x
image
natia.a
როგორ ასწავლიდნენ ფაშისტები ძაღლებს წერა-კითხვას - შოკისმომგვრელი ფაქტი!
image

გარკვეული რასის წარმომადგენლების მიმართ დაუძლეველი სიძულვვილის მიუხედავად, ნაცისტების ლიდერს ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა ძაღლებს. განსაკუთრებულ სიმპატიას ჰიტლერი ნაგაზების (ცხადია, გერმანული ნაგაზების) მიმართ განიცდიდა.

შესაძლოა სწორედ ამის გამო ჰიტლერმა მხარი დაუჭირა 1930-იან წლებში ძაღლების სპეციალური სკოლის, Tier-Sprechschule ASRA-ს გახსნას. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ამ სკოლაში ძაღლებს ასწავლიდნენ ლაპარაკს, წერას და კითხვას. აქ მთელი ქვეყნიდან დაჰყავდათ საუკეთესოდ გაწვრთნილი ძაღლები. სკოლამ მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე იმუშავა. საბოლოოდ, წერა-კიხვისა და ლაპარაკის მცოდნე ძაღლების "გამოყვანის" იდეა, ცხადია, ჩავარდა, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს ნაცისტებმა მაინც მიაღწიეს.
image

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გერმანელებს სჯეროდათ, რომ ძაღლებს ადამიანებზე არანაკლები ინტელექტი გააჩნიათ და, აქედან გამომდინარე, შეუძლიათ არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ წერა და კითხვაც.

image
ფოტოზე: "უმაღლესი რასის" არქიტექტორი, ადოლფ ჰიტლერი და ევა ბრაუნი ძაღლებთან ერთად ბერგჰოფში სეირნობენ.


image

ძაღლების სკოლა Tier-Sprechschule დაარსდა 1930 წელს, მარგარეტ შმიტის მიერ მისავე სახლში, ჰანოვერთან ახლოს, და ფუნქციონირებდა 1945 წლამდე. ამბობენ, რომ ჰიტლერი ერთგვარი ფანატიზმით ეკიდებოდა იდეას მოსალაპარაკე ძაღლებისა, რომლებიც მთელი სამყაროს დაპყრობას შეძლებდნენ, და ამიტომ მხარს უჭერდა სკოლის არსებობას. ამბობენ, სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული "კურსდამთავრებული" იყო ნაგაზი, რომელსაც შეკითხვაზე "ვინ არის ადოლფ ჰიტლერი?", შეეძლო პასუხად დაეყეფა "მაინ ფიურერი".
image

ჰიტლერს უყვარდა დროის გატარება თავის საყვარელ ძაღლთან, ნაგაზ ბლონდისთან ერთად. იგი ფიურერს 1941 წელს უახლოესმა თანამებრძოლმა, მარტინ ბორმანმა აჩუქა. თუმცა ბლონდიმ საბოლოოდ მაინც ვერ ისწავლა ლაპარაკი. როცა 1933 წელს ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მიიღეს ცხოველებთან ცუდად მოქცევის შესახებ კანონი. აღნიშნული ქმედება 2 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.


image

ნაცისტები ცდილობდნენ განევითარებინათ ტელეპატიური კავშირი ადამიანსა და ძაღლს შორის. მათი მცდელობების შედეგები ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ექსპერიმენტმა არ გაამართლა.
image

ესეს-ის წევრები ოცნებობდნენ, რომ წვრთნის სკოლის "კურსდამთავრებულები" შეცვლიდნენ ადამიანებს და საკონცენტრაციო ბანაკებში მცველებად იმუშავბდნენ.



image
ადოლფ ჰიტლერის ცოლს, ევა ბრაუნს ორი შოტლანდიური ტერიერი ჰყავდა, სახელად ნეგუსი და სტასი. კიდევ ერთი ტერიერი, როლფი წვრთნის სკოლის საოცრება გახდა. ამბობენ, მას თათებით ბგერების დაკვრა შეეძლო (კონკრეტული რაოდენობის დარტყმა კონკრეტულ ბგერას გამოხატავდა), ასევე შეეძლო აზრების გადმოცემა ფილოსოფიაში, პოეზიასა და თეოლოგიაში.
image

ძაღლების სკოლა Tier-Sprechschule ახდენდა ადამიანსა და ცხოველებს შორის განუწყვეტელი კავშირის იდეის პროპაგანდას. გარდა იმისა, რომ ძაღლებს გერმანული ბგერების წარმოთქმას ასწავლოდნენ, გარკვეულ წარმატებებს ნაცისტებმა მაინც მიაღწიეს. ამის ცოცხალი მაგალითია როლფი, რომელიც გარკვეულ ბგერებს გამოსცემდა. ფოტოზე აღბეჭდილია ევა ბრაუნი და ბლონდი. სხვათა შორის ევას არ უყვარდა ეს ნაგაზი, რადგან ეჭვიანობდა მასზე.
image







0
1458
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0