სიცივეების დადგომასთან ერთად ავტომობილის მძღოლებს ახალი თავსატეხი უჩნდებათ დაორთქლილი მინების სახით. თუმცა ზედმეტ ტენთან ბრძოლა არც ისე ძნელია თუ იცით რამდენიმე ძალიან მარტივი ხერხი:
1. მარილი
ჩაყარეთ მარილი ჩაის ცარიელ ქაღალდის პაკეტებში, ან უბრალოდ ქაღალდისგან გაკეთებულ პატარა კონვერტებში. მოათავსეთ პაკეტები ფანჯრებთან ახლოს. რაც მეტი იქნება ამგვარი მარილიანი პაკეტი, მით უკეთესი იქნება ეფეტი, რადგან როგორც იცით, მარილი ტენის შემწოვი საუკეთესო საშუალებაა.
2. კარტოფილი
კარტოფილი გაჭერით რამდენიმე ნაჭრად, გაუსვით მიღებული ნაჭრები მინებზე, შემდეგ გაწმინდეთ სუფთა პირსახოცით. ამგვარად სახამებელი შექმნის ტენისგან დამცავ აპკს.
3. გაზეთი
ფანჯრების ქვეშ გაშალეთ გაზეთის ფურცლები - ისინი ტენს შეიწოვს და მინებიც გადარჩება დაორთქვლას.
4. ლიმონი
გაჭერით ლიმონი შუაზე, წაუსვით მინებზე სალონის მხრიდან, შემდეგ კი სუფთან პირსახოცით ან ქაღალდით კარგად გააპრიალეთ - დატენიანება აღარ მოხდება.
5. ყავა
ოდნავ თავმოხდილ ჩვეულებრივ პოლიეთილენის პაკეტში ან პლასტმასის ჭურჭელში მოთავსებული ყავა გარდა იმისა, რომ ზედმეტ ტენს შეიწოვს, შესანიშნავი არომატიზატორიც არის.
6. საპარსი კრემი
თხელ ფენად წაუსვით ფანჯრებზე საპარსი კრემი, შემდეგ კი სუფთა პირსახოცით ან ქაღალდით გაწმინდეთ. ამგვარად შეიქმნება დაორთქვლისგან დამცავი ბარიერი.
7. პამპერსი
ეს ზემოჩამოთვლილთაგან ყველაზე ეფექტური ხერხია! მანქანის სხვადასხვა კუთხეში მოათავსეთ რამდენიმე გახსნილი პამპერსი. ბავშვის საფენები მანქანასაც შესანიშნავად დაეხმარება...
გთხოვთ, თქვენს თანხმობას. მადლობა წინასწარ.
პატივისცემით, გიორგი
ავტომფლობელთა ინტერესების დაცვის სააგენტოს დირექტორი
T. 559001010