კომპიუტერები და პროგრამები როგორ გავაძლიეროთ ინტერნეტის სიგნალი ზედმეტი გადასახადის გარეშე - აუცილებლად სცადეთ! 2016, 1 ნოემბერი, 11:21 მათთვის, ვინც Wi-Fi როუტერით სარგებლობს, ალბათ კარგად არის ნაცნობი ისეთი პრობლემა, როგორიც არის სუსტი სიგნალი. ეს ხდება, როცა როუტერის მოდიფიკაცია მოძველდა ან ბინის განლაგება ხელს უშლის სიგნალის მიწოდებას. თუ სახლში Wi-Fi-ს სიგნალი არც თუ ისე კარგი გაქვთ, გამოიყენეთ მისი გაძლიერების ძალიან მარტივი მეთოდი, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. მარტივად რომ ვთქვათ, Wi-Fi სიგნალი არის რადიოტალღა, რომელსაც როუტერი იღებს ფართოზოლოვანი კავშირით, შემდეგ კი სხვა მოწყობილობებს გადასცემს. იმისათვის, რომ გარდავქმნათ როუტერი Wi-Fi სიგნალის ძლიერ მიმწოდებლად, დაგვჭირდება ჩვეულებრივი ალუმინის ქილა (ან ქილები, როუტერის ანტენების რაოდენობის მიხედვით) და ორმხრივი წებოვანი ლენტი (ე.წ. სკოჩი). სუფთა ქილას მოვაჭრათ ძირი. იგივე გავაკეთოთ ზედა ნაწილზეც, ოღონდ ბოლომდე არ გავჭრათ, დავტოვოთ დაახლოებით 2 სმ-ის სიგრძის მონაკვეთი ხელუხლებელი. მიღებული რგოლი ვერტიკალურად შუაზე გავჭრათ და გავასწოროთ. მიღებული კონსტრუქცია თავზე დარჩენილი ხვრელით ჩამოვაცვათ ანტენაზე. დავამაგროთ წებოვანი ლენტით. სულ ესაა. ამგვარად თქვენს ბინაში ინტერნეტის მიწოდება გაცილებით უკეთესი იქნება. მოცემული პროცესის უკეთ გასაგებად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო. 11243 13-ს მოსწონს 2-ს არა
|