საზოგადოება "მორატორიუმი ყველანაირ გადასახადზე! გაწყდა ხალხი! ნუ ხლართავთ ივანიშვილის ზურგს უკან!" - მაროშკინა 14 ივნისი, 22:22 . ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მორიუგ სკანდალურ პოსტს ავრცელებს. . “ოცნება” ! საარჩევნო წელია, დაუშვით ამ ზაფხულს მორატორიუმი ყველანაირ გადასახადზე! გაწყდა ხალხი! მივმართავ მავანთ! ნუ ხლართავთ ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან! შეეშვით მცირე ბიზნესს, თორემ სიკეთით არ დამთავრდება!!! ამას იმისთვის ვწერ, ვინც უნდა წაიკითხოს!!მოგეხსენებათ რა მძიმე მეტეოროლოგიური პირობები გვაქვს ზაფხულში!სასტუმროები და რესტორნები ცარიელია! ჯერ მიტინგები, მერე წვიმები, მეწყერი, სეტყვა და ა.შ. არადა კოლექტივს უნდა ხელფასები! ოჯახები ყავთ სარჩენი, ზაფხულის სეზონი 2 თვემდე შემცირდა, ანალოგიურად ზამთრის. და აი, არგახსნილ, ჯერ “არამოქოქილ” ობიექტებზე იწყება ნადირობა- მუსიკის ლიცენზიით დაწყებული, ათასი ჯურის შემოწმებით დამთავრებული!როგორ უნდა გადავიხადოთ ამ ორ თვეში 24 თვის ბანკი, ხელფასი და გადასახადები? მერე გიკვირთ რატომ გაძვირდა ხაჭაპური! - წერს პოლიტოლოგი მოროშკინა. . შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე წელია ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და პიარტექნოლოგი ლალი მაროშკინა დედაქალაქიდან საცხოვრებლად კახეთში გადავიდა. მან ქალაქ სიღნაღში რამდენიმე სახლი შეიძინა და მცირე სასტუმროები გახსნა. 626 1-ს არ მოსწონს
|