ისტორია სტალინის პირადი მანქანის საიდუმლო - რა საოცრება იმალებოდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილის მიღმა 2017, 17 ოქტომბერი, 10:49 მისი ეშინოდათ და ყოველთვის უთმობდნენ გზას. საუბარია არა სტალინზე, არამედ მის მანქანაზე - ЗИС-115, სსრკ-ში გამოშვებულ პირველ დაჯავშნულ სედანზე. მისი ბედი ისეთივე საინტერესოა, როგორვ თავად მაქანის აგებულება. არავინ იცის როგორ და როდის, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს უნიკალური ავტომობილი ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტის უკანა ეზოში აღმოჩნდა, ცოტა ხანში კი საერთოდ გაქრა. თუმცა 2002 წელს ისევ გამოჩნდა, ამჯერად მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთ აგარაკზე. საქმე შემდეგნაირად იყო: ერთხელ, კოლექციონერ ვლადიმირ ზადოროჟნს მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა სთხოვა ენახა და შეეფასებინა ერთი საინტერესო ექსპონატი. მისი თქმით, აგარაკზე შემონახული ჰქონდა ავტომობილი, რომელიც სამუზეუმო მნიშვნელობის იყო. ადგილზე მისულ ავტოსიძველეების თაყვანისმცემელს თითქმის მიწაში ჩაფლული და სანახევროდ დამპალი შავი ფერის სედანი დახვდა. ზადოროჟნიმ აღნიშნული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ლიხაჩევის სახელობის ქარხნის არქივებში მოიძია და დაუყოვნებლივ გადაწყვიტა რარიტეტის შეძენა. ავტომობილი, რომელიც გარეგნულად ზუსტად ჩვეულებრივ ЗИС-110-ს (სამოქალაქო მანქანა, რომლის შემუშავება დაიწყეს დიდი სამამულო იმის დროს) ჰგავდა, სინამდვილეში "ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი" აღმოჩნდა. 1949 წელს პარტიული ელიტისთვის შექმნილი ЗИС-115, ყველა მახასიათებლით განსხვავდებოდა ЗИС-110-სგან. სხვაობა დაახლოებით იგივე იყო, რაც მოტოციკლსა და ტანკს შორის. ძარა შედგებოდა არა ცალკეული დაჯავშნული პანელებისგან, როგორც ევროპულ და ამერიკულ ანალოგებთან გვხვდებოდა, არამედ წარმოადგენდა შედუღებულ და შეკრულ კონსტრუქციას. ანუ, ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი ჯავშანკაფსულა. ამასთან, თითოეულ შედუღებულ დეტალს საკუთარი სერიული ნომერი და დამამზადებლის სახელი ეწერა. აქედან გამომდინარე, თუ რამე მოხდებოდა, მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანს ეკისრებოდა. გარდა ამისა, კორპუსზე შესაძლებელი იყო გარჩევა იმ ტყვიების კვალის, რომლებიც მანქანის სხვადასხვა ნაწილის გამძლეობაზე გამოცდის დროს იქნა გამოყენებული. ის, რომ ეს ნამდვილად სტალინის პირადი ავტომობილი იყო, ამტკიცებს ძარაზე არსებული ნომერი - 18. და მაინც, როგორ აღმოჩნდა ტექნიკის ეს საოცრება პროფესორ ბაუმანკის აგარაკზე? აღმოჩნდა, რომ სტალინის გადაცვალების შემდეგ ЗИС-115 გაგზავნეს ლიხაჩევის სახელობის მანქანათმშენებლობის ქარხანაში... გადასამუშავებლად. მაგრამ გაურვეველი მიზეზის გამო ავტომობილი გადაეცა ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს სხვადასხვა ცდებისთვის. იმის გამო, რომ მანქანას "გრიფით საიდუმლო" სტატუსი ჰქონდა, იგი გააფორმეს, როგორც მხოლოდ ძარისა და ნაწილების კომპლექტი. დროთა განმავლობაში ЗИС-115-ის გამოყენება დაიწყეს საინკასაციო ტრანსპორტად უნივერსიტეტის სალაროს გადასატანად. მაგრამ შემდეგ ამაზეც უარი თქვეს და ბელადის ავტო უბრალოდ "მოისროლეს" უკანა ეზოში, სადაც იდგან იქამდე, სანამ პროფესორმა არ გამოისყიდა. ზადოროჟნიმ სტალინის მანქანაში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და სარესტავრაციოდ გაგზავნა. მუსაობა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ოსტატები, რომლებმაც აღნიშნული უნიკალური მოდელი შექმნეს, უკვე ამქვეყნად აღარ იყვნენ, მაგრამ რესტავრატორებს ძალიან ეხმარებოდა საარქივო მასალები. სამუშაო მნიშვნელოვნად გაართულა იმან, რომ სპეციალისტებს არ შეეძლოთ ავტომობილის სრულად დაშლა, როგორც ეს ჩვეულებრივ, მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე. როგორც ზემოთ ვთქვით, მანქანა ერთგვარ დაჯავშნულ კაფსულას წარმოადგენდა და არა ცალკეულ დეტალებს, ამიტომ, მისი ბოლო ჭანჭიკებამდე დაშლა შეუძლებელი იყო. 7. 10 სამხედრო ოპერაცია, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეეძლო 26680 17-ს მოსწონს
|