x
image
მანჩო 777
სენსაციურმა აღმოჩენამ ისრაელში შესაძლებელია მსოფლიო ისტორია თავიდან გადაწეროს
ებრაელმა არქეოლოგებმა ქესემის (Qesem) გამოქვაბულში, როშ-აინასთან ახლოს აღმოაჩინეს ადამიანის კბილები, რომელთა ასაკი 400 ათასი წელია.


image

ქესემის გამოქვაბულში აღმოჩენილი რვა კბილი, სავარაუდოდ, ეკუთვნის ყველაზე ადრეული ხანის Homo sapiens-ს . ამ აღმოჩენამ შესაძლებელია საფუძვლიანად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა კაცობრიობის ისტორიაზე. როგორც ჩანს, თანამედროვე ადამიანების ნამდვილი სამშობლო ისრაელის ტერიტორიაა და არა აღმოსავლეთი აფრიკა, როგორც აქამდე ითვლებოდა.



image


ქესემის გამოქვაბული მიწიდან ათ მეტრ სიღრმეში მდებარეობს. მისი ფართობი დაახლოებით 300 კვადრატული მეტრია. უკვე 15 წელია იქ გათხრებსა და კვლევებს აწარმოებს თელ-ავივის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფი; რამოდენიმე წლის წინ გამოქვაბულში უკვე იქნა აღმოჩენილი არტეფაქტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ამ ადგილებში ადამიანი უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა, მაგრამ უკანასკნელი აღმოჩენა ნამდვილად სენსაციურია.


image


ისრაელელ მეცნიერებს რამოდენიმე დღე დასჭირდათ, რომ კბილების ასაკი და ის ფაქტი დაედგინათ, რომ ისინი ნამდვილად ადამიანს ეკუთვნოდა და არა რომელიმე ცხოველს. შეგახსენებთ: აქამდე ითვლებოდა, რომ "ჰომო საპიენსი" ანუ მოაზროვნე ადამიანი (Homo sapiens) გაჩნდა აფრიკაში 200 ათასი წლის წინათ. მანამდე დედამიწაზე ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები, რომლებიც ''ჰომო საპიენსებთან'' ერთად ცხოვრობდნენ რამოდენიმე ხნის განმავლობაში, შემდეგ კი გაქრნენ. ცნობილია აგრეთვე ისიც, რომ ისინი ხანდახან ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ, ასე რომ ჩვენს გენებში ცოტაოდენი რაოდენობით ნეანდერტალელების გენიც ურევია...


მაგრამ ქესემის გამოქვაბულში გაკეთებული აღმოჩენა მეტყველებს იმაზე, რომ 400 ათასი წლის წინ ისრაელის ტერიტორიაზე ცხოვრობდა პირველყოფილი ადამიანების რომელიმე სახე. მას სახელწოდება ჯერჯერობით ვერ მოუძებნეს, თუმცა ერთი რამ ნათელია, რომ ისინი იყვნენ წინაპრები როგორც ნეანდერტალელებისა, ასევე ჩვენი წინაპრების - ''ჰომო საპიენსებისა''.


image


კბილების შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქესემის გამოქვაბულის უძველესი მცხოვრებლები ვეგეტარიანელები იყვნენ და თუ ისინი მაინც ჭამდნენ ხორცს, ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. მეცნიერების აზრით, ამ ადგილებში იმ დროისათვის მცენარეული საკვების ისეთი რაოდენობა იზრდებოდა, რომ მაშინდელ ადამიანებს უბრალოდ არ დასჭირდებოდათ ნადირობისთვის თავის შეწუხება, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა, მათ დატოვეს ეს ადგილები და გადავიდნენ საარსებოდ უფრო ხელსაყრელ მიწებზე, სადაც იძულებული გახდნენ ხელი მოეკიდათ ნადირობისა და მიწათმოქმედებისათვის, ამასთანავე ვეგეტარიანელობიდან ხორცის ჭამაზე გადასვლამ საგრძნობლად შეამცირა მათი სიცოცხლისუნარიანობა, ხოლო მოგვიანებით ცეცხლის ათვისებამ მოიტანა ის, რომ გამოქვაბულებში მუდამ იდგა კვამლის ბუღი, რის გამოც უამრავი პირველყოფილი ადამიანი იღუპებოდა ფილტვების უკმარისობით.

აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე წლის წინ სწორედ ქესემის გამოქვაბულში აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი ქვის კერა, რომელზეც, სავარაუდოდ, დედამიწაზე პირველი Homo sapiens-ები ცეცხლს ანთებდნენ.


image

7
5007
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
5007
  
2021, 22 ივლისი, 15:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 30 ივნისი, 17:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 15 მარტი, 10:14
ხო ეგეც მართალია :D თუმცა ევოლუცია ხომ მოხდა ვინ იცის :D
2016, 15 მარტი, 10:09
მე კი ის არ მჯერა, რომ აფრიკელი შავვკანიანის შთამომავალი ვარ :დდდ ( ზანგის დაწერა არ შეიძლება, შეურაცხყოფაა)
2016, 15 მარტი, 10:05
სხვა რა გზაა უნდა დაველოდოთ, თუმცა მე აფრიკის უფრო მჯერა, რა თქმა უნდა ეკლესიური ხალხი ისრაელისას უფრო დაიჯერებს, ბიბლიიდან გამომდინარე
2016, 15 მარტი, 10:02
მაგას დრო გვიჩვენებს:)
2016, 15 მარტი, 10:01
რაღაც არ მჯერა, ამ ბოლო დროს ისეთ რამეებს ,,აღმოაჩენენ'' ხოლმე და მერე იძახიან უი შევცდითო, გაიგე ახლა რომელია სიმართლე
0 1 7