საქართველო ბიძინა ივანიშვილი: ახალაია აუცილებლად დაისჯება 2012, 3 ოქტომბერი, 17:01 ბიძინა ივანიშვილი ხალხთან შეხვედრების დროს ყოველთვის ამბობდა, რომ ყველა ვისაც რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი აუცილებლად დაისჯებაო. ქართულმა ოცნებამ უკვე გაიმარჯვა არჩევნებში და იმ გამწარებულ ხალხს და ქართველი ხალხის უმრაველოსაბს აქვს კითხვა თუ როდის დაისჯება ეს ხალხი. ზუსტად ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილის. ივანიშვილის თქმით პოლიტიკური დევნა არ იქნება, მაგრამ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ბაჩო ახალაიამ, არამედ ყველამ პასუხი უნდა აგოს."ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ მისი ჩარევის გარეშე ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა ბაჩო ახალაიას გასამართლების მოთხოვნით."იმდენი ადამიანია გამწარებული და იმდენ ხალხს აქვს მზაობა სარჩელი შეიტანოს და მოითხოვოს კანონით ახალაიას დაისჯას, რომ მისი ჩარევა და დახმარება საჭირო არ იქნება. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია განაწყენებული და გამწარებული ხელისუფლებისაგან", - აღნიშნა ივანიშვილმა. ივანიშვილის განცხადებით, მისი გუნდი შექმნის რეალურ გარემოს, რომ ქვეყანაში აღდგეს სამართალი და მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება ეს გადაწყვიტონ დავები სასამართლოს საშუალებით. ივანიშვილის თქმით ასეთი ხალხის დაუსჯელობა სახელმწიფოს უკან დახევას გამოიწვევს. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუნდაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყოს შენთვის. 2108 6-ს მოსწონს 4-ს არა
|