x
image
natia.a
რატომ არის საჭირო ლეპტოპის კამერაზე ქაღალდის მიკვრა - გაითვალისწინეთ!
image
ელექტრონული მოწყობილობები ყოველწლიურად სულ უფრო სრულყოფილი ხდება. ჩვენი ნიუთბუქები, პლანშეტები, ტელეფონები აღჭურვილია შესანიშნავი ფოტო-ვიდეო კამერებით, რომლებიც მშვენიერი სურათების, სელფების გადაღების, სკაიპითა თუ სხვა პროგრამის საშუალებით ნაცნობ-მეგობრებთან ერთიერთობის საშუალებას იძლევა. თუმცა პროგრესს, სამწუხაროდ მეორე მხარეც აქვს...


image

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ხმა ვრცელდება იმის შესახებ, რმ თაღლითებმა შეიძლება ვებ-კამერები ბოროტი განზრახვით გამოიყენონ. მართლაც, ჰაკერებს შეუძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერი გაჯეტის გატეხვა და თქვენზე თვალთვალი თქვენივე ნოუთბუქიდან, პლანშეტიდან თუ სმარტფონის ფრონტალური კამერიდან.

image


ამგვარი თვალთვალის შიშით სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს დაფაროს ვებ-კამერა. აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომიც კი, ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ უფრო გამოცდილი კოლეგების მაგალითის გათვალისწინებით, დაბურული ლენტით დაფარა საკუთარი ლეპტოპის კამერა.


ცხადია, ფედერალური ბიუროს მმართველს ნამდვილად აქვს თვალთვალის შიშის საფუძველი, მაგრამ რისი უნდა ეშინოდეს ჩვეულებრივ მოქალაქეს?

image

რუსეთში, "კასპერსკის ლაბორატორიაში" ჩატარებული კვლევის მონაცემებით გამოკითხულთა 52%-ს ეშინია თვალთვალის, 26% ფარავს თავისი პორტატული კომპიუტერების კამერებს, 5% კი ტელეფონების ფრონტალურ კამერებზეც კი აწებებს ლენტს.

image

ძალიან ხშირად თაღლითები მიღებულ გამოსახულებასა თუ ვიდეოს შანტაჟისთვის იყენებენ, თუ მოახერხებენ და მსხვერპლს არასათანადო პოზაში თუ მოქმედებაში
"წაასწრებენ" (ჩვეულებრივ, ეს ხდება პორნო-საიტების ყურებისას).


უფრო გამოცდილი ბოროტმოქმედები მსხვერპლს სხვა განზრახვით უთვალთვალებენ. იმავე კვლევის მონაცემებით გამოვლინდა, რომ ყოველი მეათე ადამიანი იმდენაც დაუდევარია, რომ კომპიუტერთან უდევს სტიკერები და ფურცლები, რომლებზეც მისი ანგარიშის ნომრები და კოდებია ჩაწერილი, მათ შორის ონლაინ საფულეების აკაუნტების პაროლები და სახელები.

image

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩნდება მოთხოვნილება კამერის დაფარვაზე, ამიტომ უკვე ბევრმა კომპანიამ გამოუშვა ბაზარზე ვებ-კამერის სპეციალური პლასტმასის საფარი. თუმცა უსაფრთხოების სპეციალისტები გვირჩევენ ბოლომდე მაინც არ მოვდუნდეთ, რადგან ბოროტმოქმედებს საჭირო ინფორმაციის მიღება ბევრი სხვა გზითაც შეუძლიათ.





3
4506
17-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4506
  
2016, 22 სექტემბერი, 9:44
ამიტომ ვყიდულობთ ფანრიან ნოკიას :-))

რა სამსუნგი და აიფონი , ელემენტიც დიდხანს ძლებს და კამერაც არ აქ :-))
2016, 8 სექტემბერი, 23:01
საინტერესოა ..ერთი ჩემ ბიჭს უნდა ვკითხო ამაზე:)
2016, 8 სექტემბერი, 21:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3