x
image
რუსუდან ნადირაშვილი
მეჰრიბანი ილჰამ ალიევის ჩამოგდებას გეგმავს, რის შემდეგაც პრეზიდენტად ის ჩაითვლება – დაპირისპირება ცოლ–ქმარს შორის?
image

.

ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სახმელეთო საზღვარი დღემდე არ გახსნა და მიზეზად კორონა-ვირუსისგან თავის დაცვას ასახელებს, აზერბაიჯანია. ჰო, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, სადაც მოხვედრა ავტომობილითა თუ ფეხით, წარმოუდგენელია, იქ მხოლოდ გადაფრენაა შესაძლებელი. რა არის ამის მიზეზი? ერთი შეხედვით, სისულელეა კორონა-ვირუსის გამო სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა, მითუმეტეს, რომ თუნდაც ბოლო კვირის მონაცემებით, აზერბაიჯანში ვირუსით არათუ არავინ არ გარდაცვლილა, არამედ არავინ არ დაავადებულა, ანუ ქვეყანაში ვირუსი უბრალოდ არ არის. მთავარი მიზეზი, რის გამოც საზღვარია ჩაკეტილი, ილჰამ ალიევის შიში გახლავთ. შიში იმისა, რომ გადატრიალებას მოუწყობენ და აჯანყების სათავეში… მისი ცოლი, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, მეჰრიბან ალეივა იქნება.

.


ალიევების წყვილი, საზოგადოებაში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ცოლ-ქმარი თითქმის სულ ერთად არიან, ერთმანეთს საჯაროდ თბილად უღიმიან, ფარულად თუ მალულად ეფერებიან კიდეც, სინამდვილესი კი, მათ შურის უმწვავესი დაპირისპირებაა და როგორც იქაურები ამბობენ, შორს არ არის ის დრო, როცა მეჰრიბან ხანუმი ქმარს გადატრიალებას მოუწყობს და სათავეში თავად მოვა. ამის თაობაზე, აზერბაიჯანის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ძალოვანმა გვითხრა და დეტალებიც აგვიხსნა.

.
მეჰრიბან ალიევა (ქალიშვილობის გვარი ფაშაევა) გავლენიანი ოჯახის შვილი გახლდათ. მისი ბაბუა მამის მხრიდან, მირ ჯალალი ფაშაევი, აზერბაიჯანელი მწერალი და ლიტერატურის მცოდნე იყო. იგი ირანელი აზერბაიჯანელი გახლდათ, რომელიც არდებილში დაიბადა და შემდეგ, მამასთან ერთად საცხოვრებლად განჯააში გადავიდა. მირ ჯალალი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გახდა, მას მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული მეცნიერის წოდება. მეჰრიბანის ბაბუა დედის მხრიდან – ნასირ იმანგულიევი გაზეთ „ბაქოს“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გახლდათ.

.

მეჰრიბან ალიევას მამა, არიფ ფაშაევი, საბჭოთა კავშირის დროს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ფიზიკისა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის სრულუფლებიანი წევრი და ეროვნული საავიაციო აკადემიის რექტორი გახლდათ. დედა – აიდა იმანგულიევა პირველი აზერბაიჯანელი ქალი იყო, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის დოქტორის ხარისხში აიყვანეს. ის იყო აზერბაიჯანის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, მიიღო ფილოლოგიის მეცნიერებათა პროფესორისა და დოქტორის წოდება. მისი და – ნარგიზ ფაშაევა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, ფილოსოფიის დოქტორი და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. ამავდროულად, ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაქოს ფილიალის რექტორიცაა.

.

თავად მეჰრიბან ალიევამ 1982 წელს, ბაქოს 23-ე სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა, შემდეგ კი, მოსკოვის პირველ სამეიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა, რომელიც წითელი დიპლომით დაასრულა. 1988 წლიდან 1992 წლამდე, ის მოსკოვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში თვალის დაავადებების მიმართულებით მუშაობდა, 1995 წელს დააფუძნა და ხელმძღვანელობდა საქველმოქმედო ფონდს „აზერბაიჯანის კულტურის მეგობრები“, შემდეგ გამოსცა ჟურნალი, რომლის რედაქტორიც გახდა. 2002 წელს, მეჰრიბან ალიევა ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს და უკვე 2005 წელს, მისივე მონდომებითა და მეცადინეობით< აზერბაიჯანში პირველად ჩატარდა ტანვარჯიშში მსოფლიოს ჩემპიონატი. ასევე, მეჰრიბან ხანუ, ი გახლავთ „ჰეიდარ ალიევის“ ფონდის პრეზიდენტი მისი დაარსების დღიდან, 2004 წელს ის დანიშნეს იუნესკოს კეთლი ნების ელჩად ფოლკლორისა და მუსიკალური ტრადიციების მხარდაჭერის გამო. 2005 წელს, მეჰრიბან ალეივამ მმართველი აპრტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ სახელთ პირველად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და დეპუტატის მანდატი მოიპოვა. მან ხმების 92% მიიღო. 2017 წლის 21 თებერვალს, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მისი მეუღლე, მეჰრიბან ალიევა პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.

.

ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევით, წარმოდგენა რომ გქონდეთ იმაზე, რომ მეჰრიბან ალიევა არ იყო რიგითი მოქალაქე, ის გავლენიანი ოჯახის შვილ იგახლდათ და მეტიც, როცა ის ილჰამ ალიევს გაჰყვა ცოლად, ბევრი ამბობდა, რომ გლეხის ბიჭმა ცოლად პრინცესა შეირთო. ჰეიდარ ალიევის გავლენებისა და წონის მიუხედავად, ფაშაევების ოჯახი ძალიან ბევრს წყვეტდა როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ რამდენჯერმე ჰქონდათ სურვილი, ილჰამ ალიევი თამანდებობიდან მშვიდობიანად გაეშვათ და აზერბაიჯანის სათავეში, ინტილიგენტი ოჯახის, ანუ ფაშაევების წარმომადგენელი მოსულიყო, მაგრამ ამას ხელს ყოველთვის მეჰრიბან ხანუმი უშლიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ქმრის შემდეგ, აზერბაიჯანის სათავეში მისი ვაჟი, ჰეიდარ-უმცროსი მოვიდოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი რომ არ გამოვა, აზერბაიჯანში ყველამ იცის. საქმე ის გახლავთ, რომ ევროპული, ბრიტანული და ამერიკული განათლების მიღების მიუხედავად, ჰეიდარი ვერ არის ვერც პაპასავით და ვერც მამამისივით გაქნილი, პოლიტიკურ გათვლებსაც ვერ აკეთებს და რაც მთავარია, აზერბაიჯანში ბევრს სჯერა, რომ ალიევების ერთადერთ ბიჭი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჰომოსექსუალია. ცნობისათვის, ჰეიდარს არც თუ დიდი ხნის წინ, ცოლიც მოაყვანინეს და ბევრი ვარაუდობს და ჭორაობს, რომ მას ცოლად ტრანსვისტიტი შერთეს.

.

სწორედ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჰეიდარი მამის მემკვიდრეობას ვერ გადაიბარებდა, დაიწყო ილჰამ ალიევის მეჰრიბან ალიევათი ჩანაცვლების ოპერაცია. ფაშაევები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ილჰამი შინ თავისი ნებით წავიდეს და პირველობა ცოლს დაუთმოს, რაც ფაშაევების ოჯახის აღზევეის დასაწყისი იქნება. მითუმეტეს, რომ ფაშაევებს არაერთი პიროვნება ჰყავთ, რომლებიც საერთაშორისო დონის მეცნიერები არიან და პრეტენზიაც გააჩნიათ, რომ ქვეყანა მართონ და ევროპულ თარგზე მოჭრან. ასე მარტივად მოხდა ცოლ-ქმრის დაპირისპირება და ერთადერთი, რამაც ამ ეტაპზე მოქმედი პრეზიდენტი გადაარჩინა, ყარაბახის ომი იყო, რომელიც აზერბაიჯანისთვის თითქოს ტრიუმფით დასრულდა, მაგრამ საბრძოლო ოპერაციებმა ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიაყენა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აზერბაიჯანში არის სოფლები, სადაც მობილური ტელეფონი არცერთ მოსახლეს არ აქვს, ისინი სიღარიბეში კვდებიან და აზერბაიჯანში, რეგიონებში, ადამიანების დიდი ნაწილი უბრალოდ შიმშლობს. ერთადერთი, რითაც აზერბაიჯანი თავს იწონებს, ბაქოა და მაგალითად, თუ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია უცხოელი სტუმრები დედაქალაქის გარდა, ბათუმში, ქუთაისში, ან კახეთის რომელიმე მუნიციპალიტეტში მიიღოს, აზერბაიჯანი ამ ფუფუნებას მოკლებულია – ბაქოს გარდა, სხვაგან უცხოელების მიღება რთული იქნება.

.

ასევე, „ალაის“ წყაროს ინფორმაციით, რამდენჯერმე იყო მცდელობა იმისა, რომ აზერბაიჯანში სამხედრო გადატრიალება მომხდარიყო, მაგრამ ილხამ ალიევმა მოახერხა და ძალოვანი უწყებები სრულად დაიქვემდებარა, თუმცა მას სერიოზული ეჭვი აქვს, რომ ჯგუფი, რომელსაც შეეძლება სამხედრო გადატრიალება მოაწყოს, ქვეყანაში სახმელეთო გზით შევიდეს და ამიტომ, ის საზღვრებს არ ხსნის და ამის გაკეთებას არც მომავალ წელს აპირებს. მეტიც, ოქტომბერში, მეჰრიბან ალიევამ პირადად დააანონსა, რომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნებოდა, მაგრამ გასულ კვირას, უვკე პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება საზღვრების არგახსნის თაობაზე. ეს ყველაფერი თითქოს ძალიან მშვიდად მოხდა, მაგრამ რეალურად, როცა ქვეყნის პირველი და მეორე პირი ცოლ-ქმარი არიან და ერთმანეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ, უკვე პრობლემაა.

.

ვარაუდი იმისა, რომ აზერბაიჯანელი საზოგადოება მწვავედ შეხვდება ქალ პრეზიდენტს (ილჰამ ალიევის გადადგომის ან გაგდების შემთხვევაში, პრეზიდენტი ავტომატურად მეჰრიბან ალიევა ხდება), ფაშაევებს არ ადარდებთ, რადგან მეჰრიბან ხანუმს დროებითი მმართველი დაერქმევა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მის გაპირველქალებას ევროპელი ლიდერები მოიწონებენ (რომლებსაც ასევე ხშირად ხვდება ალიევა), მოსახლეობაც დამშვიდდება, რადგან ევროპისკენ გასასვლელი შანსი გაჩნდება და ევროპა აზერბაიჯანთან ღიად დაიწყებს საუბარს ვიზალიბერალიზაციაზე.

.

სხვათა შორის, როცა ილჰაამ ალიევი პირველ ვიცე-პრეზიდენტად ცოლს ნიშნავდა, სწორედ ის გათვლა ჰქონდა, ორმ მისი მტრები გადატრიალებაზე აღარ იფიქრებდნენ, რადგან პირველ პირად ოფიციალურად ისევ ალიევების ოჯახის წარმომადგენელი რჩებოდა, ახლა კი, ისტორიის დაწერა მეჰრიბან ხანუმსაც სურს და უნდა ისტორიაში აზერბაიჯანის პირველი ქალი მმართველი გახდეს. საჰაერო კონტროლი აზერბაიჯანში უმკაცრესად კონტროლდება, სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, ანუ შავი ხვრელებიც არ მუშაობს და ამის მიუხედავად, გვეუბნებიან, რომ 2024 წელი, ილჰამ ალიევისთვის მმართველობის ბოლო წელი იქნება და მას აუცილებლად ჩაანაცვლებენ. რაც მთავარია, მოსახლეობის უმრავლესობა იმდენად ცუდად ცხოვრობს, რომ წინააღმდეგი არ იქნება, პრეზიდენტი შეიცვალოს, მასთან ცოლის დაპირისპირების შესახებ კი, აზერბაიჯანში პრაქტიკულად ყველამ იცის.

.

პ.ს. მეჰრიბან ალიევას რომის პაპთანაც (?!) კარგი ურთერთობა აქვს, მას ტელეფონით ხშირად ესაუბრება და იტალიაში ვიზიტის დროს, ვატიკანში მის მოსანახულებლად აუცილებლად მიდის. ცნობისათვის, 2018 წელს, მეჰრიბან ალიევა წმინდა სებასტიანის კატაკომბების გახსნის ცერემონიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, რადგან ეს კატაკომბები… „ჰეიდარ ალიევის საქველმოქმედო ფონდის“ დაფინანსებითა და მეჰრიბან ალიევას ინიციატივით გარემონტდა. ჰოდა, ამბობენ, ევროპულ სტრუქტურებში, მეჰრიბან ალიევას სწორედ რომის პაპი ლობირებსო.

.

თეონა სულაქველიძე


.

1
657
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
657
  
4 იანვარი, 8:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1