x
image
რუსუდან ნადირაშვილი
გიორგი ნაზღაიძე საცხოვრებლად „პრაიმ ჰაუსში“ მოგებულ ბინაში გადავიდა?
image

.

ქართველი ტელეწამყვანი და მოდელი გიორგი ნაზღაიძე მცირე ხნის წინ ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მოგეხსენებათ ეს ბინა მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყველაზე პოპულარულ რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსის“ პირველ სეზონში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში გიორგი ნაზღაიძე დამოუკიდებლად ცხოვრების შესახებ ვრცლად საუბრობს:


.

„დაახლოებით ოთხი თვეა, რაც ცალკე გადავედი საცხოვრებლად. ბინაში დავასრულე რემონტი, მოვაწყვე ჩემი გემოვნებით და მშვიდად დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება…

ყველას უყვარს ჩემთან მოსვლა. თავად ვალაგებ, ვასუფთავებ და საჭმელსაც მე ვაკეთებ. კვირის ბოლო მაქვს გამოყოფილი სახლის სრულიად დალაგებისთვის და გადასარევად ვართმევ თავს. ასე რომ, დიასახლისობაც კარგად გამომდის და დამოუკიდებლად ცხოვრებაც. დაღლილი რომ მივდივარ ჩემს მყუდრო, პატარა სახლში, სულიერად ვისვენებ…“ - აღნიშნავს ნაზღაიძე.

0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0