საქართველო გელბახიანი ივანიშვილისგან ბოდიშს ტყუილად ელოდება 2012, 22 ივლისი, 13:25 გორში ქართული ოცნების აქციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვალერი გელაშვილს საჩხერეში აღარ ჩაესვლება. ეს ყველაფერი ამით არ დამთავრდა და ვალერი გელბახიანი ბოდიშის მოხდას ითხოვს ივანიშვილისგან. გელბახიანი ამბობს, რომ გორში „ქართული ოცნების“ აქციაზე კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ვალერი გელბახიანს საჩხერეში აღარ ჩაესვლება. თუ ივანიშვილი, ამ ფრაზის გამო, ბოდიშს არ მოიხდის, გელბახიანი სასამართლოში სარჩელს შეიტანს. რაც შეეხება ივანიშვილს ის ამაზე ყურადღების გამახვილებასაც არ აპირებს. ამ სიტყვებს უკან წავიღებ, თუ ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ ეს გამოსვლა უნებლიე შეცდომა იყო. თუ ამას გააკეთებს ყველანაირი კონფლიქტი ამოიწურება. არ გვინდა, რომ საჩხერეში რაიმე დაპირისპირება იყოს. ამით, მინდა საჩხერელებს მივცე შანსი, რომ ერთმანეთში მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეთ. მშვიდობიან ურთიერთობაზე გელბახიანი ესაუბრება ივანიშვილის თანაც საუბარია საჩხერეზე. ყველას თავისი შეხედულება აქვს ამ ფაქტზე, საერთოდ თუ კი საუბარი გელბხიანზე იყო მაშინ რა აზრი აქვს იმის მტკიცებას, რომ შეცდომა იყო გამოსვლაში. ივანიშვილს სხვა ბევრი საფიქრალი აქვს და ალბათ ამაზე დროს არ დახარჯავს, თუმცა გელბახიანი სასამართლოსაც ახსენებდა და ეს კიდევ დავას გამოიწვევს. იმედია აქამდე არ მივა საქმე და მოგვარდება ეს საკითხი. 274 1-ს მოსწონს
|