x
image
natia.a
რას წარმოადგენდა სინამდვილეში "შავი ვოლგა" - დეტალები, რომლებზეც არ საუბრობდნენ

image

სსრკ-ში "ვოლგა" ერთგვარ კულტს წარმოადგენდა. იმ დროს ხელმისაწვდომ მანქანებს შორის ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე სასურველი ავტომობილი, რომელზეც ლეგენდები იქმნებოდა. იმასაც კი ამბობდნენ, ვითომ ამ მანქანებით ვამპირები დადიოდნენ, რომლებიც ბავშვებს იტაცებდნენო... რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დაჯერება შეუძლებელია, მაგრამ "ვოლგის" ზოგიერთი მოდელის სპეცვერსიები მართლა არსებობდა, რომელთაგან უმრავლესობა"КГБ"-ს წარმომადგენლებს ემსახურებოდა.


image


მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე ГАЗ-ის ქარხანაში რამდენიმე ასეული ავტომობილი აიწყო უშიშროების კომიტეტის დაკვეთით. მათგან პირველი იყო «Победа М20Г» 6 ცილინდრიანი მოდიფიკაციით. აღნიშნული მოდელი ას ცალამდე გამოუშვეს. შემდეგომში უწყებების საჭიროებებისთვის დაიწყეს "Волга-23"-ისა და მისი შემდგომი მოდიფიკაციების ადაპტირება.



image


გარეგნულად ეს მანაქნები სამოქალაქო ავტომობილებიდან არ განსხვავდებოდა. მაგრამ შიგთავსით მნიშვნელოვნად აღემატებოდა სერიულ მოდელებს. სიჩქარის მხრივ, ისინი 15-20 კმ/სთ-ით სწრაფი იყო. ამასთან, КГБ-ს ავტომანქანები ხშირად აღჭურვილი იყო სიჩქარეთა ავტომატური გადაცემის კოლოფით, თუმცა ვიზუალური შენიღბვისთვის ბერკეტი მაინც მექანიკური კოლოფის მსგავსად გამოიყურებოდა.

image


30-იან წლებში გამონათქვამი "черный воронок" იმდენად მყარად დამკვიდრდა საზოგადოების ცნობიერებაში, რომ ყველას ეგონა, КГБ-ს მანქანები მხოლოდ შავი ფერის უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში კი ვოლგები სხვადასხვა ფერის არსებობდა, მათ შორის ყვითელი ტაქსებიც კი. როგორც კოლექციონერები ყვებიან, ზოგჯერ ვოლგები 5-10-ჯერ მაინც იყო სხვადასხვა ფერად გადაღებილი.



და მაინც, გამოცდილ თვალს ადვილად შეეძლო სპეცტავტომობილის ამოცნობა. რვაცილინდრიანი "ვოლგის" ხმა განსხვავდებოდა სერიული ოთხ ან ექვს ცილინდრიანისგან. ამასთან, ძლიერი ძრავის გამო აუცილებელი იყო ორი გამოსაბოლქვი მილის დაყენება. თუმცა, კონსტრუქტორები შეძლებისდაგვარად ნიღბავდნენ მათ ისე, რომ გარედან მხოლოდ ერთი მილი ჩანდა.

image


ამგვარი "გაძლიერებულ" ვოლგებს ძირითადად უცხოელებისთვის სათვალთვალოდ იყენებდნენ. ჩამოსული ჟურნალისტები და საელჩოს წარმომადგენლები, როგორც წესი უცხოური მანქანებით დადიოდნენ, რომლებსაც ჩვეულებრივი "ვოლგა" ვერ დაეწეოდა. КГБ-ს თანამშრომლებს ყველაზე მეტად აინტერესებლდათ მანქანები ინდექსით Д004 ანუ ამერიკელი ელჩები. ამგვარ ნომრებში ასოები, როგორც წესი, აღნიშნავდა მფლობელის პროფესიას, ციფრები კი - ქვეყანას.

საინტერესოა, რომ მსგავსი ავტომობილები არ იყო გასაიდუმლოებული, ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იყო და არ წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას. ასე რომ, "გაუმჯობესებული" მოდელების შექმნის შესახებ ყველამ იცოდა. სამაგიეროდ, არ საჯაროვდებოდა სპეცფუნქციებით აღჭურვის შესახებ ინფორმაცია. მაგალითად, დღემდე დანამდვილებით არ არის ცნობილი, ჰქონდა თუ არა КГБ-ს მანქანებს ავტომატურად ცვალებადი ნომრები.

საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც "ვოლგა" ამოწურავდა თავის რესურსებს, მას "პენსიაზე" უშვებდნენ. ხსნიდნენ დამატებით აღჭურვილობას და გაუმჯობესებულ მექანიზმებს. გაძლიერებულ ძრავას სერიულით ანაცვლებდნენ. ამგვარად, საბჭოთა დაზვერვის ვეტერანი ავტომობილი ბოლოჯერ ინიღბებოდა და მეორად ბაზარზე ხვდებოდა.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. სტალინის პირადი მანქანის საიდუმლო - რა საოცრება იმალებოდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილის მიღმაimage


2. 11 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ავტოსკოლებში არ გასწავლიან - ეს ცოტამ თუ იცის!image


3. რატომ არის ზოგ ქვეყანაში მოძრაობა მარცხნივ, ზოგში კი - მარჯვნივ - დაფიქრებულხართ?image


4. ნაცისტების საიდუმლო იარაღები, რომლებსაც მსოფლიო ისტორიის შეცვლა შეეძლო - ის, რაც დიდხანს დაფარული იყოimage


5. 7 ყველაზე შორი და ზუსტი სნაიპერული გასროლა ისტორიაში - ეს დაუჯერებელია!image


6. როგორ ასწავლიდნენ ფაშისტები ძაღლებს წერა-კითხვას - შოკისმომგვრელი ფაქტი!image


7. 10 ყველაზე ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია ХХ საუკუნიდან დღემდეimage

1
1674
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1674
  
2018, 20 ივლისი, 11:38
მაინც ხლამი იყო,რაც არ უნდა გაეძლიერებინათ.
0 1 1