x
image
natia.a
11 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ავტოსკოლებში არ გასწავლიან - ეს ცოტამ თუ იცის!
ზოგჯერ გამოცდილმა მძღოლებმაც კი არ აიციან ყველა ის ნიუანსი, რომელიც ავტომანქანის მართვას აიოლებს. სწორედ ამიტომ, ქვემოთ თავი მოვუყარეთ იმ მცირე დეტალებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ საჭესთან ყოფნისას თავი უფრო საიმედოდ იგრძნოთ და სახიფათო სიტუაციები თავიდან აიცილოთ.



11. შეამოწმეთ სწორად არის თუ არა დარეგულირებული სარკეები


image


თუ სარკეები სწორად არ არის დაყენებული, წარმოქმნება ე.წ. ბრმა ზონა - გზის ნაწილი, რომელსაც ვერ ხედავთ, - შესაბამისად, მომავალ ავტომანქანასაც ვერ შენიშნავთ. ბრმა ზონის თავიდან ასაცილებლად დაარეგულირეთ გვერდითი სარკეები ისე, რომ თქვენივე მანქანა არ ჩანდეს (ან სულ ოდნავ ჩანდეს) მათში. იმისათვის, რომ შეამოწმოთ, ხომ არ გაჩნდა ბრმა ზონა, უკუსვლით ნელა იმოძრავეთ სხვა გაჩერებული მანქანის გვერდით და იყურეთ გვერდით სარკეში. როგორც კი მანქანა სარკეში გაქრება, უნდა შემოვიდეს თქვენი თვალთახედვის არეში.



უკანა ხედვის სარკე ისე უნდა დარეგულირდეს, რომ უკანა საქარე მინა სრულად ჩანდეს მასში.


სარკეების რეგულირებისას მიიღეთ ზუსტად ის პოზა, რომელშიც, ჩვეულებრივ, მართავთ მანქანას.


10. ისწავლეთ ბორბლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა


image


ორმოებში ჩავარდნისა და პარკირებისას მანქანის გაფხაჭნის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვგრძნობდეთ ზუსტად რა ადგილზეა ბორბალი. ამისათვის, აიღეთ ცარიელი პლატმასის ბოთლი, გასრისეთ ფეხით, დადეთ გზაზე და შეეცადეთ რიგ-რიგობით წინა მარჯვენა და მარცხენა ბორბლებით გადაუაროთ. ფანჯარა ღია გქონდეთ, რათა გაიგოთ პლასტმასზე ბორბლის შეხების ხმა.


9. პარკირებისას ორიენტირება მოახდინეთ ფანჯრებსა და სარკეებზე


image


თუ წინა მხარით ბორდიურთან ახდენთ პარკირებას, გაჩერდით როგორც კი ბორდიური გამოჩნდება გვერდით ფანჯარაში. ამგვარად, ბორდიურთან მანძილი მინიმალური იქნება და ბამპერს არ გაფხაჭნით.

თუ წინა სვლით, გვერდით ბორდიურის პარალელურად ახდენთ პაკირებას, მთავარია დისკები არ გაფხაჭნოთ. ამისათვის, დააკარით ფერადი წებოვანი ლენტი ("სკოჩი") წინა საქარე მინის ქვეშ. როგორც კი ბორდიურის ხაზი დაემთხვევა "სკოტჩით" მონიშნულ ადგილს, გაჩერდით. ბორიურის პარალელურად პარკირება უმჯობესია უკუსვლით - მაშინ ბორდიური ჩანს ფანჯრებში და ზედმეტად ახლოს არ მიხვალთ.


8. თვალყური ადევნეთ წინ მიმავალ მაღალ მანქანებს


image


გზაზე სვლისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ უშუალოდ თქვენს წინ მიმავალ ავტომობილებს, არამედ სხვებსაც, განსაკუთრებით მაღალ მანქანებს, როგორიცაა ატობუსები, სატვირთოები და ა.შ. მათი მძღოლები უკეთ ხედავენ გზაზე სიატუაციას. თუ მაღალმა ავტომობილებმა ერთდროულად დაიწეს ერთ ზოლში გადაჯგუფება, ესე იგი, მეორე ზოლში რაღაც დაბრკოლებაა (ავარია ან სხვა შემთხვევა), ამიტომ თქვენც თადარიგი დაიჭირეთ და წინასწარვე იმავე ზოლში გადადით.

7. თუ ძრავა არ ირთვება, ჩართეთ შორი განათების სინათლეები


image


ზოგჯერ, ზამთარში, მანქანა პირველივე მცდელობაზე არ იქოქება. ამიტომ საჭიროა აკუმულატორის გათბობა. ამისათვის, ერთი წუთით ჩართეთ შორი განათების ან საავარიო სინათლეები.

6. ღამით ქვემოთ ჩამოსწიეთ უკანა ხედის სარკე


image


ცოტამ თუ იცის, რომ მანქანის სალონში სტანდარტულ უკანა ხედის სარკეს 2 რეჟიმი გააჩნია - დღის და ღამის. იმისათვის, რომ უკან მომავალი მანქანის სინათლეებმა თვალი არ მოგჭრათ, ოდნავ ქვემოთ უნდა ჩამოსწიოთ უკანა ხედის სარკე და ამგვარად შეცვალოთ მისი რეჟიმი.


5. ჩართეთ კონდიციონერი


image


თუნდაც არ გჭირდებოდეთ (ზამთარში), მაინც რეგულარულად ჩართეთ ხოლმე ცოტა ხნით კონდციონერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამაგრლებელი სითხე გაჟონავს, მილები კი გაშრება.

4. რეგულარულად გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი


image


მაშინაც კი, როცა მანქანის პარკირება არ გიწევთ დაქანებულ ადგილზე, რეგულარულად გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი, რათა მუშა მდგომარეობაში შეინარჩუნოთ. გამონაკლისს წარმოადგენს ძლიერი ყინვები: ასეთ ამინდში ხელის მუხრუჭი უმჯობესია არ გამოიყენოთ, რათა არ გაიყინოს სამუხრუჭე ხუნდები.

3. თუ გვერდით ხაზზე ავტომობილი ამუხრუჭებს, თქვენც დაამუხრუჭეთ


image


თუ ხედავთ, რომ გვერდით ხაზზე წინ მიმავალი ავტომობილი დამუხრუჭებას იწყებს, თქვენც დააგდეთ სიჩქარე, მიუხედავად იმისა, წინ ხედავთ თუ არა რაიმე დაბრკოლებას - შესაძლოა, სხვა მძღოლი ამ დროს გზას უთმობს ფეხით მოსიარულეს ან ცხოველს.

2. არ მოგატყუოთ სიჩქარემ


image


როგორც წესი, სწორ გზაზე სიჩქარე ორჯერ ნალები გეჩვენებათ, ვიდრე რეალურად არის. თუ გზის სწორი მონაკვეთის შემდეგ მოხვევა გიწევთ და ამ დროს საკმარისად არ დააგდებთ სიჩქარეს, შეიძლება მანქანა მოცურდეს.

1. როცა რიგში დგახართ და მარცხნივ მოხვევა გიწევთ, ნუ მოატრიალებთ ბორბლებს წინასწარ


image
თუ მარცხნივ გიწევთ მოხვევა და თან შემხვედრ მანქანებს ატარებთ, ნუ იჩქარებთ ბორბლის მოტრიალებას, ეს სახიფათოა. თუ უკნიდან სხვა მანქანა გადარტყამთ, მოხვეული ბორბლის გამო შეიძლება შემხვედრ ზოლზე აღმოჩნდეთ, სადაც სხვა ავტმობილებთან შეჯახებას თავიდან ვეღარ აიცილებთ.


ასევე გაითვალისწინეთ:


1. როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!

image


2. 5 გავრცელებული ჩვევა, რომელიც თქვენს ავტომობილს აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის!

image


3. შვედი პოლიციელის ამ სიტყვებმა მთელი მსოფლიო შეძრა - ეთანხმებით?

image


4. რატომ არის ზოგ ქვეყანაში მოძრაობა მარცხნივ, ზოგში კი - მარჯვნივ - დაფიქრებულხართ?

image


5. ახალი ხუმრობა ქუთაისელ პატრულზე ანუ „ოპელი ვერ გევიგე 2“

image


6. როგორ უნდა ელაპარაკო პატრულს - რეალური ამბავი ქალურ ლოგიკაზე - იხალისეთ!

image


7. 20 პიკანტური ტატუ, რომლებსაც საბჭოთა პატიმრები იკეთებდნენ - რას ნიშნავდა ისინი?

image









0
31747
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
31747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0