x
image
jango
ივანიშვილის ქონება აუქციონზე გააქვთ

imageკვალიცია ქართული ოცნება და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სანამ აქტიურად ცდილობს ხალხთან შეხვედრას და დასავლეთ საქართველოში დადის, აღსრულების ბიუროც არ კარგავს დროს და ივანიშვილის ქონება აუქციონზე გააქვთ. აქამდე ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის კიდევ ერთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე 22 429 941 ლარით დააჯარიმეს. ივანიშვილს ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაეხადა. ქუთაისის აქციის შემდეგ ალბათ, რომ დაინახეს ამდენი ხალხი გადაწყვიტეს ბიძინასთვის ჯარიმის დაწერა.მცხეთაში აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო პრიორიტეტებზე ისაუბრა და მოსახლეობას სოფლის მეურნეობის პოლიტიკის რადიკალურად შეცვლას დაპირდა. ქართული სოფლის აღორძინების მიზნით მან 1 მილიარდიანი ფონდის შექმნაზე განაცხადა. ამასთან, ივანიშვილმა განათლების სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზეც განაცხადა. ამის შემდეგ კიდევ გადაწყვიტეს ივანიშვილის დაჯარიმება ოღონდ ახალი ხერხით, ახლა უკვე მისი ქონების აუქციონზე გატანით. ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს, ქართუ ჯგუფში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იქნა 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს პროგრეს ბანკში - 3 566 498 ლარად - ნათქვამია განცხადებაში. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად სს, ქართუ ჯგუფში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330, 50 ლარი, ხოლო სს პროგრეს ბანკში კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენად რეალურს შეესაბამება ეს ციფრები, მაგრამ ცხადია, რომ საქმე მართლაც დიდ თანხებთანაა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება უკანონოა, რადგან ის სხვის ქონებას ყიდის. საინტერესოა, რატომ აქამდე ვერ ხედავდნენ დარღვევებს? ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს სასამართლო არ არის ეს პოლიტკური გადაწყვეტილებებია.

2
751
5-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
751
  
2012, 4 ივლისი, 13:38
ეს ეხლა ლილე
2012, 4 ივლისი, 9:21
რა პრეტენზიები აქვთ ამ ხალხს? აბა, გადაწყვეტილებების მიღებას თვეები უნდება ჩვენი სასამართლოო?აგერ, მაგალითი!ერთ კვირაში მოითავეს ყველაფერი. ოპერატიულად!
0 1 2