x
image
jango
ივანიშვილის პირადი პატიმრები

imageზუსტად ეს სათაური აქვს სტატიას რამდენიმე ცნობილ ქართულ საიტზე და როგორც ჩანს ITV ამას გადაცემასაც მიუძღვნის. ყველანაირად ცდილობენ სახელი გაუფუჭონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მე როგორც იქ კომენტარებიდან წავიკითხე ხალხი ამაზე მარტო იცინის და ეცოდებათ ის ხალხი ვინც ამას იგონებს. მარტო ამას არ ჯერდებიან და ვითომდა მითვისებული ფულის ჩამორთმევას ცდილობენ, ამის შესახებ მე წინა სტატიებშიც მოგახსენეთ მაგრამ ვისაც არ წაუკითხავს შეგიძლიათ ახლა წაიკითხოთ. სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის სახელზე რიცხული ქონების მოძიება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს სს ბანკი ქართუსა და სს პროგრეს ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომსს ბანკი ქართუს აქციების 100%-ს ფლობს სს ქართუ ჯგუფი, რომლის აქციების 100%-ის და აგრეთვე სს პროგრეს ბანკის აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს ბანკი ქართუს აქციების 100%-ისა და სს პროგრეს ბანკის აქციების 21.7%-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს. აქციათა დაყადაღება არ აბრკოლებს ზემოთ აღნიშნული ბანკების ჩვეულ საქმიანობას. ასევე გაცნობებთ, რომ მოვალის მიერ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად უქმდება. ასეთირ ამ რომელ ქვეყანაში ხდება კიდევ? ადამიანს უნდა შეეძლოს ქვეყანაში კანონიერი გზით შრომა, ასე შეიძლება საქართველოშიც, მაგრამ კარგად თუ იშრომებ და დიდ თანხას იშოვი ეს უკვე აღარავის აწყობს.

4
2513
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:jango
jango
2513
  
2012, 10 ივლისი, 18:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ტოპი-ის კომენტარზე
2012, 4 ივლისი, 12:25
შენ გჯერა რო ბიძინას მოსპობენ ? :D
2012, 3 ივლისი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 29 ივნისი, 21:15
როგორ არ აწყობს, თუ ხელისუფლების გვერდით დადგები კი აწყობთ, თუ არადა გაგნადგურებენ, მოგსპობენ....
0 1 4