x
image
natia.a
10 სამხედრო ოპერაცია, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეეძლო
image
კონკრეტული ომისა თუ კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობების განხილვისას ხშირად გენიალური გეგმები იბადება. მაგრამ ზოგჯერ ამგვარი გენიალური გეგმებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხორციელდება. ცუდია თუ კარგი ეს - ამ საკითხზე ცხადია, მხოლოდ მსჯელობა შეიძლება, გადაჭრით პასუხს კი ალბათ ვერასოდეს მივიღებთ. მაგრამ რა მოხდებოდა თუ ამგვარ ოპერაციებს ბოლომდე მიიყვანდნენ? ქვემოთ გთავაზობთ 10 სამხედრო ოპერაციას, რომლებიც სრულიად შეცვლიდნენ ისტორიას ბოლომდე რომ განეხორციელებინათ.

1. ვარშავის საკითხი
image

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიამ ვარშავა აიღო. ქალაქის მაცხოვრებლები, ცხადია, წინააღმდეგობას უწევდნენ. ეს წინააღმდეგობა ვარშაველებისგან, განსაკუთრებით ებრაული ნაწილისგან რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა. ჰიტლერსა და მის მრჩეველებს ეს ყველაფერი ძალიან რთულ და ხანრგძლივ პროცესად მოეჩვენათ, ამიტომ გადაწყვიტეს უბრალოდ აღეგავათ პირისაგან მიწისა ვარშავა და მის ადგილზე აეშენებინათ ახალი, "უფრო გერმანული" ქალაქი.


თუმცა სანამ ამ გეგმის განხორციელება მოხდებოდა, წითელმა არმიამ მანამ შეძლო ვარშავის გათავისუფლება და საერთოდ, განადგურებისგან ხსნა.


და რა მოხდებოდა ჰიტლერის გეგმა რომ განხორციელებულიყო? პოლონეთს ხელახლა მიუწევდა დედაქალაქის აშენება, ამ სტატუსს კი დროებით კრაკოვი მიიღებდა. ამას გარდა, ჰიტლერს რომ ახალი გერმანული ქალაქი აეშენებინა, სამყარს მოევლინებიდა ერთადერთი ქალაქი, რომელშიც ყველგან ნაცისტური ნიშნები იქნებოდა გამოსახული, როგორც ეს გეგმაში იყო გაწერილი.

2. სამხედრო ტყვეების გათავისუფლება ვიეტნამში
image

80-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიეტნამის ომის ზოგიერთი სამხედრო ტყვე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ვიეტნამსა და ლაოსში. ტყვეების გადარჩენის ოპერაციის დაგეგმა და განხორციელება დაევალა არმიის ელიტად მიჩნეულ რაზმს, სახელწოდებით "დელტა".

ოპერაცია ორჯერ დაიგეგმა და ორივეჯერ უკანასკნელ წუთებში გადაიდო. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ყოფილმა ვეტერინარმა, ბო გრიცმა დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა და დაიქირავა ამერიკელი და ლაოსელი პროფესიონალები, რომლებიც გაემგზავრნენ ჯარისკაცების გასათავისუფლებლად. ეს საიდუმლო ოპერაცია წარუმატებელი გამოდგა. დაქირავებულები მაშინვე დაიჭირეს. მეორე ვიეტნამის ომის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ გადადო "დელტას" ოპერაცია, რადგან გრიცის მოქმედებით ზურგში მყოფ სამხედრო ტყვეების მიმართ ყურადღება გამძაფრდა. ამგვარად, გრიცმა საქმეს უფრო მეტი ზიანი მოოუტანა, ვიდრე სარგებელი, მიუხედავად კეთილი განზრახვისა.

"დელტა" - სამხედრო დაჯგუფებებს შორის საუკეთესოდ არის მიჩნეული. მის მიერ ჩატარებული ოპერაციების უმრავლესობა საკმაოდ წარმატებულია და რომ არა გრიცის მცდელობა, დამოუკიდებლად მოეგვარებინა საქმე, ვიეტნამში ჩარჩენილი ბევრი სამხედრო ტყვე დაბრუნებული იქნებოდა აშშ-ში.

3. ოპერაცია "Downfal"
image

ატმურ ბომბზე უარის თქმის შემთხვევაში მოკავშირეებს იაპონიის აღებისთვის სარეზრვო გეგმა დასჭირდებოდათ. თავდასხმის ოპერაციას "Downfall" უწოდეს. 1945 წლის ოქტომბერში სამხრეთ კუნძულ კიუსიუდან დაწყებული, ჯარი თანდათან წინ უნდა წაწეულიყო. წინასწარი გათვლებით აღნიშნული გეგმის განხორციელების შემთხვევაში ამერიკა ამ ოპერაციის დროს დაახლოებით 250-დან 400 ათასამდე ადამიანს დაკარგავდა. შესაბამისად, დანაკარგის მოლოდინში დამზადებული იქნა 500 ათასი ალისფერი გული - მედალი საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. მეორე მსოფლიო ომიდან უკვე 70 წელი გავიდა და ამ ხნის მანძილზე აშშ-ს არმიაში სამხედრო მოსამსახურეთა მთლიანმა დანაკარგმა ჯერ კიდევ ვერ გადააჭარბა "Downfall"-ის სავარაუდო მსხვერპლთა რიცხვს. 2003 წელს ჯერ კიდევ დარჩენული იყო 120 ათასი მედალი.


როცა ტრუმენმა სავარაუდო დანაკარგის გათვლები შეიტყო, გადაწყვიტა, რომ ოპერაცია ამად არ ღირს. იაპონიამ კი კაპიტულაცია გამოაცხადა სექტემბრის დასაწყისში, გაცილებით ადრე, ვიდრე ოპერაცია დაიწყებოდა.



სამხედრო დეპარტამენტის მიერ დამზადებული 500 ათასი ალისფერი გულის უმეტესობა "Downfall"-ის განხორციელების შემთხვევაში ნამდვილად იპოვნიდა თავის პატრონს - დაიხოცებოდა წარმოუდგენელი რაოდენობით ჯარისკაცი. ამას გარდა, იაპონიაში შეჭრა რომ მომხდარიყო, თუ გავითვალისწინებთ საბჭოთა ჯარების შეჭრასაც ჩრდილოეთიდან, იაპონია გახდებოდა აშშ-ს, სსრკ-სა და ჩინეთს შორის სადავო ტერიტორია.

4. ოპერაცია "Vegetarian"
image

მეორე მსოფლიო ომის დროს, დიდმა ბრიტანეთმა ერთი საკმაოდ არასტანდარტული გადაწყვეტილება მიიღო. ასე გაჩნდა ოპერაცია "Vegetarian" 1942 წელს: გერმანიის მინდვრებში გაშვებული მსხვილფეხა პირუტყვი უნდა დაინფიცირებულიყო ციმბირული წყლულით, რასაც შედეგად მილიონობით სიკვდილი და საწარმოო დეფიციტი მოჰყვებოდა.


სინამდვილეში ეს ოპერაცია საბოლოო ჯამში თავად დიდ ბრიტანეთის წინააღმდეგ მობრუნდებოდა. გეგმის თავდაპირველი ტესტირებამ არც ისე კარგად ჩაიარა, შედეგები სერიოზულად განსხვავდებოდა ჩაფიქრებულისგან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამხედრო ხელმძღვანელი მხარს უჭერდა, ოპერაცია არ იქნა განხორციელებული.

თუ ციმბირული წყლულის გავრცელება მოხდებოდა, მისი თავისებურებების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მსხვერლი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ნავარაუდები ტერიტორიით, დაიღუპებოდა უამრავი ადამიანი, რომ აღარაფერი ვთქვათ პირუტყვის განადგურებაზე.

5. ოპერაცია "Huele a Quemado"
image

1977 წელს პანამის გენერალი ომარ ტორიხოსი და ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ პანამის არხის ზონის დაბრუნების შესახებ, რომელიც იმ დროისთვის ამერიკის კონტროლის ქვეშ იყო. დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ კარტერი დათანხმდა ტერიტორიის პანამისთვის დაბრუნებაზე, რაც შესრულდა კიდეც. თუმცა, მოლაპარაკების შედეგი სხვაგვარი რომ ყოფილიყო, ტორიხოსი აამოქმედებდა სარეზერვო გეგმას, რომელიც უკვე მომზადებული ჰქონდა, კოდური სახელწოდებით "Huele a Quemado". აღნიშნული გეგმა გულისხმობდა სადავო ტერიტორიის მთლიანად განადგურებას, რადგან გენერალი ფიქრობდა, რომ აღნიშნული ტერიტორია ან პანამის უნდა ყოფილიყო, ან არავისი.

გადაწყვეტილება ერთხმად დამტკიცდა და ხელი მოეწერა აშშ-ს კონგრესში, რადგან არავის სურდა უძვირფასესი სავაჭრო გზის განადგურება.

ამ არხზე ყოველწლიურად რამდენიმე ასობით მილიონი ტონა საქონელი გადის, რაც უმნიშვნელოვანესია ყველა კონტინენტისთვის. არხის აფეთქება რომ მომხდარიყო, საზღვაო ვარჭრობას დიდი ზიანი მიადგებოდა. ასე რომ, კარტერი გაცილებით მეტს დაკარგავდა ამ შეთანხმებაზე რომ არ დათანხმებულიყო.

6. ოკეანისპირეთის არმია
image

ახალი სამიზნის ძიებაში ნაპოლეონმა ყურადღება მიაქცია ძველ მტერს - ინგლისს. მესამე კოალიციის ფორმირებამდე ცოტა ხნით ადრე ნაპოლეონი მუშაობდა ოკეანისპირა არმიის შექმნაზე, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ინგლისის ტერიტორიაზე შეჭრა. ორასი ათასი ჯარისკაცი გადიოდა წვრთნას ბულონში, რათა აღნიშნული არმიის რიგებში შესულიყვნენ.

მაგრამ ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწერა: ჯერ იყო და საფრანგეთმა დაკარგა ადმირალი, რომელსაც მომავალი არმიის ხელმძღვანელობა უნდა ეტვირთა - ტუბერკულოზი დაემართა და გარდაიცვალა. შემდეგ უზარმაზარი საბრძოლო გემები ტესტირების დროს, ნაპოლეონის თვალწინ ჩაიძირა. მაშინ ნაპოლეონმა გადაწყვიტა ისტორიაში პირველად გამოეყენებინა საჰაერო თავდასხმა. სცადა კიდეც, მაგრამ ინგლისისთვის წინასწარ გახდა ცნობილი ნაპოლეონის გეგმები და მომზადებული დახვდა. ფრანგები ვერ აღმოჩნდნენ სათანადოდ მომზადებულები და ინგლისმა არა მხოლოდ თავიდან აიცილა შეტევა, არამედ თავად მიიტანა იერიში ფრანგულ ფლოტზე და შეინარჩუნა ზღვაზე ბატონობა.

ნაპოლეონის გეგმა რომ განხორციელებულიყო, ეს იქნებოდა ისტორიაში პირველი საჰაერო შეჭრა. ისტორიკოსები თვლიან, რომ ნაპოლეონს ყველა პირობა ჰქოდა ინგლისის ხელში ჩასაგდებად, რომ არა ინფორმაციის გაჟონვა.

7. ოპერაცია "Northwoods"
image

კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ამერიკის მთავრობას გაუჩნდა ეჭვი, რომ კუბაში ფიდელ კასტროს მმართველობა აშშ-ს სასიკეთოს არაფერს უქადდა. ამერიკელმა სამხედროებმა გადაწყვიტეს მოესყიდათ ლოალური კომუნისტები მაიამიდან და მიეცათ მათთვის არეულობის პროვოცირებისთვის საკმარისი იარაღი. ეს დაადასტურებდა, რომ კასტრო ნამდვილად გეგმავდა აშშ-ზე თავდასხმას, რაც ხელ-ფეხს გაუხსნიდა აშშ-ს კუბაზე თავდასასხმელად, შესაძლებელია მოკავშირეების ჯარებთან ერთადაც კი.

როცა პრეზიდენტმა კენედიმ ამის შესახებ შეიტყო, ძალიან გაბრაზდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოზე და სამხედროებზე იმის გამო, რომ მათ მოქალაქეები გამოიყენეს თავიანთი მიზნისთვის. შესაბამისად, ოპერაციამ მწვანე შუქი ვერ მიიღო.

კუბაში შეჭრა, თუ ეს არაფრით არ იქნებოდა პროვოცირებული, ამერიკის ხელისუფლების კომპრომეტაციას მოხდენდა, ხოლო თუ დადასტურდებოდა, რომ კუბა მართლა გეგმავდა თავდასხმას, მაშინ აშშ საერთაშრისო თანამეგობრობისგან სრულ მხარდაჭერას და მოქმედების თავისუფლებას მიიღებდა. ამ შემთხვევაში, კუბის მიმართ მეგობრულად განწყობილი სსრკ-ც კი ვერ შეძლებდა მის დასახმარებლად გამოსვლას. ასე რომ, ოპერაცია "Northwoods" რომ განხორციელებულიყო, ისტორიაში გაჩნდებოდა კუბა-ამერიკის ომი, რომელშიც კუბა, რომელსაც საკმაოდ მცირერიცხოვანი არმია ჰყავდა, ნამდვილად დამარცხდებოდა.

8. ოპერაცია "Vulture"
image

1954 წელს ფრანგები დაკავებულნი იყვნენ ინდოჩინეთის ტერიტორიის დაცვით პარტიზანი კომუნისტებისგან. არმია არაქათგამოცლილი იყო და ფრანგებმა გადაწყვიტეს დახმარებისთვის ამერიკელებისთვის მიემართათ. ფრანგული ჯარის მეთაური ვაშინგტონში გადაფრინდა პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან პირადად სასაუბროდ. ფრანგმა გენერალმა ამერიკის პრეზიდენტს შეზთავაზა გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიეტნამში ახალი "ჰიროსიმა" უნდა მოეწყოთ: ამერიკას აქ ერთდროულად სამი ატომური ბომბი უნდა ჩამოეგდო. თუმცა, საბედნიეროდ, აშშ-ს პრეზიდენტმა უარი განუცხადა საფრანგეთს.


გეგმის მიხედვით ატომური იარაღის გამოყენება უნდა მომხდარიყო სამი ძირითადი კომუნისტური ქალაქის წინააღმდეგ, რასაც, ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რა საშინელი შედეგები მოჰყვებოდა.


9. ოპერაცია «Rubber»
image

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ვიშის მმართველობა დამტკიცდა, გერმანული თვითმფრინავები სამხრეთ ამერიკის დიაპაზონში აღმოჩნდნენ აფრიკის ბაზებიდან და საკმაოდ მდიდარ ბრაზილიას დაადგეს თვალი. აშშ-ს ხელისუფლებამ ივარაუდა, რომ მოსკოვში დამარცხების შემდეგ ცხელ გულზე გერმანია დასავლეთს შეუტევდა, და პერლ-ჰარბორის ამბების შემდეგ ბრაზილიის აღების გეგმა საკმაოდ საიმედო გეგმად მიიჩნია. აშშ-ს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ ცნობილი გახდა ზოგიერთი ბრაზილიელი დიქტატორის ლოიალური დამოკიდებულება ნაცისტების მიმართ. ბრაზილიის სამხედრო ძალები ამ დროსთვის ძალიან სუსტი იყო, ამიტომ შედგა მისი აღების დეტალური გეგმა.

თუმცა, აღნიშნული გეგმა არ განხორციელებულა, რადგან ბრაზილიამ დროულად მიიღო გადაწყვეტილება: ნაცისტებს მოკავშირეებთან ყოფნა არჩია და ამერიკელებს გაუხსნა ავიაბაზებთან წვდომა.


აშშ-ს მყარი საფუძველი ჰქონდა ნაცისტების მიმართ ბრაზილიის სიმპათიები სახიფათოდ მიეჩნია, ამერიკის შეჭრის შემთხვევაში ბრაზილიას შესაძლოა გერმანიისთვის ეთხოვა დახმარება. ასე რომ, ოპერაცია რომ დაწყებულიყო, სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომის ისტორია მიიღებდა მესამე ფრონტს, ამჯერად სამხრეთ ამერიკაში.


10. ოპერაცია "Tannenbaum"
image

ნეიტრალიტეტის მიუხედავად, შვეიცარია ნებისმიერ წუთს ელოდა თავდასხმას და თავდაცვის არმიის გასაზრდელად სამხდრო სამსახურის ასაკი 60 წლამდე გაზარდა. ჰიტლერმა პირობა დადო, რომ პატივს სცემდა ნეიტრალიტეტს, მაგრამ შვეიცარიელები დიდად არ ენდობოდნენ მის სიტყვას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფიურერმა იერიში მიიტანა არამტრულ ქვეყნებზე, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი. ამას გარდა, იტალიელ დიპლომატს ჰიტლერმა განუცხადა, რომ მისი აზრით, შვეიცარიას პოლიტიკურ სისტემაში ყველაზე საშინელი ადამიანები ჰყავდა და ახალი გერმანიის დაუძინებელი მტერი იყო.

რატომ არ განხორციელდა ოპერაცია დღემდე გამოცანად რჩება. ჰიტლერს ნებისმიერ დროს შეეძლო შვეიცარიაზე თავდასხმა, მაგრამ არ გასცა ეს ბრძანება. ეს შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო მოკავშირეების ძალების ჩრდილოეთ აფრიკაში გამოსხმასთან, საბჭოთა კავშირთან, ან იმ ფაქტთან, რომ შვეიცარიის თითქმის ყველა სახლში იყო იარაღი და ჯარში გაწვეული იყო ყველა მამაკაცი - ეს შესამჩნევად შეუძლიდა ხელს ქვეყნის აღებას და გერმანიის ჯარსაც დაასუსტებდა.

აღნიშნული გეგმა რომ განხორციელებულიყო, გერმანიას გარკვეული პრობლემები წარმოექმნებოდა. გერმანელთა დიდი ნაწილი ნეიტრალური ქვეყნების დაპყრობის წინააღმდეგი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო მოქმედებებს შეიძლება მასობრივი კრიტიკა და დაუმორჩილებლობა გამოეწვია. პრობლემები იმდენად დიდი იქნებოდა, რომ, ზოგიერტი ისტორიკოსის აზრით, საგრძნობლად დაასუსტებდა გერმანიას.


1
3031
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3031
  
2018, 31 დეკემბერი, 7:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1