ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი როგორ გავიგოთ ვინ იყენებს ჩვენს WI-FI-ს - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 11 იანვარი, 12:32 ![]() ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა სახლის WI-FI-ზე მეზობელი მოწყობილობები (იგულისხმება მეზობლების კომპიუტერები ან სმარტფონები) დაუკითხავად არის მიერთებული და ამით, ცხადია, ინტერნეტის მიწოდება ფერხდება. ამიტომ საინტერესოა იმის ცოდა, თუ როგორ შეიძლება შევამოწმოთ ჩვენს გარდა კიდევ ვინ სარგებლობს ჩვენი WI-FI-თი და ამის შემდეგ შესაბამის ზომებს მივმართოთ "ქურდი" მეზობლის "დასასჯელად". ![]() მაგალითად, პაროლების გენერირებისათვის ძლიერი გრაფიკული ადაპტერის გამოყენება სრულიად გონივრულ დროში ყველაზე რთული პაროლის ამოცნობის საშუალებას იძლევა. ასევე არსებობს სპეციალური ჰაკერული სერვისები, სადაც ნებისმიერ პაროლს გაგიტეხავენ გარკვეული, არც თუ ისე მაღალი, საფასურის სანაცვლოდ. ამიტომ იბადება შეკითხვა: თუ ჩვენი უსადენო ქსელი არც თუ ისე დაცულია, როგორ შეიძლება გავიგოთ, არის თუ არა მასში ვინმე დაუკითხავად შეღწეული? ამაში დაგეხმარებათ ორი არც თუ ისე დიდი ზომის პროგრამა. 1. Wireless Network Watcher ![]() ეს მცირე პროგრამაა Nirsoft-ისგან, რმელიც ახდენს უსადენო ქსელების სკანირებას და ასახავს იმ კომპიუტერებისა თუ სხვა მოწყობილობების ჩამონათვალს, რომელიც მოცემულ მომენტში აღნიშნულ ქსელშია ჩართული. პროგრამაზე გამოჩნდება ქსელში ჩართული ყველა მოწყობილობის IP-მისამართი, MAC-მისამართი და დასახელება. შეგიძლიათ ასევე მოახდინოთ მიერთებული მოწყობილობების ჩამონათვალის ექსპორტი HTML/XML/CSV-ფორმატში ან მოახდინოთ მისი კოპირება გაცვლის ბუფერში. Wireless Network Watcher-ს ფონურ რეჟიმში შეუძლია პერიოდულად ჩაატაროს ქსელის სკანირება. ახალი მოწყობილობების აღმოჩენის შემთხვევაში პროგრამა მოგცემთ ხმოვან სიგნალს. 2. SoftPerfect Wi-Fi Guard ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. სმარტფონების საოცარი ფუნქცია, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - ექიმები მის გამოყენებას ![]() 2. როგორ გავაძლიეროთ ინტერნეტის სიგნალი ზედმეტი გადასახადის გარეშე - აუცილებლად სცადეთ! ![]() 3. რატომ არის საჭირო ლეპტოპის კამერაზე ქაღალდის მიკვრა - გაითვალისწინეთ! ![]() 4. ჰოლივუდის მსახიობი, რომლის გარეშეც ვერ იმუშავებდა თქვენი მობილური და Wi-Fi ![]() 5. რამდენი ხანი უნდა დაუთმოს საშინაო დავალებას მოსწავლემ - მეცნიერული აღმოჩენა! ![]() 14038 5-ს მოსწონს 1-ს არა
|