ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი როგორ გავიგოთ ვინ იყენებს ჩვენს WI-FI-ს - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 11 იანვარი, 12:32 ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა სახლის WI-FI-ზე მეზობელი მოწყობილობები (იგულისხმება მეზობლების კომპიუტერები ან სმარტფონები) დაუკითხავად არის მიერთებული და ამით, ცხადია, ინტერნეტის მიწოდება ფერხდება. ამიტომ საინტერესოა იმის ცოდა, თუ როგორ შეიძლება შევამოწმოთ ჩვენს გარდა კიდევ ვინ სარგებლობს ჩვენი WI-FI-თი და ამის შემდეგ შესაბამის ზომებს მივმართოთ "ქურდი" მეზობლის "დასასჯელად". WPA და WPA2 პროტოკოლები, რომლებიც უკაბელო ქსელების დაცვისთვის გამოიყენება, საკმაოდ საიმედოდ ითვლება. სულ ცოტა ხნის წინ, ამგვარი დაცვის სისტემა იძლეოდა 100%-იან უსაფრთხოებას თქვენი Wi-Fi-სათვის, იმ პირობით, რომ საკმარისად საიმედო პაროლს გამოიყენებდით. მაგრამ ახალი ტექნოლოგიებითა და მოწყობილობებით ამგვარი დაცვის გატეხვა უკვე არც თუ ისე ძნელია. მაგალითად, პაროლების გენერირებისათვის ძლიერი გრაფიკული ადაპტერის გამოყენება სრულიად გონივრულ დროში ყველაზე რთული პაროლის ამოცნობის საშუალებას იძლევა. ასევე არსებობს სპეციალური ჰაკერული სერვისები, სადაც ნებისმიერ პაროლს გაგიტეხავენ გარკვეული, არც თუ ისე მაღალი, საფასურის სანაცვლოდ. ამიტომ იბადება შეკითხვა: თუ ჩვენი უსადენო ქსელი არც თუ ისე დაცულია, როგორ შეიძლება გავიგოთ, არის თუ არა მასში ვინმე დაუკითხავად შეღწეული? ამაში დაგეხმარებათ ორი არც თუ ისე დიდი ზომის პროგრამა. 1. Wireless Network Watcher ეს მცირე პროგრამაა Nirsoft-ისგან, რმელიც ახდენს უსადენო ქსელების სკანირებას და ასახავს იმ კომპიუტერებისა თუ სხვა მოწყობილობების ჩამონათვალს, რომელიც მოცემულ მომენტში აღნიშნულ ქსელშია ჩართული. პროგრამაზე გამოჩნდება ქსელში ჩართული ყველა მოწყობილობის IP-მისამართი, MAC-მისამართი და დასახელება. შეგიძლიათ ასევე მოახდინოთ მიერთებული მოწყობილობების ჩამონათვალის ექსპორტი HTML/XML/CSV-ფორმატში ან მოახდინოთ მისი კოპირება გაცვლის ბუფერში. Wireless Network Watcher-ს ფონურ რეჟიმში შეუძლია პერიოდულად ჩაატაროს ქსელის სკანირება. ახალი მოწყობილობების აღმოჩენის შემთხვევაში პროგრამა მოგცემთ ხმოვან სიგნალს. 2. SoftPerfect Wi-Fi Guard ეს კიდევ ერთი უფასო პროგრამაა, რმელიც ახდენს თქვენი Wi-Fi ქსელის სკანირებას მიერტებული მოწყობილობების გამოსავლენად. უცნობი მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, პროგრამა მომხმარებელს სიგნალს აძლევს. თუ აღმოჩენილი მოწყობილობა თქვენთვის ნაცნობია, შეგიძლიათ დაამატოთ იგი თეთრ სიაში და პროგრამა მას ყურადღებას აღარ მიაქცევს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. სმარტფონების საოცარი ფუნქცია, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - ექიმები მის გამოყენებას 2. როგორ გავაძლიეროთ ინტერნეტის სიგნალი ზედმეტი გადასახადის გარეშე - აუცილებლად სცადეთ! 3. რატომ არის საჭირო ლეპტოპის კამერაზე ქაღალდის მიკვრა - გაითვალისწინეთ! 4. ჰოლივუდის მსახიობი, რომლის გარეშეც ვერ იმუშავებდა თქვენი მობილური და Wi-Fi 5. რამდენი ხანი უნდა დაუთმოს საშინაო დავალებას მოსწავლემ - მეცნიერული აღმოჩენა! 14013 5-ს მოსწონს 1-ს არა
|