ანეკდოტები ახალი ხუმრობა ქუთაისელ პატრულზე ანუ „ოპელი ვერ გევიგე 2“ 2015, 20 ოქტომბერი, 22:11 ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალი ხუმრობა, რომელიც ინტერნეტსივრცეში უმალ აიტაცეს. „ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, მირიან ბერულავამ აღწერა სიტუაცია ქუთაისში, რომელსაც თავად შეესწრო… „ქუთაისი… ჯიპს მოჰყვება უკან პატრულის მანქანა… წინ მოედანია და მერე უნდა დაარტყას წრე წესით ჯიპმა, მაგრამ დაეზარება მძღოლს იქამდე მისვლა, იქვე ღერძულა ხაზს გადაჭრის და დაატრიალებს… პატრული: „ჯიპი რაია, კრუგი რომ დაგერტყა, გული აგერეოდა?“ ქუთაისელი პატრულის შესახებ ინტერნეტ სივრცეში არაერთი ხუმრობა დადის. განსაკუთრებით პოპოულარული გახდა სამი წლის წინ, გადაცემა "The ვანოს შოუ"-ში გიო ხუციშვილის მიერ მოყოლილი ამბავი, რომელსაც თავად შეესწრო: „ჩემი მანქანით ვმოძრაობდი და წინ „ოპელი“ მიდიოდა. ეტყობა, მძღოლმა სარკეში ვერ დაინახა საპატრულო პოლიციის მანქანა, რომელიც უკან მოგვყვებოდა, უცებ, გადაკვეთა ხაზი იქ, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და მანქანა მოატრილა. ამ დრო მესმის ერთ-ერთი პოლიციელის ხმა საპატრულო პოლიციის მანქანიდან მიკროფონში, სუფთა ქუთაისური აქცენტით: „ოპელი“, ვერ გევიგეე?“ - ჰყვებოდა მომღერალი. youtube-ზე ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ, ერთ-ერთი მომხმარებელი ქუთაისელი პატრულის ენაკვიმატობის კიდევ ერთ ფაქტს იხსენებს: "ნინოშვილის ბაზართან მანქანა მოძრაობს, გადამკვეთი ხაზი აქვს ბორბლებს შუაში ამოკრული და მესმის პატრულის ხმა მიკროფონში: " "ბე-ემ-ვე, შენია მარტო ე გზა თუ რაია?" არავინ იცის ნამდვილი ამბავია თუ გამოგონილი ანეკდოტი ქუთაისელი პატრულის კიდევ ერთი კურიოზი, რომელიც ინტერნეტსივრცეში უკვე დიდი ხანია გავრცელებულია: მიადგება ქუთაისში პატრულის მანქანა შუქნიშანზე მდგარ ოპელს და ელოდება. … აინთო ყვითელი, მანქანა გაჩერებულია, არ იძვრის … აინთო მწვანე … ისევ გაჩერებულია არ მიდის პატრული უკნიდან ეძახის: – ოპელიი!!! შენი მოსაწონი ფერი არ აინთო ჯერეე? 5599 10-ს მოსწონს
|