სხვა იცით რა განსხვავებაა ამ "შტეფსელებს" შორის? - ეს უნდა გაითვალისწინოთ! 2017, 10 ივლისი, 19:30 ![]() ![]() იმ დროს შექმნილი როზეტებიდან ზოგიერთი (მოდერნიზირებული სახით) დღესაც არის გამოყენებაში, სხვებზე კი უარი თქვეს არასაკმარისი უსაფრთხოების გამო. მაგრამ დღემდე არ არსებობს მსოფლიოში ყველა ელექტროქსელისათვის ერთი სტანდარტი - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დენის ძაბვა და სიხშირე განსხვავებულია. - 60 გჰ და 100–127 ვ. ძაბვა გამოიყენება აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, მექსიკაში, კუბაში, იამაიკაში, ნაწილობრივ ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში. - 50 გჰ და 220 -240 ვ. ძაბვა გამოიყენება დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობაში. თუმცა ერთნაირი პარამეტრების შემთხვევაშიც კი, როზეტების სახეობები შეიძლება საგრძნობად განსხვავდებოდეს. მსოფლიოში სულ 12 ტიპის როზეტი გამოიყოფა (სხვა კლასიფიკაციით -15). ზოგიერთი მათგანის მოკლე აღწერილობას ქვემოთ შემოგთავაზებთ. А და В ტიპები — ამერიკული როზეტი ![]() B ტიპი A ტიპისგან განსხვავდება მესამე ხვრელის არსებობით - იგი განკუთვნილია დამიწების კბილანისთვის. ამგვარი როზეტები აშშ-ში გამოიგონეს და გავრცელდა ჩრდილოეთ, ცენტრალურ და ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკაში, ასევე იაპონიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. С და F ტიპი — ევროპული როზეტები ![]() როგორც A და B, ასევე C და F ტიპის როზეტები ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ დამიწების არსებობით — ის გააჩნია F ტიპისას. ევროპული როზეტი ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში გამოიყენება, ასევე ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებში, ალჟირში, ეგვიპტეს და ბევრ სხვა ქვეყანაში. G ტიპი — ბრიტანული როზეტი ![]() დიდ ბრიტანეთში როზეტს გააჩნია სამი ბრტყელი ხვრელი და ეს კონ სტრუქცია შემთხვევითი არ არის. მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყანა განიცდიდა სპილენძის ნაკლებობას. ამიტომ შემუშავებული იქნა შტეფსელი სპილენძის მოკლე მცველითა და სამი "შტეკერით". დიდი ბრიტანეთის გარდა მსგავსი როზეტი გამოიყენება კვიპროსში, მალტაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში, რომლებმაც ერთ დროს ბრიტანული იმპერიის გავლენა განიცადა. I ტიპი — ავსტრალიური როზეტი ![]() ამ ტიპის როზეტი გვხვდება არა მხოლოდ ავსტრალიაში, არამედ ახალ ზელანდიაში, ფიჯიში, კუკის კუნძულებზე, ახალ გვინეაში, სამოასა და ზოგჯერ ჩინეთშიც. ამ უკანასაკნელში ასევე გავრცელებულია А და С ტიპები. H ტიპი — ისრაელის როზეტი ![]() H ტიპი გამოიყენება მხოლოდ ისრაელსა და პალენსტინაში. ამასთან, "ვილკის" (ორკაპაჭას) ჩამრთველები შეიძლება იყოს როგორც მრგვალი, ასევე ბრტყელი - ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ იყო წარმოებული მოწყობილობა. ბრტყელი ფორმის როზეტი ძველ ტექნიკას ჰქოდა, ახალი როზეტები კი ორივე ვარიანტს ერგება. K ტიპი — დანიური როზეტი ![]() ამ როზეტს მსოფლიოში ყველაზე "მეგობრული" შეიძლება ეწოდოს - მისი კონსტრუქცია გვაგონებს მომღიმარ სახეს. დანიის გარდა მას იყენებენ ბანგლადეშში და მალდივებზე. თუმცა ამ ქვეყნებში ერთდროულად რამდენიმე ტიპის როზეტია გავრცელებული. ასევე დაგაინტერესებთ: 1. თუ თქვენ უფასო Wi-Fi-ს იყენებთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 10037 4-ს მოსწონს 1-ს არა
|