x
image
რუსუდან ნადირაშვილი
სმარტფონებს მალე ჰაერით დავმუხტავთ
image


მკვლევარებმა, რომლებიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობენ შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც ელექტროენერგიის წარმოება ატმოსფეროდან შეუძლია. ამის შესახებ ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.


მოწყობილობა გარემოს ტემპერატურის ყოველდღიურ რხევებზე რეაგირებს. დღესა და ღამეს შორის 10 გრადუს ცელსიუსის განსხვავების დროს, ის 1, 3 მილივატ ენერგიას და 350 მილივოლტ პოტენციურ ენერგიას გამოიმუშავებს. ეს მარტივი სენსორებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის დასამუხტად საკმარისია. მოწყობილობის შიგნით სპილენძისა და ნიკელისგან დაფარული ლითონის ქაფია, რომელსაც სპეციალური ცვილი ემატება. შედეგად, მოწყობილობის ერთი მხარე წარმოქმნის სითბოს, მაშინ როდესაც მეორე აგროვებს მას და ამგვარ ტემპერატურას შეუძლია ელექტროენერგიის გამომუშავება.



ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები მისი ძალის განვითარებას გეგმავენ, რათა მისით სმარტფონები დამუხტონ.

0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0