x
image
natia.a
რომელი მოდელის და რა ფერის მანქანებია ყველაზე სახიფათო - ამერიკული რეიტინგი

image
საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტში (IIHS - Institute for Highway Safety) ჩატარებული ანალიზის შედეგად დასახელდა ავტომობილის ყველაზე სახიფათო მოდელები. კვლევის ფარგლებში ჩაატარეს მანქანების ტესტირება: მთავარი მონაცემი, რომელსაც კვლევა ეყრდნობიდა, არის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის (და არა მგზავრის) სიკვდილიანობა, ანუ რამდენი მძღოლი დაიღუპა ავარიაში ყოველ რეგისტრირებულ 1 მილიონ ავტომობილზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით უსაფრთხოების ინსტიტუტში შეადგინეს რეიტინგი და დაასახელეს მსოფლიოში ყველაზე სახიფათო მანქანები.

ქვემოთ გთავაზობთ ათეულს იმ მანქანებისა, რომლებიც, ექსპერტების აზრით, ყველაზე მეტად "იზიდავენ" ავარიებს.


10. Chevy Colorado Extended Cab
image

ეს არის ათეულში ყველაზე დიდი მოცულობის მანქანა. 2005-2008 წლებში მძღოლის სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ამ მოდელისთვის 98 შეადგინა (ანუ მილიონ რეგისტრირებულ ავტომობილზე 98 გარდაცვლილი მძღოლი). აქედან უმეტესობა გარდაიცვალა ერთმანქანიანი ავარიის შედეგად.

9. Nissan Versa Sedan
image
მეცხრე ადგილს 96 გარდაცვლილი მძღოლით, იკავებს Nissan Versa Sedan. დაღუპულთა უმრავლესობა აქაც არ იყო სხვა ავტომობილთან შეჯახების შედეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ სახიფათო სიტუაციებში მოცემული მოდელის კონტროლი ძნელია.

8. Hyundai Tiburon
image

Hyundai Tiburonის მიერ დაგროვებული მაჩვენებელი წინა მოდელის მსგავსია და მილიონ რეგისტრირებულ მაქანაზე 96-ს შეადგენს. აქედან 63 შემთხვევა ერთმანქანიანი ავარიის გამო მოხდა.

7. Chevrolet Malibu
image

ამ ოთხკარიანი სედანის საავარიო მაჩვენებელი მილიონ რეგისტრირებულ ავტომობილზე 99 დაღუპულ მძღოლს შეადგენს. აქედან 63 სწორედ სხვა ავტომობილთან შეჯახების შედეგია.

6. Kia Spectra Wagon
image

Kia Spectra wagon-მა მილიონ დარეგისტრირებულ ავტომობილზე 102 მძღოლის სიკვდილი გამოიწვია, საიდანაც 63 სხვა მანქანასთან ავარიის შედეგი იყო.


5. Nissan Titan Extended Cab
image

Nissan Titan 2WD extended cab-ის ანგარიშზე მილიონი რეგისრირებული ავტოდდან 111 გარდაცვლილი მძღოლია. უმეტესობა ერთმანქანიანი ავარიის შედეგად დაიღუპა.

4. Chevy Cobalt
image

ოთხკარიანი სედანი - Chevy Cobalt- ყოველ მილიონ რეგისტრირებულზე 117 გარდაცვლილ მძღოლს ითვლის.

3. Chevy Aveo
image

მილიონ რეგისტრირებულზე 119 გარდაცვლილი მძღოლით Chevy Aveo რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. გარდაცვლილთა ნახევარი ერთმანქანიან, ნახევარი კი მრავალმანქანიან ავარიაში დაიღუპა.

2. Nissan Titan Crew Cab
image

126 გარდაცვლიი მძღოლიდან უმეტესობა ერთმანქანიან ავარიაში დაიღუპა - ასეთია Nissan Titan Crew Cab-ის მაჩვენებელი, რაც მოცემულ რეიტინგში მისთვის მეორე ადგილს უზრუნველყოფს.

1. Nissan 350Z
image

"შავი სიის" პირველ ადგილს იკავებს და უპირობო "ლიდერია" ორკარიანი Nissan 350Z - 143 გარდაცვლილი მძღოლით, რომელთაგან უმეტესობა ერთმანქანიან ავარიაში დაიღუპა.



IIHS-ის თანამშრომლებმა გააანალიზეს ასევე, თუ როგორ მოქმედებს მანქანის ფერი მის უსაფრთხოებაზე. აღმოჩნდა, რომ გზაზე ყველაზე სახიფათო არის შავი და რუხი ფერის ავტომობილები. შავი მანქანები ბინდში რეალურთან შედარებით ნაკლები ზომის ჩანან, რუხი მანქანები კი უბრალოდ ცუდად დანახვადი ხდება. რისკის კატეგორიაში მოხვდა ასევე ლურჯი და მწვანე მანქანებიც.

ყველაზე უსაფრთხო ფერებად სატრანსპორტო საშუალებებისთვის, კვლევის მიხედვით დასახელდა წითელი და თეთრი. ეს არის ნათელი და ნებისმიერ ამინდში თუ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გზაზე კარგად დანახვადი ფერები.





0
3826
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3826
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0