სიახლეები რა ხდება, როცა დასაძინებლად სველი თმით ვწვებით - ეს ბევრმა არ იცის! 2018, 23 მაისი, 10:58 გეცნობათ სიტუაცია, როცა სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, სწრაფად აგვარებთ საოჯახო საქმეებს, აბაზანას იღებთ და... აღარ გაქვთ აღარაფერის თავი, ამიტომ სველი თმით ეგრევე საწოლში წვებთ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა! ქვემოთ გესაუბრებით იმაზე, თუ რატომ კრძალავენ ტრიქოლოგები (თმის სპეციალისტები) სველი თმით დაწოლას. თავის ტკივილი სწრაფი ძილის ფაზაში სხეულის ტემპერატურა იმატებს სხეული თბება, სველი თმა კი აგრილებს თავს, რაც იწვევს თავის ტკივილს. ტკივილი განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, თუ თავზე პირსახოცშემოხვეულს დაგეძინათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ სახლში ძალიან არ თბილა ან ფანჯარა ღიაა, დიდი ალბათობაა გაცივდეთ. ინფექცია ყველასათვის ცნობილია, რომ ბალიშზე, რომელიც ოფლსა და, კანის მკვდარ უჯრედებს იწოვს, უამრავი ჭუჭყი და ბაქტერია იყრის თავს. სველი თმა ასველებს ბალიშს და ამით ქმნის იდეალურ პირობებს სხვადასხვა ინფექციის განვითარებისთვის, რომლებიც შემდეგ თავს იჩენს კანზე ან ალერგიის სახით. თმის სიმშრალე და მტვრევადობა სველ მდრომარეობაში თქვენი თმა უფრო იბურდება და მათზე მიკრობზარები წარმოოიქმნება. ამას შედეგად თმის მტვრევადობა და დაყოფა მოსდევს. დილით, რაღა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა და ნერვები დაგჭირდებათ თმის დასავარცხნად. ქერტლი თუ ქერტლის გაჩენისადმი მიდრეკილება გაქვთ, სველი თმით დაძინება ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გამძაფრებას. ამას გარდა, გაჩნდება უსიამოვნო გაღიზიანება და ქავილი. არანაირი ვარცხნილობა თუ ერთხელ მაინც დაგძინებიათ სველი თმით, კარგად გეცოდინებათ, რომ დილით თქვენს თავზე საშინელება დაგხვდებათ. რაც არ უნდა შეეცადოთ, როგორადაც არ უნდა ისწოროთ თმა, ნორმალური ვარცხნილობის გაკეთებას ვერ შეძლებთ. ერთადერთი საშუალება არის თავის ხელახლა დაბანა. მაგრამ ეს თქვენი თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება. ასე რომ, არ დაგეზაროთ ძილის წინ თმის გაშრობა. თუ ფენს სწორად გამოიყენებთ, ის არანაირ ზიანს არ მოგიტანთ. ხოლო თუ მაინც არ სწყალობთ ფენს, უბრალოდ დაძინებამდე ცოტა ადრე დაიბანეთ თმა, რომ ბუნებრივად გაშრობა მოასწროს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. არასოდეს გამოიყენოთ ამ ორი ფერის თეთრეული - მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! 2. რა ხდება სინამდვილეში, როცა თითებს ვატკაცუნებთ - ის, რაც აქამდე შეცდომით ვიცოდით! 3. როგორ მოვიქცეთ თუ რომელიმე მწერმა გვიკბინა - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 4. რა არის სინამდვილეში საღეჭი რეზინი - წარმოუდგენელი რამ, რაზეც არავინ დაფიქრებულა! 5. რატომ არ ემართებათ მკერდის კიბო ჩინელ ქალებს - საიდუმლო, რომელმაც მსოფლიო შეძრა! 6. ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებისას არ ჩაიდონოთ ეს საბედისწერო შეცდომა! - ეს ბევრმა არ იცის! 7. როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევის მოახლოება ერთი თვით ადრე - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! 756 4-ს მოსწონს
|