საზოგადოება მომღერალი მარიამ ელიეშვილი ბიზნესმენზე დაქორწინდა და ამერიკაში გადადის 20 მაისი, 19:41 . ცნობილი ქართველი ახალგაზრდა მომღერალი მარიამ ელიეშვილი სულ ახლახან დაქორწინდა. სოციალურ ქსელებში მათი ქორწილის ამსახველი ფოტოსურათებიც კი გავრცელდა, სადაც წყვილი თაიგულთან ერთადაა გადაღებული და მათ საქორწინო სამოსი აცვიათ. მომღერალი მშვენიერ თეთრ კაბაშია გამოწყობილი. პოპულარული მომღერალი მარიამ ელიეშვილი ახლახან დაინიშნა. მისი რჩეული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილია, ამიტომაც მარიამის შემდგომი გეგმები სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება, თუმცა კარიერის მიტოვებას არ აპირებს – მისი მომავალი მეუღლე მოტივირებულია, რომ მომღერალს ყველანაირად შეუწყოს ხელი. მარიამი უკვე ახალ სიმღერებზეც მუშაობს. წყვილი ქორწილის გადახდაზეც ფიქრობს, თუმცა ჯერ საბოლოო დეტალები დაზუსტებული არ არის. , “როგორ უხდებით ერთმანეთს” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები პოსტზე სადაც მომღერალი მარიამ ელეიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს. . როგორც ჩანს მარიამის ქმარი ბიზნესმენია და ამ ეტაპზე საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება. მისი ვინაობა არსად გაჟღერებულა, თუმცა მედიასაშუალებებში წერენ, რომ მისი მეუღლე ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. სად გაიცნო მომღერალმა რჩეული, ან როგორ მოახერხა მისი გულის მონადირება, ეს ჯერჯერობით უცნობია. , თუმცა, მანამდე წინა წლებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მარიამ ელიეშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის რჩეული იყო. ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლაშა ბექაურმა ამ მომღერალს საკმაოდ ემოციური ლექსი ერთერთ გადაცემაში მიუძღვნა, .. ამას მოჰყვა ჭორები, რომ შესაძლოა ისინი დაქორწინებულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით ელიეშვილმა რამდენჯერმე განმარტა, რომ ლაშასთან მეგობრობს და სხვა არაფერი აკავშირებს. . ინტერვიუ დიდი მადლობა მოლოცვისთვის!.. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გაიზიარა ჩვენი ბედნიერება. უამრავი ადამიანის სითბო, სიყვარული და კომენტარები მივიღეთ. მეც და გიორგისაც გვინდოდა მადლობის გადახდა ყველა მათგანისთვის. დიდი სიყვარული და პატივისცემა გვინდა დავუდასტუროთ თითოეულს. მე და გიორგიმ ერთმანეთი საერთო სამეგობროში გავიცანით. შემდეგ პერიოდულად ერთმანეთს ვხვდებოდით ხოლმე ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩემს კონცერტებზე. იქ ჩამოდიოდა ხოლმე გიორგი ჩემს ღონისძიებებზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დავაგვირგვინეთ ნიშნობით, რომელიც თბილისში, ოქტომბრის ბოლოს შედგა. როგორი იყო ნიშნობა? დაუვიწყარი და ძალიან ლამაზი. ჩვენი ოჯახის წევრებიც ჩართულნი იყვნენ და მაქსიმალურად ეცადნენ, რომ უამრავი ლამაზი დეტალით ყოფილიყო გაფორმებული… რა თვისებებით მოიხიბლეთ თქვენ და გიორგი რას ამბობს, თავად ყველაზე მეტად რით მოხიბლეთ? გიორგის აქვს ყველა ის თვისება, რაც მამაკაცს უნდა ჰქონდეს, არის გულიანი, მოსიყვარულე, თბილი, ვაჟკაცური, ყურადღებიანი… გიორგიც ამას ამბობს და ამას ვერ ავუვლით გვერდს, რომ როცა ერთმანეთი ვნახეთ და თვალის კონტაქტი შედგა, პირველ რიგში, ვიზუალურად მოგვეწონა ერთმანეთი, მაგრამ შემდეგ იმდენი ღირსება და თვისება აღმოვაჩინეთ ერთმანეთში, რომ ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაამყარა პირველი ეფექტი. გიორგი აღნიშნავს, რომ მისთვის სასიამოვნო იყო, როგორი ურთიერთობა მქონდა დედასთან და რა პატივისცემით ვსაუბრობდი მასზე. მანამდე ჩემი ინტერვიუებიც უნახავს და ჩემზე ამითაც შეექმნა შთაბეჭდილება. ერთმანეთს პირველად რომ ვკითხეთ, რით მოვიხიბლეთ, ეს დაასახელა. ალბათ, თავადაც კარგი დამოკიდებულება აქვს დედასთან… გიორგის დედასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. მისი დედიკო ჩემი კარგი მეგობარია და ჩემს დედასთანაც გიორგის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. საერთო ღირებულებები გვაქვს, საერთო ინტერესები და ერთნაირ რაღაცებს ვცემთ პატივს… მართალია, რომ აშშ-ში აპირებ საცხოვრებლად გადასვლას? ყველა შემთხვევაში მომიწევს გადასვლა იქ, სადაც ჩემი მეუღლე იქნება. დროებით აქ ვარ და ვაგრძელებ კარიერას, მაგრამ გიორგი წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. მეც ჩემი მეუღლის გვერდით ვიქნები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ არ ჩამოვალთ ხოლმე. ხან აქეთ ვიქნებით, ხან იქით, მაგრამ ჩვენი ძირითადი საცხოვრებელი ამერიკა იქნება. 296 1-ს მოსწონს
|