x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„ქალები ახტებოდნენ ირაკლის, მაგრამ არ ვეჭვიანებოდი…“ - ქეთათო (ვიდეო)
image

.

ქეთათო პოპიაშვილი მსახიობ ეკა ჩხეიძეს გადაცემა „პირველ სტუდიაში“ ესტუმრა და გაიხსენა მეუღლესთან, ირაკლი ჩარკვიანთან ურთიერთობის დეტალები, მათ შორის ისიც, რომ მასზე არ ეჭვიანობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალები დიდი რაოდენობით იყვნენ არტისტის გარშემო:

.


„ესეოდნენ ქალები. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, არ ვიცი, რატომ. დღემდე ვფიქრობ ამაზე და მიკვირს. რატომ ვიყავი ასეთი თავდაჯერებული ამ კონკრეტულ ადამიანთან? ირაკლის გვერდით ვიყავი ძალიან თავდაჯერებული. ამ დროს ეჭვიანი ვარ, მაგრამ… ქალები ახტებოდნენ ლამის, მაგრამ არ ვიყავი ეჭვიანი და დღემდე ვერ გამიგია, ეს რა ფენომენია. ვერ ვხსნი. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად ვიქცევით და არ ვიცით, რომელია ნამდვილი ჩემი ქმედება… ეტყობა, იმხელა ემოცია ჰქონდა ირაკლის ჩემთან მიმართებაში, რომ…“ - აღნიშნავს ქეთათო.

.

მისი თქმით, აქვს ურთიერთობა, რომელსაც არანაირ სტატუსს არ ანიჭებს, როგორც ირაკლი ჩარკვიანთან არ ჰქონდა ხელი მოწერილი.


„ სახელის დარქმევა არ მინდა. წლებია მაქვს გარკვეული ურთიერთობა, ხან ვშორდებით ერთმანეთს ხან ვრიგდებით, მაგრამ არ წავსულვარ და ხელი არ მომიწერია, არაფრის სტატუსს არ ვინარჩუნებ, როგორც ირაკლისთან. ვაფასებ ადამიანს, რომელიც ყველა ნიუანსს იღებს და ის თავისთავად ჩემთვის ყველა სხვა ადამიანისგან გამორჩეულია“, – საუბრობს ქეთათო პოპიაშვილი.

.

0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0