სხვა ბიბლიური მითები და ფაქტები, რომლებიც საგონებელში გვაგდებენ - "ბიბლია" ამას სულაც არ ქადაგებს!!! 2020, 18 აპრილი, 16:40 ერთი წუთითაც რომ დავუშვათ ის ფაქტი, რომ ღმერთი არ არსებობს (მის არსებობაში ეჭვი ნამდვილად არასოდეს შემიტანია), ბიბლია მაინც დარჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წიგნად კაცობრიობის ისტორიაში. სხვადასხვა ცივილიზაციების კულტურა, ფილოსოფია და კანონები სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს წიგნს ეყრდნობოდა და ეყრდნობა. მორწმუნეებისათვის ეს წმინდა წიგნია, ათეისტებისათვის-საინტერესო გასართობი ეპოსი, ძველი მითების კრებული ომებით, დრამებითა და სასწაულებით სავსე.
თუმცა მითები და ლეგენდები მხოლოდ ბიბლიაში არაა, მის გარშემოც უამრავი მითი და თქმულება არსებობს. მასობრივმა კულტურამ, ფოლკლორმა და ღვთისმეტყველთა ინტერპრეტაციებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ბიბლიურ გმირებსა და მოვლენებზე. ამრიგად, ბიბლია სულაც არ ამტკიცებს იმას, რომ... დედამიწა ბრტყელიაძველი სკანდინავიელების ან ინდიელების მითოლოგიებისაგან განსხვავებით, ბიბლია სულაც არ წარმოგვიდგენს დედამიწას, როგორც კუს ზურგზე მდგომ გიგანტური სპილოების მიერ მბრუნავ პლანეტას. მასში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ "ღმერთი სუფევს დედამიწის გარშემო, რომელიც სიცარიელეშია დაკიდებული". ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად გავიგოთ: დედამიწა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც დისკო ან სფერო, მდებარე კოსმოსურ სივრცეში. როგორც ჩანს, ბიბლიის შემქმნელები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ იმ ფაქტს, თუ როგორაა ეს სამყარო მოწყობილი. ასე რომ, დედამიწა სფეროსებრია?– ამას ბიბლია არ ამტკიცებს, მაგრამ არც უარყოფს. ეშმაკი - ეს თხისფეხებიანი ანტი-ღმერთიათანამედროვე წარმოდგენით, სატანა- ბიბლიის უარყოფითი პერსონაჟების სინთეზია. "დიავოლოსი"-ბერძნული თარგმანია სიტყვისა "სატანა", რომელიც ივრითზე ბრალმდებელს, ოპონენტს ნიშნავს. ძველ აღთქმაში ის საკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა ამ მნიშვნელობით, ძირითადად ადამიანებთან მიმართებაში. იობის წიგნში ღმერთი ეპაექრება ერთ - ერთ ანგელოზს, სახელად სატანა, მაგრამ ეს სულაც არაა რქებიანი ბოროტი სული, ის უბრალოდ ოპონენტია კამათში, თანაც სრულებითაც არაა მტრულად განწყობილი ღმერთის მიმართ. ეშმაკი ევანგელეაშიცაა მოხსენიებული, მაგრამ იქაც ის უფრო მეტად უფლის ნების შემსრულებელია, ვიდრე "ღმერთი უარყოფითი ნიშნით". წითელი კანი და რქები სატანას, როგორც ჩანს, "აჩუქა" მხეცმა გამოცხადების წიგნიდან. დანარჩენი, დაწყებული სულის გაყიდვიდან რქებითა და ჩლიქებით დასრულებული- ფოლკლორის ფანტაზიებია. სხვათაშორის, ძველი აღთქმის მიხედვით, ედემის ბაღის გველი უბრალოდ ეშმაკი ცხოველია და მეტი არაფერი. ეს უკვე მოგვიანებით მოიფიქრეს ღვთისმეტყველებმა დამაინტრიგებელი იდეა, რომ გველს შეუძლია მიიღოს ქრისტიანობის მთავარი ბოროტმოქმედის და მოწინააღმდეგის სახე. ანგელოზები ფრთიანი ადამიანები არიან?ანგელოზები ფრთებით-ეს მხატვრებისა და სკულპტორების ფანტაზიის ნაყოფია. ბიბლიაში ღმერთის თანაშემწეები გაცილებით უფრო სიურეალისტურად არიან აღწერილნი. სერაფიმებს, ისაიას წიგნის მიხედვით, ნამდვილად აქვთ ფრთები, თან ორი კი არა, ექვსი, რომელთაგან ორით ისინი სახეს იფარავენ, რომ მათგან წამოსულმა ბრწყინვალებამ არ დაწვას სხვები. ქერუბიმებს (რომელთაგან ერთ-ერთი ლუციფერი იყო) ოთხი სახე აქვთ - ლომის, ხარის, არწივისა და ადამიანის. მათი სხეული რაღაც საერთოს წარმოადგენს ამ ცხოველებისას, ხოლო თვალები მათ ფრთებზე აქვთ. ოფიმანები ეზეკიას წიგნიდან გამოიყურებიან როგორც მრგვალი არსებები (ურმის თვლის მაგვარი), რომელთაც გარშემო უამრავი თვალი აქვთ. ჯოჯოხეთი-ეს საწამებელია მოთუხთუხე კუპრიანი ქვაბებითჯოჯოხეთზე და საერთოდ საიქიო ცხოვრებაზე ძველ აღთქმაში ძალიან ცოტაა ნათქვამი. ძველი იუდეველები სიკვდილის შემდეგ ხვდებოდნენ შეოლში, ჩრდილების სამეფოში, რომელიც ბერძნულ აიდს ჰგავს. ახალი აღთქმის მიხედვით, იესოს მოძღვრებას შეწირული მოწამეების მიზანს სწორედ რომ სამოთხეში მოხვედრა წარმოადგენდა, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ მართალთა ხვედრია, ხოლო ცოდვილებს "გეენის ცეცხლში" მოხვედრა ელოდებათ, ანუ სულების სასაკლაოზე. სინამდვილეში "გეენა" (გე ჰენომი) ესაა ვაკე იერუსალიმთან ახლოს, რომელიც უწმინდურ ადგილად ითვლება იმ მიზეზით, რომ აქ უძველეს დროში ხდებოდა ადამიანების მსხვერპლად შეწირვა. ადრეულმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს გეენა ჩაეთვალათ ანტისამოთხედ, სადაც სიკვდილის შემდეგ ცოდვილთა სულები მოხვდებოდნენ. რაც შეეხება კუპრიან ეშმაკებს და მოთუხთუხე ქვაბებს, ამ იდეებს ფოლკლორს უნდა ვუმადლოდეთ...და კიდევ დანტეს, რომელმაც მოიფიქრა ჯოჯოხეთის ცხრა წრე, ცოდვების მიხედვით მათზე განაწილებული ცოდვილებით და მათი დასჯის მეთოდებით. "ღვთაებრივი კომედიის" ავტორის ფანტაზიებს ადამიანები ხშირად ბიბლიისეულ სიბრძნედ ღებულობენ. ადამსა და ევას მხოლოდ ვაჟები ჰყავდათამ მტკიცებულებას თან სდევს კითხვა: მაშინ როგორ წარმოიშვა კაცობრიობა კაენისა და მკვდარი აბელისაგან? - ძველი აღთქმის ავტორებს ეს კითხვა უპასუხოდ სულაც არ დაუტოვებიათ: ადამსა და ევას ვაჟებიც ბლომად ჰყავდათ და ქალიშვილებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ბიბლიაში მოხსენიებული არაა. აბელის და კაენის გარდა, სახელით მოხსენიებულია მხოლოდ მათი მესამე შვილი სიფი, ნოეს წინაპარი, რომლისგანაც, ბიბლიური მითის მიხედვით, წარმოიშვნენ თანამედროვე ადამიანები. სოდომი და გომორი ჰომოსექსუალიზმის გამო განადგურდასინამდვილეში, სიცოცხლის წიგნის მიხევდით, სოდომსა და გომორს ღვთის რისხვა დაატყდა მათ მიერ დაჩაგრული იმ ადამიანების პასუხად, რომლებიც ღმერთს სთხოვდნენ დახმარებას. უკანასკნელი წვეთი მოთმინების ფიალაში გახდა სოდომის მცხოვრებთა განზრახვა, თავს დასხმოდნენ ანგელოზებს, რომლებიც ადამიანური სახით იყვნენ ჩამოსული დედამიწაზე და მართალი ლოტის სახლს სტუმრობდნენ. გამოდის, რომ სოდომელები არა ერთსქესიანი სექსისათვის, არამედ არასტუმართმოყვარეობის გამო დაისაჯნენ. ბიბლია - წიგნი თუ წიგნები?ის, ვინც ფიქრობს, რომ ბიბლია ერთი წიგნია, ცდება. სინამდვილეში ეს წიგნების მთელი ციკლია. ძველი და ახალი აღთქმაც შედგება სხვადასხვა ავტორების უამრავი წიგნისაგან, რომლებიც სხვადასახვა ათასწლეულში ცხოვრობდნენ. კიდევ ერთი წინააღმდეგობა: ქრისტიანები სულაც არ ამტკიცებენ, რომ ბიბლია ღმერთმა დაწერა, მან მხოლოდ შთააგონა ავტორებს მისი შექმნა. ნოემ თითოეული ცხოველის მხოლოდ წყვილი გადარჩინაგონებაგამჭრიახმა და წინდახედულმა ნოემ თავის კიდობანზე აიყვანა დედამიწაზე მცხოვრები ცხოველის არა წყვილი, არამედ შვიდეული იმ ცხოველების გარდა, რომლებსაც იუდეველები უწმინდურად თვლიდნენ, - მაგალითად, ღორები. უწმინდური ცხოველების მან მართლაც მხოლოდ წყვილი გადაარჩინა. თუ რატომ დაივიწყეს ეს ფაქტი, იოლი მისახვედრია: ქრისტიანები ღორებსა და სხვა ცხოველებს უწმინდურად არ თვლიან. იესო ქრისტე 25 დეკემბერს დაიბადაარცერთ ევანგელეაში მოხსენიებული არაა ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი. ზამთრის დღესასწაული, რომელსაც დღეს შობას ვუწოდებთ, ევროპაში ჯერ კიდევ ქრისტიანობის გავრცელებამდე არსებობდა და მას "იოლი" ანუ "ნოელი" ეწოდებოდა. იესოს დაბადების თარიღი უბრალოდ ამ დღეს შეუსაბამეს. სხვათაშორის, მოგვები, რომლებმაც ჩვილ ქრისტეს საჩუქრები მიართვეს, საკმაოდ ბევრნი იყვნენ. სამი მოგვის იდეა დაიბადა მოგვიანებით, რადგან მათ სამი საჩუქარი მიართვეს ახალდაბადებულ იესოს: ოქრო, გუნდრუკი და მური. მარია მაგდალინელი ცუდი ყოფაქცევის ქალი იყოევენგელეაში არაფერია ნათქვამი მაგდალინელის პროფესიაზე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იესომ მის სხეულში ჩასახლებული უწმინდური სული განდევნა და ამის შემდეგ ქალი იესოს მოსწავლე და მისი თანამგზავრი გახდა. ევანგელეის სულ სხვა ნაწილშია მოთხრობილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის შესახებ, რომელსაც ბრბო ქვებით ჩაქოლვას უპირებდა. იესომ ბრბო შეაჩერა სიტყვებით:"ვინც უცოდველია, დაე, იმან ესროლოს პირველმა". ამის შემდეგ ეს ქალი გამოსწორდა და კეთილმორწმუნე ქრისტიანი გახდა. მხოლოდ VI საუკუნეში პაპმა გრეგორი I-მა ჩათვალა, რომ ევანგელეაში საუბარია ერთსა და იმავე ქალზე, სწორედ აქედან დამკვიდრდა ცნება მარია მაგდალინელის მსუბუქი ყოფაქცევის შესახებ. იესოს თავისი ჯვარი მარტო მიჰქონდა გოლგოთაზემძიმე ჯვრის ტარებისაგან წელში მოხრილი იესო ქრისტეს სახე იმდენად კანონიკური გახდა, რომ გამოთქმადაც კი გადაიქცა:"ზიდე შენი ჯვარი". საოცარია, რომ ევანგელეის ოთხი ნაწილიდან სამი ამ ფაქტს სრულიად სხვაგვარად აღწერს: ჯვარი გოლგოთისაკენ მუშას, სახელად სიმონს მიჰქონდა. მხოლოდ ევანგელისტი იოანე ამტკიცებს, რომ ჯვარს თავად იესო ეწეოდა გოლგოთისაკენ. საეკლესიო ტრადიცია ამ ორ ვერსიას ერთმანეთს უთანხმებს: თავდაპირველად ჯვარი ქრისტეს მიჰქონდა და როცა მას ძალა გამოელია, მხოლოდ მაშინ უბრძანეს სიმონს დახმარებოდა მას. მღვდლები ბიბლიას გადაწერდნენ ხოლმეეს არის მარგინალური ისტორიკოსების საყვარელი თემა: თითქოსდა თავდაპირველად ბიბლიის ტექსტი სულ სხვაგვარი იყო, მღვდლებმა მრავალჯერადი გადაწერის დროს ის შეცვალეს და თანამედროვე ბიბლია ვატიკანელი ბერების შემოქმედებაა და სხვა არაფერი. სინამდვილეში ჩვენამდე მოღწეული უძველესი ევანგელეა თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებით. ის დაწერილია ძველ ბერძნულ ენაზე და ყველას, ვინც იცის ეს ენა, შეუძლია ნახოს, თუ რა წერია ამ უნიკალურ მანუსკრიპტებში. ძველი აღქმის უძველესი ასლები (მკვდარი ზღვის გრაგნილების ნაწილი) კი ქრისტიანობაზე 200 წლით ადრეა შექმნილი. ბიბლია-სულაც არაა ვიკიპედიის ლექსიკონი, რომლის შეცვლა ყოველ წამს შეიძლება. შეუძლებელია გადაწერო და შეცვალო ხელნაწერების ასლები, გავრცელებული მთელ ევროპასა და აზიაში ათასწლეულების განმავლობაში და წაკითხული მილიონობით ადამიანის მიერ. წმინდა წერილის ნებისმიერი გამყალბებელი და შემცვლელი ერეტიკოსად ცხადდებოდა და სასტიკად ისჯებოდა, თუმცა შუა საუკუნეებში სხვა, უფრო მცირე ცოდვებისთვისაც კი წვავდნენ ადამიანებს კოცონზე. ასე რომ, "საიდუმლო ნამდვილი ბიბლია" არ არსებობს, როგორადაც არ უნდა ოცნებობდნენ ამაზე იეჰოველები და სხვა სექტების წარმომადგენლები. 1861 10-ს მოსწონს |
ეშმაკი დაცემული ანგელოზია, ერთ დროს უფლის ანგელოზი იყოო-ასე გვასწავლის სახარება.
ბიბლია იმდენჯერაა ინტერპრეტაცია გამოვლილი ძნელია ადამიანმა ყველაფერი სწორად გაიგოს.