x
image
რუსუდან ნადირაშვილი
კოტე მათითაშვილი: ოპერაციების მეშინია და საკუთარ თავზე გადატანა არ მინდა...

image


პლასტიკური ქირურგი, რომელსაც ხუთი ათასამდე რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაცია აქვს ჩატარებული, გადაცემა „ექიმების“ წამყვანი, მედიცინის დოქტორი კოტე მათითაშვილი 7 მაისს იუბილარი იყო.
.
როგორ და ვისთან ერთად გაატარა ეს დღე, ამის შესახებ ექიმი Funtime-ს უყვება.
.
- დაბადების დღე არ აღმინიშნავს, რადგან დილის 9 საათიდან საღამოს 9-მდე სამსახურში ვიყავი. ასე რომ, ჩემმა დაბადების დღემ სამუშაო რეჟიმში ჩაიარა. ოპერაციაც ჩავატარე. შემდეგ კი ტელევიზიაში, გადაცემის ჩაწერა მქონდა. დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიცია არც მაქვს. ჩემთვის დაბადების დღეა ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მაქვს და მეგობრების გარემოცვაში ვარ.
- თქვენს დაბადების დღეზე ყოველთვის ასეთი დაკავებული ხართ?
- როცა 7 მაისი სამუშაო დღეს ემთხვევა, ყოველთვის ასე ხდება. სამწუხაროდ, ექიმებს იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ დაბადების დღეები აღვნიშნოთ. იუბილესთან ღამით შეხვედრა ახლა მოდურია, მაგრამ ამ ასაკიდან გამოვედი.
- საჩუქრები თუ მიიღეთ?
- ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი სოციალური ქსელით 2000 ადამიანის მოლოცვა იყო.
- 43 წლის შესრულდით. ასაკის მატება რას ცვლის თქვენში?
- არაფერი არ შეცვლილა. 4 პლუს 3 შვიდია, რაც ჩემი ციფრია და ვფიქრობ, კარგი წელი მელოდება.
- ასაკი რომ არ გეტყობათ, ამას, ალბათ, ხშირად აღნიშნავენ. ეს რისი დამსახურება გგონიათ?
- კი, ხშირად აღნიშნავენ და იმასაც მეკითხებიან, სახეზე რამე ხომ არ გაქვს გაკეთებულიო. ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, თუმცა გეტყვით, რომ საკუთარ გარეგნობაში ხელოვნურად არაფერი შემიცვლია. სიგარეტს არ ვეწევი, სუფთა ჰაერზე სიარული მიყვარს და ბევრ წყალს ვიღებ. გარდა ამისა, ჩემი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაცაა.
- როცა საჭიროება მოითხოვს, სახეზე ნაოჭებს არ გაიქრობთ?
- არა, რადგან ოპერაციების მეშინია და საკუთარ თავზე გადატანა არ მინდა. ჯანსაღი ცხოვრების წესი მიყვარს და ვიზუალური თვალსაზრისით ეს მინარჩუნებს პოზიტიურ მუხტს.
- დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ?
- ბევრი მუშაობა და ზაფხულში კარგი დასვენება.
0
29
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0