x
image
natia.a
გაფრთხილდით! - 5 რამ, რაც Facebook-მა თქვენს შესახებ იცის
დაფიქრებულხართ ოდესმე რამდენი რამ იცის სოციალურმა ქსელებმა თქვენს შესახებ? თუნდაც არ გავითვალისწინოთ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ თავად ვდებთ საკუთარ გვერდებზე, Facebook-მა მაინც საკმაოდ ბევრი რამ იცის ჩვენზე. ინტერნეტი პრივატულობისა და უსაფრთხოების გრძნობას ქმნის, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან, რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ინტერნეტში, ჩვენს შესახებ მით მეტი ინფორმაცია ხვდება სხვის ხელში.


მოდით, განვიხილოთ მაინც რა ინფორმაციას ფლობს ჩვენს შესახებ Facebook-ი:

image

1. როგორ გამოიყურებით.



არ ელოდით, არა? სპეციალური პროგრამის წყალობით ამ სოციალურ ქსელს შეუძლია სახეების ამოცნობა. ამიტომ, თუ ვინმე ატვირთავს ფოტოს, რომელზე გამოსახული ადამიანიც თქვენ გემგვანებათ, Facebook-ი შესთავაზებს მას თქვენს აღნიშვნას ამ სურათზე. ცნობისათვის: Google-საც აქვს მსგავსი პროგრამა.


2. რომელ საიტებზე შედიხართ.


Facebook-მა იცის რომელ საიტებს სტუმრობ და იყენებს სმარტფონის ზოგიერთი აპლიკაციის მონაცემებსაც. ეს ინფორმაცია გამოიყენება იმისათვის, რომ ყველა ადამიანს აჩვენონ ის რეკლამა, რომელიც მის ინტერებს შეესაბამება. მაგალითად, თუ ახლახანს შეხვედით თურქეთში სასტუმროს დასაჯავშნ საიტზე, ელოდეთ, რომ ფეისბუქი თქვენს გვერდზე შესვლისას მსგავსი შინაარსის რეკლამას კიდევ მრავალი დღის მანძილზე "ამოგიგდებს".



3. რა დამოკიდებულებაში ხართ სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებთან.


აქ უკვე თავად მომხმარებლები ხშირად უთითებენ მეუღლეებს, ნათესავებსა თუ კოლეგებს. ამგვარ სიებში, სავარაუდოდ, თქვენც ხართ დამატებული ვინმეს მიერ - ამგვარად ბევრის გაგება შეიძლება თითოეულ მომხმარებელზე. Facebook-მა ასევე იცის ვის და რა სიხშირით ეძებთ საიტის მეშვეობით.


4. თქვენი ადგილმდებარეობა და გადაადგილება.


თუ Facebook-ზე შეხვალთ სმარტფონით, ქსელს ეცოდინება თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე ეცოდინება რომელ დაწესებულებებში დადიხართ. ამას გარდა, საზღვარგარეთ მუშაობს სპეციალური ფუნქციაც, რომელიც გიჩვენებთ, მეგობრებიდან რომელი იმყოფება ახლოს.


5. თქვენი ინტერესები.


Facebook აგროვებს მონაცემებს იმაზე, რასაც ალაიქებს თითოეული მომხმარებელი. ამგვარად შესაძლებელია მის შესახებ თითქმის ყველაფრის გაგება: დაწყებული საყვარელი ფილმებით, წიგნებითა თუ მუსიკით, პოლიტიკური შეხედულებებით დასრულებული.


ასე რომ, მიამიტური წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ინტერნეტში ვერავინ ვერაფერს გაიგებს, სრულიად გაქარწყლებულია. სჯობს გავითვალსწინოთ ეს ყველაფერი და თავად გადავწყვიტოთ საკუთარი თავის შესახებ რისი ცოდნის უფლება მივცეთ სოციალურ ქსელებს და რისი - არა.

1
7081
22-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7081
  
2015, 2 ივნისი, 14:46
საერთოდ არ მაქ :P არც მქონია და არც მექნება :)
0 1 1