სხვა Dell-ის შეცდომა ანუ როგორ წარმოიშვა ASUS-ი 2014, 13 ოქტომბერი, 14:56 თავის დროზე Dell-ის კომპიუტერებისთვის ე.წ. "დედა პლატები" ერთი-ერთ ტაივანურ კომპანიაში მზადდებოდა. ერთხელაც ამ პატარა კომპანიამ შესთავაზა Dell-ს კომპიუტერების მთლიანად აწყობა, რაზეც ცნობილი კომპანია მალევე დათანხმდა. მოგვიანებით ტაივანურმა კომპანიამ მიწოდებაც საკუთარ თავზე აიღო. Dell-ს ეს ყველაფერი აწყობდა: დანახარჯი ნაკლები იყო, მოგება- მეტი. Dell-ი ახლა მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა - ეს იყო ბრენდინგი - მთელ შავ სამუშაოს კი ტაივანელები ასრულებდნენ. ეს სისტემა მშვენივრად მუშაობდა მანამ, სანამ ერთხელაც, აშს-ში მორიგი ჩამოსვლისას, ტაივანური კომპანიის მენეჯერებმა BestBuy-ს მაღაზიათა ქსელის ოფისში შეიარეს. მაღაზიას მათ ამჯერად შესთავაზეს საკუთარი წარმოების კომპიუტერები, რომლებიც Dell-ის კომპიუტერებს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა, ფასი კი საგრძნობლად დაბალი ჰქონდა. ჰო, მართლა, მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ამ ტაივანური კომპანიის სახელი იყო ASUS... 170 5-ს მოსწონს
|