x
image
natia.a
ამ ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის დაბომბვის მიზეზი გახდა - უცნობი ისტორია
image

1945 წლის ივლისში მეორე მსოფლიო ომი ფაქტიურად დასასრულს უახლოვდებოდა. ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ბოლო ქედმოუხრელ ქვეყნად იაპონია რჩებოდა. პოტსდამში ჩატარებულ კონფერენციაზე იაპონელებს დაუყოვნებელი კაპიტულაცია მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეები "გადამწყვეტ ქმედებებზე" გადასვლით იმუქრებოდნენ.


ტოკიოში მყოფი საერთაშორისო ჟურნალისტები ძალისხმევას არ უშურებდნენ იმისათვის, რომ პირველებს შეეტყოთ და გადაეცათ ტოკიოს გადაწყვეტილება. თუმცა ამომავალი მზის ქვეყნის ხელისუფლება პასუხის გაცემას არ ჩქარობდა.


image



ამგვარ დაძაბულ დღეებში ტოკიოში მყოფმა ამერიკელმა რეპორტიორებმა შეძლეს "დაეჭირათ" პრემიერი კანტარო სუძუკი და ეკითხათ მისთვის, რას ფიქრობდა იაპონია ულტიმატუმის შესახებ. ბატონმა სუძუკიმ არაფრისმთქმელი გამომეტყველება მიიღო და წარმოთქვა საბედისწერო სიტყვა: "მუკუსაცუ"(mokusatsu). ამ სიტყვის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის "იგნორირება, უარყოფა". ახალი ამბავი დაუყოვნებლივ გავრცელდა აშშ-ს და გაზეთების პირველ გვერდებზე დაიბეჭდა: "იაპონია იგნორირებას უკეთებს პოცდამის ულტიმატუმს!". არადა ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობაც აქვს: "კომენტარისგან თავის შეკავება". ესე იგი, პრემიერი, სინამდვილეში გულისმობდა იმას, რომ იაპონიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ფიქრობდა და კომენტარისგან თავს იკავებდა. თუმცა ამერიკელი ჟურნალისტების ლინგვისტური ცოდნა ამდენად ღრმა არ აღმოჩნდა.


image

ვინ, იცის, იქნებ ბატონ სუძუკის საერთოდ რომ "შეეკავებინა თავი კომენტარისგან", მსოფლიო ისტორია სულ სხვა გზით წასულიყო... ასე კი ამერიკამ მყისიერი რეაგირება მოახდინა: გაჩნდა შესანიშნავი საბაბი "პატარა ბიჭუნასა" და "მსუქანი კაცის" გამოსაცდელად. და თარგმანში გაპარული სულ მცირე შეცდომის გამო მსოფლიომ შეიტყო რას ნიშნავს ატომური იარაღის მოქმედებაში მოყვანა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. შოკისმომგვრელი ნაწყვეტები ომგამოვლილი ბავშვების დღიურებიდან - აი, რას წერდნენ ისინი...image


2. ვინ იყო სინამდვილეში სტალინის შვილი და რა აკავშირებდა მას სადამ ჰუსეინთან - სიმართლე, რომელსაც დიდხანს მალავდნენimage


3. რატომ არის ამერიკელების სამხედრო ფორმაზე დროშა უკუღმა გამოსახულიimage


4. იშვიათი ფოტოები კავკასიის ფრონტიდან - ეს ჩვენთანაც ხდებოდა...image


5. როგორ ასწავლიდნენ ფაშისტები ძაღლებს წერა-კითხვას - შოკისმომგვრელი ფაქტი!image


6. როგორ ცხოვრობდნენ სსრკ-ში გერმანელი ტყვეები - ის რაზეც დიდხანს არ საუბრობდნენimage

7. როგორ ხდებოდა ომის დროს ხალხის მოსატყუებლად სსრკ–ში ფოტოების მონტაჟიimage

0
1093
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1093
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0