სხვა მარადისობაში მომზირალი: რატომ აქვს მთის ბროლის ლინზები ძველეგვიპტურ ქანდაკებებს? 2018, 1 ივლისი, 9:20 ძველი ეგვიპტე უამრავ საიდუმლოსა და გამოცანას ინახავს, რომელთა ამოხსნა მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს. ერთ-ერთი მათგანია სტატუებისა და ქანდაკებების თვალები, შექმნილი დაახლოებით 4000-1500 წლის წინათ.
თქვენს წინაშეა ქანდაკება ადამიანისა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ამ პიროვნებას საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა და ის ქალღმერთ მაატის უმაღლესი ქურუმი გახლდათ. აკაციის ხისგან დამზადებული სტატუა წებოში გახსნილი ცარცითაა დაფარული. რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში ის დაზიანდა, მაგრამ თვალები, რომელიც მთის ბროლის-ლაზურიტისგანაა დამზადებული, გასაოცრად კარგადაა შემონახული. კაიროს მუზეუმში გამოფენილ ძველეგვიპტელი ჩინოვნიკის სკულპტურას მხოლოდ ხელოვანის (მოქანდაკის) ხუშტურების გამო როდი ექნებოდა ცისფერი თვალები, სავარაუდოდ, ამ ადამიანს მართლაც ასეთი კამკამა ლურჯი თვალები ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ ასეთი თვალების დასამზადებლად გამოიყენებდნენ იდეალურად გაპრიალებული მთის ბროლისაგან გაკეთებულ ნამდვილ ლინზებს. ამ თვალებს შემდეგ ათავსებდნენ ხის ან კირქვისაგან გამოკვეთილი ქანდაკებების ფოსოებში. ლინზების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ მეცნიერებს ძალაუნებურად ებადებათ კითხვა- რაოდენ დახვეწილი და მაღალი დონის უნდა ყოფილიყო იმ დროს არსებული სახარატო და საპრიალო დაზგები, რომ ასეთი უნაკლო ლინზები გამოეკვეთათ? ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ ასეთი თვალები მასიურად არ გამოიყენებოდა და წარმოადგენდა თავისებურ ექსკლუზივს ფარაონების მხოლოდ რამდენიმე დინასტიისა და ქურუმებისათვის. მოდით, უფრო ახლო მანძილიდან ვნახოთ ფარაონ ჰორის (მე-13 დინასტიის მე-8 ფარაონი, ეგვიპტის მმართველი იყო 1783-1633 წლებში ჩვენ წელათაღრიცხვამდე) ქანდაკება და ჩავიხედოთ მის თვალებში. თავად ფარაონის პიროვნება დიდი ხანია ისტორიკოსების განსჯის საგნად იქცა. ვინ იყო ის, ან რომელ რასას ეკუთვნოდა? -უცნობია. საქმე იმაშია, რომ ფარაონის თმები ღია ფერისააა, ხოლო თვალები - ცისფერი. აღსანიშნავია ისიც, რომ გვერდიდან შეხედვის შემთხვევაში, დახრის კუთხის ცვლილებასთან ერთად, ფარაონის თვალების ფერი იცვლება ნაცრისფერიდან ყავისფერამდე ისე, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები. თუმცა თვალების ფერს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უფრო გასაოცარია ის, თუ რა იდეალურადაა დამუშავებული და გაპრიალებული ზედაპირი ლინზებისა, რომლებიც სტატუაში თვალის კაკლების ფუნქციას ასრულებს. ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეი ენოხის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ლინზები მაქსიმალურად ემთხვევა ადამიანის თვალის აგებულებას. აღასანიშნავია, რომ ძველი ეგვიპტის არტეფაქტები, რომლებშიც მთის ბროლისაგან დამზადებული ლინზებია გამოყენებული, ძალიან ცოტაა ნაპოვნი. კატის ქანდაკებაში, რომელიც გამოიყენებოდა, როგორც კოსმეტიკური ჭურჭელი, თვალები ასევე მთის ბროლისგანაა გაკეთებული და სპილენძის ფოსოში ჩასმული. ეს ქანდაკებები გამოსახავენ პრინც რამხოტეპს და მის ცოლ ნოფრეტს((2600-2575 წწ ჩ/წ-მდე). ქანდაკებები კირქვისგანაა გამოკვეთილი, ხოლო თვალები ისევ მთის ბროლისაა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ საოცარ თვალებს მხოლოდ 700 წლის შუალედში ამზადებდნენ. შემდეგ კი მათი დამზადების ტექნოლოგია საბოლოდ იქნა დაკარგული და მივიწყებული. მომავალში ეგვიპტელები გამოსაქანდაკებელ მასალად უკვე ბრინჯაოს, მარმარილოს, კვარცს, ობსიდიანს ან უბრალოდ ფაიფურს იყენებდნენ, რომლებზეც თვალებს პირდაპირ ახატავდნენ. როგორც ჩანს, უძველესი ოსტატები თავიანთი ხელობის საიდუმლოს სხვებს არ უმხელდნენ, ხელოსნების წრე ნელ-ნელა ვიწროვდებოდა და უკანასკნელმა ოსტატებმა საფლავში წაიღეს მთის ბროლის ესოდენ ნატიფად და დახვეწილად დამუშავების საიდუმლო. ამერიკელი მკვლევარი ჯეი ენოხი თვლის, რომ კვარცის ლინზების დამზადების ტექნიკამ უმაღლეს საფეხურს მიაღწია 2500 წელს ჩვენს ერამდე. სავსებით შესაძლებელია, რომ ეგვიპტელებმა ეს თვალები სხვა რომელიმე ცივილიზაციისაგან "ისესხეს" (იგულისხმება უცხოპლანეტელები), ხოლო როცა მათი მარაგი ამოეწურათ, ტექნოლოგიაც გაქრა და წარსულს ჩაბარდა. ჰორის ხის ქანდაკება კი დღესაც უყურებს მსოფლიოს თავისი ცისფერი, ბროლივით კამკამა თვალებით. ქანდაკება კაიროს ნაციონალურ მუზეუმში ინახება. ძნელი სათქმელია, იყენებდნენ თუ არა ეგვიპტელები მაღალ ტექნოლოგიებს, რომლებიც უძველესი ან უცხო ცივილიზაციებიდან გადმოეცათ, თუ ეს იყო დახელოვნებული ოსტატების სკურპულოზური ნამუშევარი. ამის ამოხსნა მეცნიერებს არ ძალუძთ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ლინზების დამზადება დღეს მხოლოდ მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და ციფრული მოწყობილობებითაა შესაძლებელი. 512 11-ს მოსწონს
|