x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
კოალიციური მთავრობის მოდელის რატომ გწამთ? - "ნაცებმა" რამდენიმე წელში დაშალეს,"ოცნებამაც" და რაღა ახლა გაამართლებს?
image

.

ხშირად ისმის რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს და იმ ამომრჩევლებს, რომელთაც ხელისუფლება არ მოსწონთ დიდ იმედს უჩეთ კოალიციური ხელისუფლების მოდელი. არადა ასეთ საზოგადოებას ავიწყდება, რომ წუახლოეს წარსულში ყოველთვის კოალიციური ხელისუფლება მოდიოდა და მალევე კრახს განიცდიდა.

.

მიხეილ სააკაშვილიც 2003 წელს კოალიციით მოვიდა, მაგრამ წელიწადსა და 2 თვეში ჟვანია მოკლა, ბურჯანაძეც მალე ჩამოიცილა და აბსოლტური უპირატესობა დაიტოვა. გადაიქცა დიქტატორად და სრული მონოპოლია დაიტოვა.

.

იგივე მოხდა 2012 წელსაც. პირველ არჩევნებზე ქართული ოცნება კოალიციური მოდელით მოვიდა, თუმცა ნელნელა რესპუბიკელებიც ჩამოიშორეს, ალასანიას პარტიაც და ყველა სხვა დანარჩენიც. საააკაშვილის მსგავსად მეორე საარჩევნო ვადაში ქართული ოცნებაც ნაციონალური მოძრაობის კვალს გაჰყვა და დამოუკიდებლად ჩაიგდო სახელისუფლებო სადავეები. 2016 წლიდან ქართულ ოცნებას აღარაფერში დასჭირდა კოალიციური მმართველობა. ერთპიროვნულად მოვიდა ხელისუფლებაში.


.

თუკი წინ გვაქვს ნათელი მაგალითები, სადაც ჩანს, რომ არცერთ სხვა შემთხვევაში საქართველოში კოალიციურმა მთავრობამ არ გაამართლა და მათ შორის ყველაზე ძლიერი ყოველთვის ცდილობდა წვრილი პარტიების დაჩაგვრას, მათ ჩაჩოჩებას და სადავეების ხელში ჩაგდებას, მაშინ რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ ახლა იმედის თვალით ვუყუროთ ოპოზიციის გამარჯვებას იმ იმედად, რომ კოალიციური ხელისუფლება დაკომპლექტდება და ეს საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის დადებითი იქება???

.

ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ გვაქვს გარანტია, რომ ამჯერად გამარჯვებული ოპოზიცია მეორე წელს არ დაშლის წვრილ პარტიებს და ხელში ისევ ნაციონალური მოძრაობა არ შეგვრჩება კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნებული? არადა, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა და რეალობისგან არცთუ ისე შორს...

0
144
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0