტომ მინდვრების ფართობს უცნაური საზომით Cow's Grass-ით ზომავდნენ -ესაა საძოვრის ფართობი, რომელსაც ერთი ძროხის გამოკვება შეუძლია.

Mother Cow Index - დედა ძროხის ინდექსი იყო საზომი ერთეული, რომელიც გამოიყენებოდა აშშ-ში, რათა განესაზღვრათ, თუ ნაკვეთის გარკვეული ნაწილი რა რაოდენობის მაკე ძროხას გამოკვებავდა.



ქერის მარცვვალი -Barleycorn


image

Barleycorn - ეს არიას ძველი ინგლისური ზომის ერთეული, რომელიც უდრიდა 1/3 დუიმს. დღეისათვის ამ საზომი ერთეულით ინგლისსა და ირლანდიაში ზომავენ ფეხსაცმლის ზომას, უფრო სწორად, ერთი ნაბიჯით სხვაობას ზომებს შორის.



სიდჰარბი-Sydharb


image


Sydharb -ეს არის წყლის რაოდენობის საზომი ერთეული, რომელიც დღესაც გამოიყენება ავსტრალიაში და რომელიც ტოლია სიდნეის უბეში არსებული წყლის მოცულობისა ( Sydharb-Sydney Harbor).



მიკი-Mickey


image

კომპიუტერული თაგვის მგრძნობელობას ზოგიერთი ხუმარა პროგრამისტი ზომავს მიკის დუიმში (Mickey Mouse -ის მიხედვით). ეს არის მაუსის უმცირესი გადაადგილება მაგიდის ზედაპირზე, რომელიც ტოლია 1/200 დუიმისა.



მორგი


image


არა, ეს ის მორგი არ გეგონოთ, სადაც მიცვალებულები ასვენია. ის გერმანული სიტყვა morgen -ისაგანაა წარმოქმნილი, რომელიც დილას ნიშნავს. ეს იყო ფართობის საზომი ერთეული შუა საუკუნეების ევროპაში, რომელიც 0, 56 ჰექტარს უდრიდა. საინტერესოა, რომ მორგის ზომა განსხვავდებოდა არა მარტო ევროპის ქვეყნებში, არამედ ოლქებშიც კი.

სინამდვილეში ეს უდრის ფართობს, რომლის დახვნა ან მოცელვა შეუძლია ერთ კაცს ერთი შებმული ცხენით ერთი დღის განმავლობაში. იკითხავთ, რა შუაშია აქ დილა?: ოდითანვე სოფლებში სამუშაო დღე იწყებოდა მზის ამოსვლისთანავე და მთავრდებოდა ნაშუადღევს.



დირაკი


image

ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი პოლ დირაკი ასევე ცნობილი იყო თავისი სიტყვაძუნწობით, რის გამოც მისმა კოლეგებმა ხუმრობით მოიგონეს საზომი ერთეული დირაკი, რომელიც უდრიდა ერთ წარმოთქმულ სიტყვას ერთ წუთში.



სირიომეტრი


image


ყველა საზომი ერთეული, რაც კი ოდესმე არსებულა, როდია შემორჩენილი დღემდე. ავიღოთ, მაგალითად, სირიომეტრი, რომელიც შვედმა მეცნიერმა კარლ შარლიემ მოიგონა XX საუკუნეში. ის ტოლია ერთი მილიონი ასტრონომიული ერთეულის, ანუ 149 597 870 700 000 000 მეტრის ანუ 15, 813 სინათლის წლის ანუ ეს ტოლია მანძილისა დედამიწიდან ვარსკვლავ სირიუსამდე. მეცნიერებმა ბევრჯერ სცადეს მისი გამოყენება, მაგრამ საბოლო ჯამში უარი თქვეს ამ საზომ ერთეულზე და საბოლოოდ გადაწყვიტეს ასტრონომიულ საზომ ერთეულად პარსეკი გამოეყენებინათ -3, 2616 სინათლის წელი.



მიკრომორტი


image

მიკრომორტი - ესაა ერთეული, რომელიც წარმოადგენს ადამიანის შესაძლო სიკვდილის ალბათობის ერთ მემილიონედ ნაწილს. ეს საზომი ერთეული გამოიყენება სოციოლოგების და ეკონომისტების მიერ ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის რისკის გასაანგარიშებლად.

არსებობს ყოველდღიური, "ბუნებრივი დოზა" მიკრომორტებისა, ანუ თითოეულ ადამიანს ყოველდღიურად აქვს სიკდილის შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოკვდება. მიკრომორტი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად გამოითვლება. მაგალითად, ინგლისში ის შეადგენს 41, 6 მიკრომორტს, ხოლო დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია. ადამიანის ყველანაირი საქციელი ასევე შეიძლება გამოისახოს მიკრომორტებში, ასე მაგალითად, ერთ მიკრომორტს შეასაბამება შემდეგი ქმედებები : დღეში 4 ცალი სიგარეტის მოწევა, მწეველ ადამიანთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრება 2 თვის განმავლობაში, 100 სტეიკის შეჭმა, 0, 5 ლიტრი ღვინის დალევა, 1600 კილომეტრის გავლა თვითმფრინავით, ფეხით სიარული 17 მილის მანძილზე და ასე შემდეგ.


P.S. რას გაუგებ ამ შეშლილ მეცნიერებს, სიკვდილის გაზომვაც თუ შეიძლებოდა, ნამდვილად არ ვიცოდი. ისე, ხანდახან ამართლებს ის აზრი, რომ რაც უფრო ნაკლები ვიცით, მით უფრო დიდხანს ვცხოვრობთ. ასე, რომ, მაინდამაინც ნუ დაუჯერებთ მეცნიერებს, იცხოვრეთ ლაღად და დატკბით სიცოცხლის ყოველი დღით.

4
603
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
603
  
2015, 31 აგვისტო, 1:13
არა?! "ჰენდ" ხელი არაა?! ან ჩვენებური გოჯი უნდა იყოს ან მტკაველი, თუ არც ერთი არააა მაშინ არ ვიციიიიიიიიიიიიიიიი
2015, 30 აგვისტო, 21:45
ეგ " ჰენდ" მტკაველს არ ნიშნავს. მტკაველი ხომ 10 სანტმიმეტრზე გაცილებით მეტია :)
2015, 27 აგვისტო, 19:41
სასაცილოაა! მაგრამ ეგ "ჰენდ" მტკაველი არაა?! მტკაველი კი ზუსტიაა "რულეტკა" როცა არ მაქვს მტკაველით ვზომავ ხოლმე და არ ტყუის, დიდი-დიდი ერთი სანტიმეტრი იყოს სხვაობა.
2015, 3 მაისი, 17:11
კარგია :)
0 1 4