x
image
natia.a
როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!
image
ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება, განსაკუთრებით დღეს, როცა საწვავზე ფასი კიდევ უფრო იზრდება. მანქანის თითქმის ყველა მფლობელს ერთხელ მაინც გასჩენია შეკითხვა: როგორ დავზოგოთ ფული ბენზინზე? იაფი საწვავის შეძენა გამოსავალი ნამდვილად არ არის, რადგან იგი მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მოუტანს მანაქნას და უფრო ძვირი დაგვიჯდება.


ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე უკვე გამოცდილ მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ბიუჯეტი ძალიან არ დააზარალოთ.


აუცილებელია მანქანა გამართული იყოს



image


უნდა ვიცოდეთ, რომ მანქანის ნებისმიერი გაუმართავობა ზრდის ბენზინის ხარჯს: მაგალითად, გაუმართავი და ძველი ძრავა საწვავის დანახარჯს ზრდის 20%-ით.


თავიდან მოიშორეთ ზედმეტი ტვირთი


image

თუ თქვენი ავტომობილის სახურავზე დამატებითი საბაგაჟოა, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა იგი ყოველდღიურად. ზედმეტი ტვირთის თავიდან მოშორებით ბენზინის ხარჯს დაახლოებით 10%-ით შემაცირებთ.



გამოიყენეთ სიარულის ყველაზე ეკონომიური რეჟიმი


image


თუ თქვენს მანქანაზე გათვალისწინებულია ეკონომიური ან ზამთრის რეჟიმი, ნუ დაგავიწყდებათ ისარგებლოთ ამით. გონივრული სიჩქარით სიარული საწვავზე 30%-ის ეკონომიის საშუალებას იძლევა.


ყურადღება მიაქციეთ საბურავებში წნევას


image

დაშვებული საბურავებით სიარული საწვავის დანახარჯს დაახლოებით 3%-ით ზრდის.


დახურეთ ფანჯრები და გამორთეთ კონდიციონერი


image


ბევრმა არ იცის, რომ ღია ფანჯრები 50კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით სიარულისას, საწვავის 8%-ით ზედმეტ ხარჯვას იწვევს. კონდიციონერის გამოყენება კი ბენზინის ხარჯს 15%-ით ზრდის.


გამორთეთ ძრავა, თუ მოლოდინის დრო 1 წუთზე მეტია


image

შეეცადეთ თავი აარიდოთ საცობებს, რადგან ძრავის სიჩქარეზე დაკიდების გარეშე ანუ ე.წ ”ხალასტოიზე” 1 საათი მუშაობა უდრის ტრასაზე 60 კმ-ის გავლას 80 კმ/სთ-ის სიჩქარით.


არ ღირს ძრავის გახურება მთელი 10-15 წუთი


image

მანქანის ხანგრძლივი გახურება ბენზინის ზედმეტი დანახარჯია. მოძრაობისთვის საკმარისია, რომ ტემპერატურის ისარი ადგილიდან დაიძრას. ამ მომენტიდან შეიძლება თანდათან მანქანის ამოძრავება.


გამორთეთ ავტომობილში ყველაფერი ზედმეტი


image

არ დაგავიწყდეთ მანქანაში დამატებითი შუქების გამორთვა და გამოიყენეთ ბინდის საწინააღმდეგო ფარები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ეს საწვავის დანახარჯს 5-10%-ით შეამცირებს.


ჩაასხით მხოლოდ ხარისხიანი საწვავი


image

ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ იყიდით უხარისხო ბენზინს. სამომავლოდ ეს თავიდან აგარიდებთ ავტომობილის სერიოზულ დაზიანებებს.


შეიძინეთ სამარშრუტო კომპიუტერი


image

ეს სასარგებლო მოწყობილობა გასწავლით ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას და დაგეხმარებათ დანახარჯების 10%-ით დაზოგვაში.

ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავწმინდოთ მანქანის გაყინული მინა - უმარტივესი მეთოდი მძღოლებისთვის

image

2. როგორ დავიცვათ სიცივეში მანქანის მინები დაორთქვლისგან - 7 უმარტივესი ხერხი

image


3. რომელი მოდელის და რა ფერის მანქანებია ყველაზე სახიფათო

image


4. რატომ არის ზოგ ქვეყანაში მოძრაობა მარცხნივ, ზოგში კი - მარჯვნივ

image


0
19960
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
19960
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0