კომპიუტერები და პროგრამები რატომ არის საჭირო ლეპტოპის კამერაზე ქაღალდის მიკვრა - გაითვალისწინეთ! 2016, 8 სექტემბერი, 12:51 ![]() ელექტრონული მოწყობილობები ყოველწლიურად სულ უფრო სრულყოფილი ხდება. ჩვენი ნიუთბუქები, პლანშეტები, ტელეფონები აღჭურვილია შესანიშნავი ფოტო-ვიდეო კამერებით, რომლებიც მშვენიერი სურათების, სელფების გადაღების, სკაიპითა თუ სხვა პროგრამის საშუალებით ნაცნობ-მეგობრებთან ერთიერთობის საშუალებას იძლევა. თუმცა პროგრესს, სამწუხაროდ მეორე მხარეც აქვს... ![]() ![]() ამგვარი თვალთვალის შიშით სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს დაფაროს ვებ-კამერა. აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომიც კი, ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ უფრო გამოცდილი კოლეგების მაგალითის გათვალისწინებით, დაბურული ლენტით დაფარა საკუთარი ლეპტოპის კამერა. ცხადია, ფედერალური ბიუროს მმართველს ნამდვილად აქვს თვალთვალის შიშის საფუძველი, მაგრამ რისი უნდა ეშინოდეს ჩვეულებრივ მოქალაქეს? ![]() ![]() "წაასწრებენ" (ჩვეულებრივ, ეს ხდება პორნო-საიტების ყურებისას). უფრო გამოცდილი ბოროტმოქმედები მსხვერპლს სხვა განზრახვით უთვალთვალებენ. იმავე კვლევის მონაცემებით გამოვლინდა, რომ ყოველი მეათე ადამიანი იმდენაც დაუდევარია, რომ კომპიუტერთან უდევს სტიკერები და ფურცლები, რომლებზეც მისი ანგარიშის ნომრები და კოდებია ჩაწერილი, მათ შორის ონლაინ საფულეების აკაუნტების პაროლები და სახელები. ![]() 4507 17-ს მოსწონს 2-ს არა |
რა სამსუნგი და აიფონი , ელემენტიც დიდხანს ძლებს და კამერაც არ აქ :-))