Giga Makarashvili შენ რაღა დაგემართა მეგობარო?
- ნანიკო ხაზარაძე Giga მიკვირს. სხვას იმეტებენ და მაკას ვერ ეკარებიან. მხოლოდ ფენომენი მინტერესებს. ასე იწყება პოსტი - საინტერესო რამ გამოიკვეთა !!!!
საზოგადოება მაკა ასათიანი პრემიერის გვერდით გამოჩნდა - „მაკას ვერავინ უბედავს დაბულინგებას“ - ნანიკო ხაზარაძე 23 ოქტომბერი, 18:19 გუშინ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კომპანია Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელმა მაკა ასათიანმა. პრეზენტაციას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო იშვიათი ღონისძიება, სადაც ასათიანი სიტყვით გამოვიდა. მის ამჟამინდელ საქმიანობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, მაკა საქართველოში მხოლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ჩამოდის. ისიც ისე, რომ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს... . ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ასათიანის გუშინდელ გამოჩენას პოსტით ეხმაურება, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ეხმაურება: . "საინტერესო რამ გამოიკვეთა, მაკა ასათიანს ვერავინ უბედავს რამის თქმას, დაბულინგებას, ჭკუის სწავლებას და ა.შ ♡ფოტო ილუსტრაციისთვის, მიყვარხართ" - წერს ნანიკო, რომლის საპასუხოდ ვკითხულობთ: ნატალია ქუთათელაძე: უკეთილშობილესი ადამიანია. სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია მთელი ცხოვრება! ვიკა ბუკია: ნუ ამ პოსტის მერე დააბულინგებენ. რას ერჩოდი ნინია კაკაბაძე: მაკა ასათიანისგან სხვას არაფერს ველი, ისე როგორც ბაბი კირკიტაძისგან. შენც არავინ გაბულუნგებს ნანიკო დღემდე რომ იმედზე მუშაობ, შეამჩნიე? მარიკა ბაკურაძე: მიყვარს, ბაბლი შერჩევითი სამართლის დოქტორად რომ გვევლინება ნინო დარასელი: იმიტომ არ, "აბულინგებენ", რომ მსგავსს არასდროს დაწერდა. თემურ თათარაშვილი სამწუხაროდ ათრიეს მანქურთებმა ირაკლი წულაია ძალიან მარტივად ავხსნი, რატომ არ აკრიტიკეს მაკა ასათიანი: კონკრეტული პროექტის პრეზენტაციაზე იყო მისული და არასდროს არსად არ დაუჭერია ქართული კოშმარისთვის მხარი, სწორედ ამიტომ არ გადაუარეს მას ! . Giga Makarashvili შენ რაღა დაგემართა მეგობარო?
Natalia Kutateladze უკეთილშობილესი ადამიანია. სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია მთელი ცხოვრება!
78 შეფასება არ არის
|