x
image
natia.a
რა ხდება სინამდვილეში, როცა თითებს ვატკაცუნებთ - ის, რაც აქამდე შეცდომით ვიცოდით!
image


კალიფორნიელი ექიმი, დონალდ უნგერი თავის წიგნებსა და პუბლიკაციებში იხსენებს, რომ ბავშვობაში ძალიან ხშირად ატკაცუნებდა მარცხენა ხელის თითებს. ცხადია, დედამისი ყოველთვის აფრთხილებდა, რომ ამის გამო მოხუცებულობაში ართრიტი შეაწუხებდა, მაგრამ აწ უკვე 83 წლის ექიმი ამტკიცებს, რომ ახლაც კი, მარჯვენა და მარცხენა ხელებში მგრძნობელობა ერთნაირი აქვს.

მისი აზრით, ხმა, რომელიც თითების ტკაცუნის დროს გვესმის, მხოლოდ და მხოლდ აირის ბუშტუკების გახეთქვის ხმაა. ეს პროცედურა ხელს უწყობს მყესების სტიმულირებას, კუნთებისა და სახსრების მოდუნებას.

სახსრის ადგილზე ძვალი დაფარულია სასახსრე ხრტილით, თავად სახსარი გარშემორტყმულია განსაკუთრებული კაფსულით, რომელიც სავსეა სინოვიალური სითხით. ეს უკანასკნელი ამცირებს ხახუნს და ხელს უწყობს სახსრის მოძრაობას.


image
როცა თითებით მკვეთრ მოძრაობას ვაკეთებთ, სითხით სავსე კაფსულის სივრცე იზრდება და წნევა ეცემა. მასში გახსნილი ჟანგბადი, აზოტი და ნახშირბადი, თითქოსდა დუღდება და წარმოქმნის ბუშტუკებს, რომლებიც სკდება. სწორედ ეს ხმა გვესმის, როცა ადამიანი თითების სახსრებს ატკაცუნებს.

ორთოპედები კი თვლიან, რომ მახასიათებელი ხმა წრმოიქმნება იოგებსა და მყესებში. სახსრების მოხრისსა ან გაწელვის დროს, მყესები თითქოსდა წინააღმდეგობას გადალახავენ და გამსცემენ ტკაცუნის ხმას. სახსრების მოძრაობის ამგვარმა რეგულარულმა იძულებითიმა აღდგენამ, შეიძლება გამოიწვიოს მათი დესტაბილიზაცია.

image



ექიმი-ორთოპედები ამბობენ, რომ სიცოცხლეში რამდენჯერმე თუ დავატკაცუნებთ თითებს, ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ თუ ამან რეგულარული ხასიათი მიიღო, უარყოფით შედეგს გამოიღებს.

პირველ ხანებში ადამიანი ვერ იგრძნობს უარყოფით შედეგს, მაგრამ თუ ეს ჩვევად ექცა, 9-13 წლის წლის შემდეგ სასრები შეშუპებას დაიწყებს და თითები ფორმას შეიცვლის.


image
დიდი ხნის მანძილზე თითების ხშირი ტკაცუნის შემთხვევაში არის ალბათობასახსრების დესტაბილიზაცია მოხდეს, ამან კი, თავის მხრივ, ნერვული დაბოლოებების დაჭიმულობა შეიძლება გამოიწვიოს, შემდეგ კი ქსოვილების ანთებაც კი. შემდეგი ნაბიჯი კი ართრიტის გაჩენა იქნება.


თუ ხშირად გიჩნდებათ თითების ტკაცუნის მოთხოვნილება ხელის თითებში უსიამოვნო დაძაბულობის მოხსნისთვის. აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ტკაცუნის გამუდმებული სურვილი მიუთითებს მრავლობით კუნთოვან სპაზმებზე.

თითების ტკაცუნის ჩვევას შეიძლება აიხსნას ასევე ნევროზული ან სტრესული ხასიათი, რაზეც ასევე აუცილებელია ყურადღების მიქცევა.


ასევე უნდა ვიცოდეთ:


1. რატომ უნდა მივაყოლოთ ყველანაირ ყავას წყალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image


2. რატომ არ ემართებათ მკერდის კიბო ჩინელ ქალებს - საიდუმლო, რომელმაც მსოფლიო შეძრა!

image


3. რა ხდება, როცა სველი თმით ვწვებით - ექიმები გვაფრთხილებენ, ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


4. იცით რა განსხვავებაა ამ "შტეფსელებს" შორის? - ეს უნდა გაითვალისწინოთ!

image


5. თუ თქვენ ძალიან პატარა სამზარეულო გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image






0
4629
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0